Загрузка...

5 ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი



ბევრი ასტროლოგის თქმით ადამიანს დაბადებისთანავე აქვს უდიდესი და ძლიერი გავლენა ბედსა და მსოფლიოს აღქმაზე. ამიტომ ასტროლოგთა დასკვნების შედეგად მინდა წარმოგიდგინოთ 5 ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, თვით სკეპტიკოსებიც არ უარყოფენ მის უტყუარობას. თუმცა სანამ სტატიის თემაზე გადავიდოდე, მინდა განგიმარტოდ, რომ ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი სფეროა. მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას "ეზოთერიკას". ფაქტობრივად მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.
იტვირთება...
loading...
მოგეხსენებათ, რომ სულ 12 ზოდიაქოს ნიშანია, თუმცა მათ შორის მხოლოდ 5 რთული ზოდიაქო გამოირჩევა, რომელთა ლოიალური ხასიათი ვარსკვლავებმა დაბადებისთანავე უკვე განსაზღვრეს. მაშ რომელია ეს რთული ხუთეული? (ჩამონათვალს უკუსვლით დავიწყებ)

5. თხის რქა. ადვილი არაა მათთან ურთიერთობა, ზედმეტსახელი "ჯიუტი" კი ზედგამოჭრილია. არასოდეს გააკეთებენ იმას, რაც არ სურთ. იშვიათად ეპყრობიან სხვებს პატივისცემით, რის გამოც მათი სოციალური წრე ყოველთვის შეზღუდულია. ისინი არ დაუშვებენ უსაქმურობას, ამიტომ გარს ღირსეული და ძლიერი ადამიანები ყავთ. თუ შემთხვევით შეგიყვარდათ "თხის რქა", მაშინ გაძლება და მოთმინება გმართებთ.4. მერწყული. ძალიან კონკრეტული კომუნიკატორია. ყველაფერს აფასებს მხოლოდ საკუთარი აზრებით. ადვილად დაადანაშაულებს სხვას თავის გასამართლებლად. საკმაოდ ამბიციურია და ხშირად ეს თრგუნავს მას. განსხვავებული გონებრივი ნიჭით დაჯილდოვებულია, თუმცა უდიდესი ემოციების გავლენით ხშირად სცდება მიზნებს სწორი გზიდან.3. ვერძი. ის ძალიან იმპულსურია, შეუძლია 15 წამში დაანგრიოს მთელი ცხოვრების მანძილზე ნაშენები, ეს კი ეხება არამარტო პროექტებს, არამედ ურთიერთობებსაც. ყოველთვის მართალია, თუმცა თუ მოხდა გამონაკლისი და შეცდა, მაინც უნდა აღიაროთ რომ მართალია. თუ შეგიყვარდათ ვერძი, გაითვალისწინეთ, რომ მშვიდი ცხოვრება მხოლოდ 2 დღე გექნებათ, რადგან მღელვარება და ცეცხლი იბრიალებს მუდმივად.2. ტყუპები. მათთვის ადვილი არაა ერთ ადგილას ყოფნა. გაუთავებლად ლაყბობენ და თან ჭირვეულობენ. კრიტიკულ მომენტებშიც კი "გულგრილის ნიღაბს" ირგებენ ან სისასტიკით ტოვებენ ადგილს ისე, რომ დამშვიდობებასაც არ ელოდოთ. გარშემომყოფთა აზრები მათთვის ერთ-ერთი ცარიელი ხმაა. საკუთარი ფანტაზიები აქვთ საკუთარივე სამყაროში. მზაკვრულები არიან.1. მორიელი. ყველაზე ბოროტია მთელს ზოდიაქოს ნიშნებში. მისთვის შეუძლებელი არაფერია. ძალიან მკაცრი დამოკიდებულება აქვს სამყაროს მიმართ. საკუთარი სუპერ ეგოს წყალობით შურისმაძიებელია. მისთვის ადამიანი- ეს არის საკუთარი ქონება, ამიტომ თუ მის ქსელში გაებით, სამუდამოდ მოგიწევთ იქ დარჩენა. ნებისმიერი ურთიერთობები ამ ზოდიაქოს ნიშანთან აუცილებლად დასრულდება მძიმე შედეგებით.P.S. დაიმახსოვრეთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ხასიათი- ეს არ არის უპირობო რეფლექსი, რომელიც გენიჭებათ ზებუნებრივი ძალებით დაბადებისთანავე; არც ფართო სპექტრის თვისებებია; ეს არის სუსტი და ძლიერი მხარეები, ქარიზმა, მსოფლიოს მრავალმხრივი აღქმის უნარი, რომელთაც აღზრდა და დამუშავება ჭირდებათ მთელი ცხოვრების მანძილზე. ადამიანი თავად ასრულებს გადამწყვეტ როლს თავის ბედსა და ცხოვრებაში.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ