Загрузка...

ორი ყველაზე შეუთავსებელი ზოდიაქოს ნიშანი


ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი სფეროა. მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას "ეზოთერიკას". ფაქტობრივად მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.
იტვირთება...
loading...

როგორც ვიცით ხშირად წყვილებს სწორედ, რომ ჰოროსკოპის შეთავსების მიხედვით არჩევენ, ზოგს არ სჯერა ბედსა და იღბალზე ვარსკვლავების გავლენა, ბევრის შემთხვევაში კი საოცარი დამთხვევა სკეპტიკოსობაზე უარს ათქმევინებს ხოლმე. დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ორი, ყველაზე შეუთავსებელი ზოდიაქოს ნიშანი. ესენი არიან თხის რქა და ტყუპები.
თხის რქა- მუდამ სტაბილური და საქმიანია. იშვიათად უყვარდება, თუმცა მას, ვისაც ირჩევს პარტნიორად, უძღვნის მთელს გულს და გრძნობებს. საფუძვლიანად ეკიდება ოჯახის შექმნისა და მოვალეობების საკითხებს.

არამდგრად და სხვანაირად მშვიდ ტყუპებს კი სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ამ ყველაფერთან. იმპულსურები არიან და ხშირად ატანენ სიტყვებს ქარს, მათი არასერიოზულობა მოულოდნელობებსა და სურპრიზების ძიებას იწვევს. ამიტომ თხის რქას ხშირად მოუწევს აპატიოს, აიტანოს და შეეგუოს პარტნიორის მსგავს დამოკიდებულებებს გეგმებთან. ტყუპებს კი მოუწევს უარი თქვას ხმაურიან წვეულებებსა და დღესასწაულებზე და იყოს კონსერვატიული, როგორც მის პარტნიორ თხის რქას შეეფერება.

გონებამახვილი და სერიოზული თხის რქა ადვილად ვერ იპოვის საერთოს ქარაფშუტა ტყუპებთან. მსგავსი ურთიერთობა ადვილი ნამდვილად არ იქნება, თუმცა ნურც ერთმანეთის შეცვლას ეცდებით, უბრალოდ წადით კომპრომისზე, შეხედეთ მოვლენებს პარტნიორის თვალით და თქვენ აღმოაჩენთ ბევრ სიახლეს. სწორად შერჩეული ურთიერთობები ცხოვრებაში გაცილებით ბევრს გასწავლით და ყველაფერი საიმედო და მყარი კავშირით დასრულდება.

P.S. დაიმახსოვრეთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ხასიათი- ეს არ არის უპირობო რეფლექსი, რომელიც გენიჭებათ ზებუნებრივი ძალებით დაბადებისთანავე; არც ფართო სპექტრის თვისებებია; ეს არის სუსტი და ძლიერი მხარეები, ქარიზმა, მსოფლიოს მრავალმხრივი აღქმის უნარი, რომელთაც აღზრდა და დამუშავება ჭირდებათ მთელი ცხოვრების მანძილზე. ადამიანი თავად ასრულებს გადამწყვეტ როლს თავის ბედსა და ცხოვრებაში.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...
რედაქტორი გირჩევთ