Загрузка...

ზოდიაქოს ნიშნების ხასიათი სამი გამონათქვამის მიხედვით- ეთანხმებით?



ბევრი ასტროლოგის თქმით ადამიანს დაბადებისთანავე აქვს უდიდესი და ძლიერი გავლენა ბედსა და მსოფლიოს აღქმაზე.
ამიტომ ასტროლოგთა დასკვნების შედეგად მინდა წარმოგიდგინოთ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ხასიათი სამი- ბრძნული გამონათქვამის მიხედვით და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, თვით სკეპტიკოსებიც არ უარყოფენ მის უტყუარობას.
თუმცა სანამ სტატიის თემაზე გადავიდოდე, მინდა განგიმარტოდ, რომ ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი სფეროა. მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას "ეზოთერიკას". ფაქტობრივად მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.
იტვირთება...
loading...

მოგეხსენებათ, რომ სულ 12 ზოდიაქოს ნიშანია, რომელთა ლოიალური ხასიათი ვარსკვლავებმა დაბადებისთანავე უკვე განსაზღვრეს. თითოეულ მათგანს კი გააჩნია სამი ძირითადი გამონათქვამი მათი ბუნებრივი ხასიათისა და პრინციპებიდან გამომდინარე, რომლებსაც ეხლავე გამცნობთ, თქვენ კი უბრალოდ დაფიქრდით და დაწერეთ კომენტარში დაემთხვა თუ არა თქვენს ხასიათს.

1. ვერძი.
* "არ ვიცი სად, მაგრამ წავალ, არ ვიცი რისთვის, მაგრამ მოვიტან". მხოლოდ ვერძს ძალუძს გაუმკლავდეს ამ ამოცანას, მითუმეტეს მაშინ, თუ აქვს სტიმული.
* "არასოდეს არაა დასასრული, სანამ ცოცხალი ხარ". ვერძი გაუტეხელია, რა ცხოვრებისეული სირთულეც არ უნდა შეხვდეს, ყოველთვის გამოდის იმ რთული ვითარებიდან.
* "მხრებზე თავის ქონა ენთუზიაზმის გარეშე, იგივეა რაც უნაყოფო ხე". ვერძს ხომ განსხვავებულად შეუძლია თავისებური ვნების გამოვლინება, იყოს ძლიერ ემოციური და იმპულსური.

2. კურო.
* "დეკეულის ზღვაზე გადატანა, მხოლოდ საფასურის შემთხვევაში". კუროს არ უყვარს როდესაც აწუხებენ, მითუმეტეს მაშინ, თუ ეს უსასყიდლოდ ხდება, მრავალ მიზეზს მოძებნის არ დაგემორჩილოდ და ძნელია მისი გადარწმუნება.
* "ცხოვრება წლების საზომით კი არა, შრომით იზომება". კუროს უყვარს შრომა და მათთვის უმნიშვნელოვანესია ამ შრომის შედეგის ხილვა, რაც მეტ სტიმულს აძლევთ მიზანს მიაღწიონ.
* "დღეს რაც იპოვე, ხვალ არ დაკარგო". კურო ძალიან პრაქტიკული და ჭკვიანია, ამიტომ მუდამ სარგებელის ძიებაშია. აქვს გათვლის და გაანალიზების უნარი.

3. ტყუპები.
* " ყველაფერი რაც ხდება, მხოლოდ უკეთესობისთვის". ტყუპები ბუნებით ოპტიმისტები არიან, ამიტომ ყოველ წარუმატებლობას ისე აღიქვამენ, როგორც გამოცდილებისა და სტიმულის მომტანს.
* " უმჯობესია ბევრი რამ ნახოთ და შეიცნოთ, ვიდრე დიდხანს იცოცხლოთ". ძალიან ცნობისმოყვარენი არიან, აფასებენ შთაბეჭდილებებს და არა სტაბილურობას, ამიტომ ცხოვრობენ იმ მოტივით, რომ ბევრი რამ ჰქონდეთ მოსაგონარი.
* " წყალში ჩამაგდე და პირში თევზით ამომიყვან". ტყუპები იღბლიანები სწრაფები, მომხვეჭები და სიცოცხლისუნარიანები არიან. უმართლებთ ვაჭრობაში, მოლაპარაკებებში.

4. კიბო.
* " ჩემი სახლი- ჩემი ციხესიმაგრეა". სახლი კიბოსთვის ერთადერთი წმინდა და სარკასტული ადგილია, ადგილი სადაც არის ის, ვინც არის.
* " სჯობს დაჯდე და შეისვენო გზად, ვიდრე გაიქცე და წაიქცე". კიბო ძალიან ნელი და ფრთხილია, ამიტომ ცხოვრებისგან სიახლის მიღებას მოთმინებითა და გამძლეობით ელიან.
* " შეხედავ ხავერდოვანია, არადა ეკლებიც აქვს". ერთი შეხედვით კიბო თითქოს ფუმფულა, დაუცველია, მაგრამ მათ ცხოვრებაშიც დგება მომენტი, როდესაც ნისკარტს აჩენენ დასაკორტნად.

5. ლომი.
* " ჭაობში სიმშვიდეა, მაგრამ იქ ცხოვრება ცუდი". ლომები არასოდეს ცხოვრობენ მოსაწყენი და ნაცრისფერი ცხოვრებით, მათ გარშემო მუდამ დღესასწაული, სინათლე, მუსიკა და ადამიანებია.
* " ვისაც მგლის ეშინია, ტყეში არ უნდა წავიდეს". ლომები ძალიან გაბედულები არიან და სძულთ მშიშრები. ხშირად რისკავენ და არ ფიქრობენ შედეგებზე.
* " ვინც დიადი საქმის საკეთებლად მიდის, ძაღლის ყეფაზე უკან არ იხედება". ისინი არიან ტიპიური მსოფლმხედველობის ლომები, სარგებლობენ აღიარებითა და პატივისცემით. კმაყოფილებას ანიჭებთ, როდესაც პატივს სცემენ და აფასებენ, კრიტიკას კი, არაფრის დიდებით არ მიიღებენ საკუთარ თავზე.

6. ქალწული.
* " უშრომელად ცხოვრებით ცას ვერ მიწვდები". ქალწულები უშრომელად ვერ ცხოვრობენ, მეტიც, ნებისმიერ რთულ სამსახურზეა წამსვლელი მიზნის მისაღწევად.
* " შემთხვევით წარმოთქმული გონებაში ჩაიბეჭდეთ". ქალწულები რუხი კარდინალები არიან, შესანიშნავი მეხსიერებითა და ანალიტიკური გონებით შეწევთ უნარი ყველაფრის დამახსოვრებისა.
* " შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი". ეს გამონათქვამი ზედ გამოჭრილია ქალწულებისთვის, ვინაიდან სანამ საქმეს შეუდგებიან, ასჯერ აანალიზებენ.

7. სასწორი.
* "კარგია იქ, სადაც ჩვენ არ ვართ". სასწორთა უმეტესობისთვის რატომღაც იქ უკეთესია და მეტი მხიარულებაა, სადაც თავად არ არიან.
* " იყოს ისე, როგორც იქნება, თუ არ იქნება- რაღაც მაინც იქნება". ამ გამონათქვამით კი სასწორი ამტკიცებს, რომ მერყევია და უჭირს გადაწყვეტილების მიღება.
* " ზოგჯერ გაქცევა გამარჯვებას ნიშნავს". სასწორი არა იმიტომ გაურბის მოვლენებს, რომ მშიშარაა, არამედ ფიქრობს, რომ მოსალოდნელ კონფლიქტებს აიცილებს თავიდან. ისინი არიან მშვიდობისმყოფელნი, ომი და ბრძოლა არ არის მათთვის.

8. მორიელი.
* " თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ". მორიელი ძალიან შურისმაძიებელია, მანამ არ მოისვენებს, სანამ ტკივილს არ მიაყენებს მოწინააღმდეგეს.
* " ნდობას და სიცოცხლეს მხოლოდ ერთხელ ვკარგავთ ცხოვრებაში". თუ კი მორიელის წინაშე ნდობა დაკარგეთ, იცოდეთ, რომ ვეღარასოდეს მოიპოვებთ.
* " ყველაფერი გააკეთე რაც შენს ძალებს აღემატება, დანარჩენი კი ბედს მიანდე". მორიელი მაქსიმალისტია, ცდილობს ყველაფერი იდეალურად გააკეთოს. ფატალისტია ბედის რწმენის საკითხში.

9. მშვილდოსანი.
* " ცხოვრება მთვარეს ჰგავს: ხან სავსეა, ხან ნახევარი". ეს გამონათქვამი მშვილდოსნები ფინანსურ მხარეს უკავშირდება, ხან სქელი აქვთ ჯიბე, ხან ცარიელი.
* " მთავარია მწვერვალზე ასვლა, ყველაფერი ცუდი უკან მორჩება". მშვილდოსანი იღბლიანია, უცნობი ძალა მართავს მათ და ეხმარება, რათა მიაღწიონ წარმატების მწვერვალს.
* " სიმართლის გარეშე ცხოვრება- სინათლიდან გაქცევაა". თავს მიიჩნევენ ტყულისთვის მებრძოლებად, თუმცა ხშირად ახასიათებთ ეფექტური ტყუილი.

10. თხის რქა.
* " შრომა და მოთმინება- ყველაზე დიდი ძალისხმევაა". თხის რქა ახირებული და ამავდროულად მომთმენია, რისი წყალობითაც ხშირად აღწევს წარმატებას.
* " იცხოვრეთ მხოლოდ სიკეთით". თხის რქა მიჩვეულია დამოუკიდებელ ცხოვრებას, ამიტომ არ უყვართ ფულის გასესხება და აფასებენ მათ, ვინც მათსავით დამოუკიდებლად შრომობენ მიზნისთვის.
* " ქვა წყალს არ ატარებს". შეუპოვრობასა და მოთმინების საკითხში, მხოლოდ უნდა გშურდეთ თხის რქის.

11. მერწყული.
* " მგლებთან თუ იცხოვრებ, მგლებივით უნდა იყმუვლო". მერწყულს გააჩნია ტენდენცია ნებისმიერის დონეზე დაეშვას საერთო ენის გამონახვის მიზნით. მათ ძალუძთ იპოვონ სრულიად განსხვავებული სოციალური ფენის ადამიანი, თუმცა იყვნენ ერთნაირ ტალღაზე.
* " დათვი ტყეში დადის, ქურქი კი გაყიდულია". მერწყულები დიდი მეოცნებენი არიან, აწყობენ გრანდიოზულ გეგმებს, თუმცა მათ სისრულეში მოყვანას არ ჩქარობენ.
* " სულელსაც კი აქვს რაღაც ნიჭი". საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მერწყულები ხშირად სარგებლობენ სულელის რეპუტაციით, თუმცა უნიჭიერესები და გენიალურები არიან.

12. თევზები.
* " ღმერთი სჯის საუკეთესოებს". ტიპიური თევზები ძალიან რელიგიურები და თავმდაბლებიარიან, მზად არიან თავი გაწირონ...
* " ცოხვრება სახალისოა, მაგრამ საკვები როცა გაქვს". ეს ხალხური სიბრძნე მეტყველებს თევზების არაპრაქტიკულობაზე, ვინაიდან ცხოვრობენ ერთი დღით და არ იყურებიან მომავალში.
* " მამაცი მხოლოდ ერთხელ კვდება ცხოვრებაში, მშიშარა კი ათასჯერ". თევზი მშიშარა არაა, თუმცა ამ ზოდიაქოს უმეტესი მათგანი მრავალჯერ კვდება.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ