Загрузка...

როგორ იზრდებიან მიწის ნიშნის ქვეშ დაბადებულები?


როცა ვიზრდებით, ვიხსენებთ საკუთარ თავს ადრეულ ასაკში და ვფიქრობთ: "ეჰ, რა სულელი ვიყავი მაშინ!"... ხანდახან საკუთარი დღიურის გადაკითხვისაც კი გვრცხვენია. თუმცა, ყოველი სისულელის ჩადენისას გვემატება გამოცდილება და ამის გარეშე არ ვიქნებოდით ისინიც, ვინც ვართ... ნეტა ვინ გავხდებით რამდენიმე წლის მერე? როგორც წესი, ამაზე ფიქრს თავს ვარიდებთ. ალბათ წარსულში ჩახედვა უფრო ადვილია, ვიდრე მომავალში. მოკლედ, ეს ჰოროსკოპი დაგეხმარებათ და გაგახსენებთ, როგორები ვიყავით წარსულში და როგორები გავხდებით წლების შემდეგ.
იტვირთება...
loading...

კურო - ახალგაზრდობაში ჩვეულებრივ მხიარულები არიან, უყვართ მეგობრები, ხმაურიანი კომპანიები, გართობა და დროს ტარება. კურო იმდენად სახიფათო არაა, როგორც ვერძი, მაგრამ მასშიც არის საკმარისი დოზით ცეცხლის ალი. ასაკთან ერთად ხდებიან უფრო მიზანდაზახულებზე მიზანდასახულები და შრომისმოყვარეებზე შრომისმოყვარეები... ცეცხლოვანი ალი მათში არ იკარგება, არამედ ღრმადაა დამალული, ამრიგად გარშემომყოფები ძნელად თუ შეამჩნევენ მას. კუროსთვის სულერთია რას ფიქრობენ გარშემომყოფები. მათ ზუსტად იციან რა სჭირდებათ ცხოვრებისგან და ხშირ შემთხვევაში იღებენ კიდეც მას! იკეთებენ შესაშურ კარიერას/შოულობენ ფულს/აშენებენ სახლს/ზრდიან ბავშვებს/ისვენებენ კარიბის კუნძულებზე და ასე შემდეგ.


ქალწულებს უკვე ადრეული ასაკიდან ახასიათებთ წესრიგისკენ მიდრეკილება. როგორც წესი არ სჭირდებათ ათჯერ გამოერობა დანარჩენი ზოდიაქოებისთვის საზარელი წინადადებისა "დაალაგე შენი ოთახი, იცოდე შევამოწმებ!", ქალწულები მშობლებს იქეთ მისცემენ შენიშვნებს, თუ ისინი ზარმაცები აღმოჩნდებიან... ასაკთან ერთად, ქალწული არა მხოლოდ უფრო აკურატული ხდება და იდეალურ წესრიგში ამოყოფებს მის გარშემო ყველაფერს, არამედ მის გონებაშიც აწყობს სხვადასხვა ცოდნას, რის შედეგადაც ნებისმიერ დარგში სპეციალისტი ხდება.

ბავშვურ ასაკში თხის რქა ძალიან მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფთა მიმართ. მას ჰგონია, რომ მშობლები ზედაპირულები არიან, ნათესავებს არ გააჩნიათ შინაგანი სამყარო, რადგან თავად თხის რქას, შინაგანად არათუ სხვა სამყარო(თავისი ომებითურთ), არამდე სხვა გალაქტიკა აქვს, სადაც ებრძვის დემონებს და ბოროტებას. ზრდასთან ერთად თხის რქა ხვდება რომ პათეტიკურობა, ქაოსი და ტრაგიზმი სცილდება მას და მათ ადგილს იკავებს რეალიზმი, საღი გონება და მიზანსწრაფულობა. თუმცა, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ გარშემომყოფებს კვლავ ცარიელ და ზედაპირულ ადამიანებად არ აღიქვამს.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ