Загрузка...

უფრო მეტად ლამაზი და სექსუალური კანისათვის...


ვინაიდან საკვები დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე, გთავაზობთ იმ საკვების ჩამონათვალს, რომელიც თქვენს კანს უფრო ლამაზს, გლუვსა და სექსუალურს გახდის. მაშ ასე, ესენია:წითელი წიწაკა - ის დიდი რაოდენობით შეიცავს ც ვიტამინს, რომელიც კოლაგენის ბოჭკოების სინთეზში მონაწილეობს. კოლაგენის შესაბამისი დონის არსებობისას კანი, თმა და ფრჩხილები უფრო ჯანმრთელი და ძლიერია. ც ვიტამინი ასევე სასარგებლოა სახსრებისთვის, იოგების და მყესებისთვის.შავი შოკოლადი - რაც უფრო მაღალია შოკოლადში კაკაოს შემცველობა, მით უფრო სასარგებლოა ის თქვენი ჯანმრთელობისათვის. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავს ორგანიზმს დაბერებისაგან, ხოლო თეობრომიდები (კაკაოს მოქმედი ნივთიერებები) მომენტალურად ანიჭებს ადამიანს ბედნიერების შეგრძნებას. ალბათ ამიტომაც გვიყვარს შოკოლადი.ორაგული - გარდა იმისა რომ ორაგული ცილისა და ამინომჟავების ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა (ცნობისთვის, ამინომჟავები აშენებს მთელს სხეულს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კუნთების, კანის, ფრჩხილებისა და თმისთვის), ის საუკეთესო ომეგა მჟავებს შეიცავს. ომეგა მჟავები კი კანს ხდის გლუვს, ელასტიურს და მკვრივს. შესანიშნავია კანის ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ეგზემა, ფსორიაზი, აკნე და სხვ.მატჩას ჩაი - ზოგადად, მწვანე ჩაი ცნობილია თავისი უამრავი სასარგებლო თვისების გამო, მაგრამ მატჩას ჩაი კიდევ უფრო ძლიერი და ფართო მოქმედებით ხასიათდება. ის შეიცავს ელ-თიანინს, ნივთიერებას, რომელიც მონაწილეობს სტრესის დაძლევაში.
იტვირთება...
loading...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ