Загрузка...

პომიდორი აკნესა და ნაწიბურების წინააღმდეგ


პომიდორი შეიცავს დიდი დოზით ლიკოპინს - ძლიერ ანტიოქსიდანტს, როელსაც აქვს საოცარი კანის სამკურნალო თვისება. ლიკოპენი იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან, რითაც აფერხებს დაბერების პროცესს და გვიცავს კანის კიბოსგან.
იტვირთება...
loading...
პომიდორს შეუძლია სასწაული მოახდინოს თქვენს კანზე.

აკნეს წინააღმდეგ
პომიდორს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, მის აქტიურ გამოყენებას შეუძლია შეწყვიტოს კანის დაზიანება, რომელსაც აკნე იწვევს. მას ასევე აქვს მაღალი დონის მჟავიანობა. ეს მჟავიანობა დაეხმარება მშრალ კანს ცხიმიანობის შემცირებაში, რომელიც შემდგომში იწვევს აკნეს.
უბრალოდ გაჭერით პომიდორი შუაში და დაიდეთ სახეზე პრობლემურ ადგილას. შემდეგ უბრალოდ დაიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა შეასრულეთ დღეში ერთხელ.
ნაწიბურებისა და შრამის წინააღმდეგ
პომიდორი ასევე ეფექტური საშუალებაა ნაწიბურებისა და შრამების მოსაცილებლად. დაწურეთ პომიდორი და მიღებული წვენით დაიბანეთ სახე, შედეგს მიიღებთ 15-დან 20 წუთის განმავლობაში. შრამები და ნაწიბურები გაქრება თქვენი სახე კი იქნება ნათელი და სუფთა ყველანაირი სხვა პროცედურების ჩატარების გარეშე.
პომიდორის წვენი
ერთ სუფრის კოვზ პომიდორის წვენს შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. მიღებული ნაზავი, ბამბის საშუალებით დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე. 5 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
პომიდორი ნაოჭების წინააღმდეგ
როგორც ლიკოპინით მდიდარი პროდუქტი, პომიდორს შეუძლია ხელი შეუწყოს კანში ჟანგბადის შეწოვას, რაც შეაფერხებს დაბერების პროცესს და ნაოჭების წარმოქმნას.
მოათავსეთ ბლენდერში 1 პომიდორი და 1 ავოკადო, დაელოდეთ სანამ ნაზავი არ გახდება გლუვი პასტის მსგავსი. დაიტანეთ ნიღაბი სახეზე 20-30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნაზავის გამოყენება რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ