loading...
გაიქრეთ ფორები სახიდან სამუდამოდ, მხოლოდ ერთი ინგრედიენტის მეშვეობით!
სილამაზე 06-Jan, 17:36 891
+1
სახეზე ღია ფორების არსებობა ქალებისთვის და არამარტო ქალებისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ეს პრობლემა უფრო ხშირად და ძირითადად ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებს ექმნებათ.დღესდღეობით ბაზარი უამრავი სახის საშუალებას გვთავაზობს ამ პრობლემასთან საბრძოლველად, თუმცა ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და საეჭვოა გვიშველის ის, თუ არა. ამიტომაცაა საჭირო, რომ პრობლემა ხალხურ მედიცინას მივანდოთ და მისი მოგვარება სახლის პირობებში ვცადოთ.წარმოგიდგენთ რამდენიმე ხერხს:

წყალი და საცხობი სოდა
შეურიეთ 2 სუფრის კოვზი თითოეული ნივთიერება და აურიეთ, სანამ სოდა კარგად გაიხსნება. მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, ანუ სანამ გაშრება. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ გრილი წყლით.ამ პრობლემის მოგვარებაში სხვა ინგრედინტებიც დაგეხმარებათ, რომლებიც მეტად სავარაუდოა, რომ სახლში უკვე გქონდეთ.

კიტრი, ლიმონი და ვარდის წყალი
გაფცქვენით და დააბლენდერეთ ერთი პატარა კიტრი. დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და ერთი ჩაის კოვზი ვარდის წყალი. ნარევი გადაიტანეთ სუფთა ნაჭერზე და კარგად გაწურეთ. დაიტანეთ დაზიანებულ ტერიტორიაზე. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი
კიდევ ერთხელ გამოიყენეთ ლიმონის წვენის სასწაულმოქმედი თვისებები. შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი 2 კვერცხის ცილაში. დაიტანეთ ნარევი სახეზე და დაიტოვეთ სანამ კარგად გაშრება. ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ეს ნიღაბი შეამცირებს ფორებს თქვენს სახეზე და ამას გარდა ის აშორებს მკვდარ უჯრედებს და ჭარბ ცხიმს.ნუში და ლაიმის წვენი
დაასველეთ რამდენიმე ნუში ღამით. დაჭყლიტეთ ის და აქციეთ სქელ მასად. აურიეთ ერთი ჩაის კოვზი ახალი ლაიმის წვენი და გამოიყენეთ ის დაზიანებულ ტერიტორიაზე. ჩამოიბანეთ 30 წუთის შემდეგ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...