Загрузка...

ახალგაზრდობის 15 საიდუმლო ჰოლივუდის დერმატოლოგ-კოსმეტოლოგისგან


ჰაროლდ ლანსერს, ექიმ დერმატოლოგ-კოსმეტოლოგს, თავის სახეს ანდობს ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, სკარლეტ იოჰანსონი და ბევრი სხვა ვარსკვლავი და ცნობილი ადამიანი.
აქ გთავაზობთ თავის მოვლის 15 მთავარ რეკომენდაციას, აშშ-ში ყველაზე ცნობილი კოსმეტოლოგისგან:

1. მოასწარით 60 წამში 
წაისვით დამანოტიავებელი საშუალება, დაბანის თანავე, რადგან 60 წამის შემდეგ, სხეულზე დარჩენილი წყლის თხელი აპკი ორთქლდება და კანი ტენის დაკარგვას იწყებს.

2. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს ეპილაციის წინ 
ჭიქა ღინის ან კოქტეილის დალევის შემთხვევაში, ეპილაციის პროცესი უფრო მტკივნეული და ნაკლებად ეფექტური იქნება.

3. კბილს კბილზე ნუ დააჭერთ
კბილების ერთმანეთზე დაჭერას, 3 უარყოფითი შედეგი მოჰყვება: ფუჭდება კბილის ემალი, პირის კუთხებში ნაოჭები ჩნდება და სახის ოვალი ფუჭდება. იმ შემთხვევაში, თუ ძილში კბილებს აკრაჭუნებთ, პირში სპეციალური სილიკონის “კაპა" ჩაიდეთ ძილის წინ, ისეთი როგორიც მოკრივეებს აქვთ, მაგრამ უფრო რბილი და კრაჭუნის მავნე ჩვევა, დროთა განმავლობაში, გაქრება!
იტვირთება...
loading...

4. აუზში ან ზღვაში ჩასვლის წინ, თმა დაისველეთ
ვიდერ ქლორიან აუზში ან მარილიან ზღვაში ჩახვალთ, თმა სასმელი წყლით დაისველეთ. ის შეავსებს ადგილს თმის ღეროს შრეებს შორის და მასში ქლორი და ზღვის მარილი ვეღარ მოხვდება.

5. არაჟანი უკეთესია, ვიდრე კრემი რუჯის შემდეგ 
არაჟანი შეიცავს საკმარისი რაოდენობის ცხიმებს, საიმისოდ რომ კანი დაარბილოს. მასში არსებული რძემჟავის კომპონენტი აგრილებს და ამშვიდებს კანს და არანაირ ალერგიას არ იწვევს! წაისვით, გაიჩერიეთ 20−30 წთ. და დაიბანეთ გრილი ან ცივი წყლით.

6. ნუ იყიდით ბამბის ბურთულებს
თუ არ გიყვართ ტონალური კრემის თითით დატანა, გამოიყენეთ სქელი ღრუბელი. ბამბა უფრო მეტს იწოვს, ვიდრე გასცემს და კოსმეტიკის გარკვეული ნაწილი იკარგება.

7. ყოველთვის ისარგებლეთ მაკიაჟის ბაზით
ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, ნეიტრალური ბაზა, დაგიცავთ კანის გამოშრობისგან, რომელიც სხვადასხვა სახის ტონალურმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს. ხოლო თუ კანი ცხიმიანია, ბაზა ფორებს დაიცავს, მასში კრემის ნაწილაკების მოხვედრისგან და სახეზე გამონაყარის გაჩენის რისკი შემცირდება.



8. პირი ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით დაიბანეთ 
ყოველთვის არა, რა თქმა უნდა, მაგრამ, თუ სახის კანი გაღიზიანებული გაქვთ, და სპეციალური სამკურნალო საშუალება ხელთ არა გაქვთ — პირი შამპონით დაიბანეთ. ქერტლის საწინააღმდეგო შამპონის შემადგენლობაში არის თუთიის პირიტიონი, რომელიც ანთების საწინააღმდეგოდ, საუკეთესო საშუალებაა.

9. მშრალად გაიპარსეთ
ქალბატონების უმრავლესობა, ფეხებს ყოველთვის სველ მდგომარეობაში იპარსავს. ბევრად უფრო ეფექტურია, კარგად გამშრალი, ოდნავ დაჭიმული კანის ფრთხილად გაპარსვა. ხოლო შემდეგ, კრემის დატანა. ასეთ შემთხვევაში, კანის გაღიზიანება ნაკლები იქნება და ბეწვი აღარ ჩაბრუნდება.
10. თმა სოდით დაიბანეთ
თუ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იყავით, და თმის ვარცხნილობის გაკეთების დროს სხვადასხვა სახის გელი და ლაკი გამოიყენეთ, თმის დაბანისას, ჩვეულებრივი დაბანის საშუალებები, შესაძლებელია, საკმარისი არ იყოს. ამიტომ, დაამატეთ შამპუნს 1 კოვზი საკვები სოდია და ისე წაისვით თმაზე. ის მთლიანად მოგაცილებთ, ვარცხნილობის გაკეთებისას გამოყენებული საშუალებების ნარჩენებს და თმას დაუბრუნებს ბუნებრივ სახეს.

11. კბილები გაიხეხეთ საუზმემდე
ამ შემთხვევაში, ღამის განმავლობაში, კბილებზე დაგროვილ ბაქტერიების ნადები ორგანიზმში არ მოხვდება. მათი სახის კანი, ვინც კბილებს საუზმემდე იხეხავს, ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მათი კანი, ვინც ამას საუზმის შემდეგ აკეთებს.

12. წყალი — მხოლოდ ოთახის ტემპერატურის 
დაიბანეთ, შხაპი მიიღეთ და დალიეთ ოდნავ თბილი წყალი. დიახ, თავდაპირველად ცივი წყლით დაბანა გაგიჭირდებათ, მაგრამ კანი მადლობას გეტყვით ამის გამო.

13. ნუ შეიძენთ ტონალურ კრემს SPF-ფაქტორით
SPF-ე კრემის ტექსტურას ასქელებს, ეს კი დიდი დატვირთვა არის კანისთვის. იდეალური ვარიანტია — ВВ ან СС-კრემი: მოვლა, დატენიანება და შენიღბვა.

14. შეიძინეთ ქოქოსის ზეთი 
ეს საუკეთესო კრემია ტანისთვის, იდეალური ნიღაბია სახისთვის და მოვლის სუპერსაშუალება არის თმისთვის.
15. მოაწყეთ განტვირთვის დღე 
განტვირთვის დღე მაკიაჟისთვის. მხოლოდ დატენიანება, კვება და დაცვა. თუნდაც, კვირაში ერთხელ.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ