Загрузка...

როგორ ვლინდება ვიტამინების ნაკლებობა კანზე


ჩვენი კანი ძაან მგრძნობიარეა ჩვენი ცხოვრების წესის მიმართ. ამიტომაც კანის მდგომარეობას შეუძლია ბევრი რამ მოგვითხროს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ექიმები იმასაც ამბობენ რომ არ არსებობს კანის დაავადებები. ყველა პრობლემა რომელიც კანზე ვლინდება წარმოიქმნება ღრმად ჩვენს ორგანიზმში.
ცხოვრების არააქტიური წესი, ტოქსინები, არასწორი კვება – ყველაფერი ახდენს გავლენას კანის მდგომარეობაზე.
კანის პრობლემები
იტვირთება...
loading...
რათქმაუნდა, იმისთვის რომ კანი გამოიყურებოდეს ჯანმრთელად და ლამაზად, საჭიროა ყოველდღიური მოვლა. ასევე დიდ როლს თამაშობს გენეტიკა, დაავადებებისადმი მიდრეკილება და ცხოვრების რიტმი.
 თუმცა ყველაზე მეტად მოქმედებს კვება. ამიტომ კანთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის მოგვარება შეიძლება სწორი კვებით, მთავარია გავიგოთ რითაა გამოწვეული პრობლემა და რომელი ვიტამინები არ ყოფნის კანს.
 
 
  1. მშრალი კანი – ორგანიზმს არ ყოფნის ვიტამინი A
     
    ჩვეულებრივ ამ ბპობლემის მოგვარებას ცდილობენ კრემების საშუალებით რომლებიც შეიცავენ A ვიტამინს. თამცა კანის გამოკვება მხოლოდ გარედან არაა საკმარისი. საჭიროა რაციონში დაამატოთ რძის პროდუქტები, კვერცხი, თევზი, მწვანე და ყვითელი ბოსტნეული. 
  2. გამონაყარი კანზე – ორგანიზმს არ ყოფნის ვიტამინი B2
     
    რიბოფლავინი (ვიტამინი B2) იღებს არქიურ მონაწილეობას კანის და ლორწოვანი გარსის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად. B2 ვიტამინის დეფიციტის დროს გამონაყართან ერთად ჩნდება მცირე ნახეთქებიც. ამ დროს საჭიროა მიიღოთ მეტი სოკო, მარცვლეული, ბოსტნეული და რძის პროდუქტები. 
  3. ეგზემა – ორგანიზმს არ ყოფნის ვიტამინი B3
     
    ეს ვიტამინი გავლენას ახდენს არა მხოლოდ კანის მდგომარეობაზე, არამედ ასევე ნერვულ და მომნელებელ სისტემას. მისი დეფიციტი იწვევს ეგზემას, დიარეას და დემენციასაც კი. B3–ის კარგი წყაროა ბოჭკოვანი პროდუქტები. 
  4. გაყვითლებული კანი – ორგანიზმს არ ყოფნის ვიტამინი B12
     
    ამ ვიტამინის დეფიციტს შეუძლია გამოიწვიოს სუნთქვის გაუარესება, მხედველობის პრობლემები, კანის პიგმენტაციის დარღვევა. B12–ის წყაროა კვერცხი, ხორცი, ქამა სოკო, რძის პროდუქტები. განსაკუთრებულ მძიმე შემთხვევაში საჭირო ხდება ვიტამინის ინექციით შეყვანა ორგანიზმში.
  5. ქერტლი – ორგანიზმს არ ყოფნის ვიტამინი C
     
    თუ ორგანიზმს არ ყოფნის ვიტამინი C იკლებს შემაერთებელი ქსოვილების სიმტკიცე. ასევე ის გავლენას ახდენს კანის სიმკვრივესა და ელასტიურობაზე. მისი დეფიციტი ვლინდება კანის სიმშრალეში და აქერცვლაში. ყველაზე მეტ ვიტამინ C-ს შეიცავს ციტრუსები, მანგო, კომბოსტო, პომიდორი და ისპანახი. 
  6. ფსორიაზი – ორგანიზმს არ ყოფნის ვიტამინი D
     
    ცნობილია რომ D ვიტამინი აუცილებელია ძვლების სიძლიერისთვის, ამასთან ერთად ექიმები ამტკიცებენ მის აუცილებლობას კანის სიჯანსაღისთვისაც. ფსორიაზის მკურნალობის დროს წამლები, D ვიტამინის შემცველობით, აუმჯობესებენ დაზიანებული კანის მდგომარეობას. ვიტამს შეიცავს თევზი, კვერცხი, მარცვლეული, რძის პროდუქტები.
კანის დაბერება – ორგანიზმს არ ყოფნის ვიტამინი E
 
ცხიმის დამშლელი ვიტამინიE–ს დახმარებით ორგანიზმი უმკლავდება თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აღწევენ ორგანიზმში დაბინძურებული გარემოდან. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ულტრაიისფერი სხივების უარყოფითი ეფექტის შემცირება კანზე. ბევრ ვიტამინ E–ს შეიცავს არაქისი, ნუში, მზესუმზირის ზეთი, ბროკოლი, ისპანახი.
 
 
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ