loading...
კავშირი ნაოჭებსა და შინაგანი ორგანოების პრობლემებს შორის
სილამაზე 05-Dec, 23:21 1 041
0
სახეზე ნაოჭები ადრე თუ გვიან ყველას უჩნდება, ეს კი თავის მხრივ, მხოლოდ ადამიანის ასაკზე არ მიუთითებს. როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ეს დაკავშირებულია სხეულის სხვადასხვა ნაწილთან. შესაბამისად, ნაოჭები, აკნე და სახის კანის სხვა დაავადებები პირდაპირ მეტყველებს ჯანმრთელობის პრობლემებზე. ამის გამო, სტატიაში გთავაზობთ სახის ნაოჭების რუკას და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს თითოეული მათგანი.

1. ჰორიზონტალური ხაზები შუბლზე
ჰორიზონტალურ ხაზებს შუბლზე ხშირად შფოთვის ხაზებსაც უწოდებენ, რადგანაც ეს მიანიშნებს, რომ ადამიანი, არც თუ იშვიათად, სტრესის ქვეშ ექცევა. გარდა ამისა, ეს ხაზები უშუალო კავშირშია კუჭთან. მიუთითებს ჭარბი რაოდენობის შაქარსა და ცხიმზე თქვენს რაციონში და ასევე, წყლის ნაკლებობაზე.

2. ხაზი მარჯვენა წარბთან
ოდნავ დახრილი ვერტიკალური ხაზი მარჯვენა წარბთან მიანიშნებს ღვიძლის სისუსტეზე. შეზღუდეთ ყავის მიღება, ცხარე და შებოლილი საკვები, ასევე, მარილი და
ალკოჰოლი. კარგი იქნება თუ ექიმს მიმართავთ, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენად
სერიოზულია თქვენი პრობლემა, მოგცემთ რეკომენდაციებს მკურნალობასა და სწორ კვებასთან დაკავშირებით.

3. ხაზი მარცხენა წარბთან
მაშინ როცა ხაზი– მარჯვენა წარბთან ღვიძლს უკავშირდება, ხაზი –მარცხენა წარბთან უშუალოდ მიუთითებს ელენთასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. თუ ეჭვი გაქვთ, რომ საქმე სერიოზულადაა, სამედიცინო დახმარებას მიმართეთ. თუმცა, თუ არანაირი სიმპტომები არ გაქვთ, რომელიც მეტყველებს ელენთასთან დაკავშირებულ პრობლემაზე, ამ შემთხვევაში იზრუნეთ მის მდგომარეობაზე სწორი კვების მეშვეობით. მხოლოდ დარწმუნდით, რომ მეტისმეტად ბევრ შაქარს არ იღებთ.

4. ნაოჭი ცხვირის ძგიდზე
ადამიანებს, რომელთაც ცხვირის ძგიდზე მსგავსი ნაოჭი უჩნდებათ, მიდრეკილება აქვთ სეზონური და არასეზონური ალერგიებისადმი. ამასთან, ეს შეიძლება კავშირში იყოს ლიბიდოსთან (სექსუალური აქტივობისკენ სწრაფვა), უფრო სწორედ, მის დაქვეითებასთან.

5. "ბატის ფეხები" (თვალის კუთხეებთან არსებული ნაოჭები)
"ბატის ფეხები" ნაოჭების ყველაზე გავრცელებული ტიპია სახეზე. რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ხშირად იღიმებით. მეორეს მხრივ, ეს შესაძლოა ცუდ მხედველობაზე მიუთითებდეს. ამასთან, კავშირშია ისეთ ორგანოებთან, როგორიცაა კუჭი, ღვიძლი და თირკმელები.

6. წრეები ან ე.წ. ჩანთები თვალის ქვეშ
თუ ჩანთები არ ქრება მიუხედავად იმისა, რომ კარგად გამოიძინეთ, ამ შემთხვევაში, შესაძლოა თირკმელებთან დაკავშირებით გქონდეთ პრობლემები.

7. მგრძნობიარე ზონა ლოყებზე
მგრძნობიარე კანი ლოყებზე მეტყველებს, საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებულ დარღვევებზე, წითელი და სხვა ტიპის ლაქები კი მიუთითებს ფილტვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ფილტვებისთვის სასარგებლოა სუნთქვითი და ფიზიკური ვარჯიშები. ამასთან, თუ გიჭირთ სუნთქვა, აუცილებელია ექიმთან გაიაროთ
კონსულტაცია.

8. წითელი ცხვირი
ცხვირის წვერის სიწითლე შესაძლოა კავშირში იყოს გულთან დაკავშირებულ პრობლემებთან და სისხლის ცირკულაციის დარღვევასთან, მაღალ არტერიულ წნევასთან. ამიტომ, არ დაიზაროთ – გაიზომეთ წნევა ყოველდღიურად, საჭიროების შემთხვევაში კი მიმართეთ ექიმს.

9. ნაკეცები პირის კუთხეებთან
სახის ეს ზონა კავშირშია მსხვილ ნაწლავთან. ამიტომ, თუ ნაოჭები ჩნდება ზუსტად ამ ადგილზე, იზრუნეთ იმაზე, რომ მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხე, D ვიტამინი და რა თქმა უნდა, ივარჯიშეთ.

10. ცხვირ-ტუჩის ნაოჭები
ეს ნაკეცები იმაზე მეტყველებს, რომ სიცილი გიყვართ. თუმცა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ პანკრეასს (კუჭქვეშა ჯირკვალი) უნდა მიაქცეს სათანადო ყურადღება.

11. ხაზები ტუჩის ზემოთ
ვერტიკალური ხაზები ტუჩის ზემოთ ყველას არ უჩნდება. ასეთი ტიპის ნაოჭები ხშირ შემთხვევაში მწეველებს აქვთ. ამას გარდა, სახის ეს ნაწილი კავშირშია ელენთასთან.

12. ლაქები ტუჩებზე
იმას, თუ რატომ ჩნდება ლაქები ტუჩებზე, რამდენიმე ახსნა აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოწვეულია სისხლის ცუდი მიმოქცევით, ამ შემთხვევაში, საუკეთესო გადაწყვეტილებაა ფიზიკური ვარჯიში და იოგა. მეორე მიზეზია მსხვილ ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები. ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

13. ხაზები კისერზე
კისრის მიდამოში არსებული ნაოჭები, რომელიც ვიზუალურად მეორე ნიკაპის არსებობის შთაბეჭდილებას ქმნის, შესაძლოა მიუთითებდეს ფარისებურ ჯირკვალთან დაკავშირებულ პრობლემაზე.

14. თეთრი რკალი თვალის ფერადი გარსის ირგვლივ
ამგვარი რკალის არსებობა თვალის მიდამოში მეტყველებს ორგანიზმში ქოლესტერინის მაღალ დონეზე.

15. შესამჩნევი ვენები საფეთქელზე
ამოწეული ვენები საფეთქლის ზონაში მაღალ არტერიულ წნევაზე მიუთითებს. ეს სერიოზული პრობლემაა, ამის გამო აუცილებელია, რეგულარულად გაიზომოთ წნევა და საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ ექიმს.

16. ხაზი ტუჩის ქვემოთ
სახეზე ამგვარი ნაოჭი მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანი უარყოფითი ემოციებითაა დატვირთული. აუცილებელია გათავისუფლდეთ მათგან, შემდგომში ნეგატიურად რომ არ აისახოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...