Загрузка...

მკერდის გადიდების და შემცირების ბუნებრივი საშუალებები


როგორც წესი, უფრო ხშირად, მკერდის გადიდებაზე საუბრობენ და შემცირებაზე, თითქმის არასდროს. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არც მკერდის შემცირების ოპერაციები წარმოადგენს იშვიათობას. მაგ., ამერიკაში, როჩესტერის კლინიკის ქირურგები, ყოველწლიურად, მკერდის შემცირების 600 ოპერაციას ატარებენ. მათი პაციენტების 97% თვლის, რომ დიდი მკერდი უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ჩივილები კი ასეთია: 78%-ს ზურგი აწუხებს, 79%-ს სირბილი არ შეუძლია, ხოლო 77%-ს არ შეუძლია სპორტით დაკავება.

მკერდის ზომის და ფორმის შესაცვლელად სუსტი სქესის წარმომადგენლები, ყველაზე ხშირად, ქირურგიული ჩარევის მეთოდს მიმართავენ. მაგრამ, არის ამ პრობლემის მოგვარების სხვა ხერხებიც. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქალის მკერდი საერთოდ არ შეიცავს კუნთოვან ქსოვილს და ამიტომ, ბუნებრივად შეიძლება მისი კორექტირება.
იტვირთება...
loading...
ჯერ კიდევ საუკუნეების წინ, ქალბატონებმა ზუსტად იცოდნენ როგორ გაედიდებინათ მკერდი სახლის პირობებში... ისინი ამას სპეციალურად შერჩეული პროდუქტებით ახერხებდნენ!
დღეს უკვე ზუსტად არის ცნობილი, რომ მართლაც არსებობს პროდუქტები, რომელიც მკერდის ზრდას უწყობს ხელს. მათ რიცხვს ეკუთვნის:
პროდუქტები, ცილის მაღალი შემცველობით – რძის და ზღვის პროდუქტები.
პროდუქტები, რომლებიც ესტროგენს შეიცავს – შამბალა, სვიის გირჩა, ლობიო და სხვა პარკოსნები.
მონოგაუჯერებელი ცხიმებით მდიდარი პროდუქტები – ზეთისხილი, თევზი, ავოკადო, შირბახტი (სეზამი).
აღნიშნული პროდუქტების გამოყენების შემთხვავაში, მკერდი იზრდება და «უკუჩვენება» – ჭარბი წონის მოცილებაა!
მსგავსი ეფექტი აქვს ესტროგენის შემცველ ბალახოვან მცენარეებსაც –ფარსმანდუკს (Achillea millefolium) და კამას. ნახარშის მომზადებისას, შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ცალ-ცალკე, ისე შერეული სახით.
ნახარშის მოსამზადებლად, 0, 5 ლ. წყალს დაამატეთ 3 ს. კ. დაჭრილი მცენარე, ადუღეთ 5 წთ. რომ შეგრილდება, გაფილტრეთ.
მიიღეთ 1/3 ჭიქა – დღეში 3-ჯერ.
მკერდის გადიდების კიდევ ერთი საშუალება, თაფლის და გატარებული ნიგვზის ნაზავია.
გარდა ამისა, კალიფორნიის ონკოლოგიური ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფიტოესტროგენი, რომელსაც მცენარეები შეიცავს, იწვევს მკერდის ქსოვილის აქტიურ ზრდას. ბუნებრივი სახით, ამ ნივთიერებას სელის თესლი, ოსპი, გაღივებული ხორბალი, ლობიო, სვია და სოია შეიცავს. გარკვეული რაოდენით ფიტოესტროგენი ყავაში და ფორთოხლის წვენშიც არის. ეს ნივთიერება კაფსულების სახითაც იყიდება, მაგრამ წამლის მიღება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით შეიძლება, რომ ის მკერდის სიმსივნის მიზეზი არ გახდეს.
რაც შეეხება მკერდის შემცირებას, – ვარჯიშით მისი შემცირება კი არა, საერთოდ, გაქრობა შეიძლება.
როგორც კომპანია Adidas-ის სპეციალისტები ამტკიცებენ, ქალის მკერდზე დატვირთვის მიხედვით, სპორტის სახეობების დაყოფა სამ კატეგორიად არის შესაძლებელი: არის ნაკლები, საშუალო და დიდი დატვირთვის სპორტის სახეობები. ამ უკანასკნელს განეკუთვნება სირბილი, ჩოგბურთი, გუნდური თამაშები, საცხენოსნო სპორტი, აერობიკა. ჩამოთვლილი სპორტის სახეობებით დაკავების შემთხვევაში, გოგონას (ქალს) სპეციალური თეთრეული უნდა ეცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკერდის ინტენსიური მოძრაობა, ტკივილს გამოიწვევს და დროთა განმავლობაში, მკერდის ფორმას გააფუჭებს (მკერდი ჩამოკიდებული ხდება). თუ გოგონა კულტურიზმით (ინგლ. Bodybuilding) დაკავდება, მან შეიძლება მკერდი საერთოდ დაკარგოს: სპორტის ამ სახეობაში, ცხიმის უჯრედები, რომლისგანაც მკერდი შედგება, ძალიან სწრაფად იწვება.
მკერდის შემცირება შეიძლება დიეტითაც. რადგან მკერდი ძირითადად ცხიმოვანი უჯრედებისგან შედგება, ჭარბი წონის მოცილების შემთხვევაში, კლებულობს მკერდის ზომაც – ყოველ დაკლებულ კილოგრამზე, მკერდს 20 გრ. ცხიმი აკლდება.
და თუ ბუნებრივი მეთოდებით სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ, შეგიძლიათ 45:55 პროპორციები შაბლონად გამოიყენოთ და ქირურგს მარტივად აუხსნათ, თუ როგორი მკერდი გინდათ რომ გქონდეთ. დარწმუნებული იყავით, რომ შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.
როგორც გაირკვა, ეს პროპორციებია იდეალური მკერდის მახასიათებლები:ქალის მკერდის იდეალური ფორმის ფორმულა ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიყვანეს. კვლევის საფუძვლად, მათ შოუ-ბიზნესის ცნობილი ადამიანების არანაკლებ ცნობილი ბიუსტები გამოიყენეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იდეალური მკერდის საიდუმლო, მისი ზედა და ქვედა ნახევრების თანაფარდობაშია. მკერდი იდეალურად ითვლება, თუ დვრილის ზედა ნაწილი ოდნავ პატარაა, ქვედა ნაწილზე (თანაფარდობა — 45/55 %-ზე უნდა იყოს). როგორც პროექტის ხელმძღვანელი და ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის წამყვანი ქირურგი პატრიკ მალუჩი ამბობს, დვრილი, რომელიც 20 გრადუსიანი კუთხით არის დახრილი, ე. წ. მიმზიდველობის ეფექტს ქმნის.
საკუთარი თეორიის დადასტურების მიზნით, მალუჩიმ დახმარება კოლეგებს სთხოვა და 1 300-ზე მეტმა პლასტიკურმა ქირურგმა თხოვნა შეუსრულა. მათ პროფესიულ სამსჯავროზე 4 სხვადასხვა ტიპის და პროპორციის მკერდი იყო წარდგენილი და გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 87%-ს ინგლისელი მსახიობის და მოდელის, კელი ბრუკის მკერდი მოეწონა, თანაფარდობით 45:55-ზე. იდეალური, სამეცნიერო თვალსაზრისით, ასევე აღმოჩნდა სკარლეტ იოჰანსონის, მეგან ფოქსის, მირანდა კერის და კეტი პერის ბიუსტებც.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ