Загрузка...

როგორ გავიმკვრივოთ დამჭკნარი და ჩამოწელილი კანი, პლასტიკური ოპერაციების გარეშე.



ასაკის მატებას აქვს როგორც დადებითი, ასევე თავისი უარყოფითი მხარეები. ერთის მხრივ ჩვენ ვიძენთ გამოცდილებასა და სიბრძნეს, მეორეს მხრივ კი განვიცდით ფიზიკურ ცვლილებებს, რომელთა გამოჩენა ძალიან გვიჭირს. ასაკობრივი ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე თანმხლები გვერდითი მოვლენაა კანის ჭკნობა. არაა საჭირო იმისათვის, რომ კანი გაიმკვრივოთ და დაირბილოთ პლასტიკურ ქირურგს ან ძვირიან პროცედურებას მიმართოთ, ამის გაკეთება თქვენი ხელით, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ.
იტვირთება...
loading...
როგორ გავიმკვრივოთ დამჭკნარი და ჩამოწელილი კანი სახლის პირობებში ?

1. ავოკადო და კაკალი. ვიტამინი E, რომლითაც სწორედ ეს პროდუქტებია მდიდარი, ნამდვილ სასწაულებს ახდენს. ის ეხმარება ორგანიზმს კოლაგენის გამომუშავებაში, რომელიც ნაოჭების სიმცირეს უწყობს ხელს. იმისათვის, რომ კანი დარბილდეს, გვირჩევენ გამოვიყენოთ ავოკადოს, კაკლის ან ზეითუნის ზეთისგან დამზადებული მასები სახისა და სხეულის გარკვეულ ადგილებში ნიღბად.

2. შვრია, თაფლი და კვერცხის ცილა. ასევე ნაოჭების საწინააღმდეგო, მეტად ეფექტური საშუალებაა ამ ინგრედიენტებისგან მომზადებული სახის ნიღაბი. შვრია, თაფლი და კვერცხის ცილა (კომბინაცია სამწუხაროდ მითითებული არ არის) დააბლენდერეთ ერთად და მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე, გაიჩერეთ 20-30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ბოლოს დაიბანეთ სახე გრილი წყლით.

3. მასაჟი ზეითუნის ზეთით. ზეითუნის ზეთი უკვე მრავალი წელია იტალიელი, ცნობილი ლამაზმანების მიერ ოკუპირებულია სამზარეულოებში, რადგან მისი ეფექტი მართლაც შეუდარებელია. თუ ყოველ ღამით ზეითუნის ზეთით დაიმასაჟებთ სახესა და სხეულის სხვა მიდამოებს, ერთ კვირაში შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.

4. ბროკოლი და ფორთოხალი. ეს პროდუქტები მდიდარია ვიტამინი C და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას. ამიტომ მიირთვით ისინი და ცოცხალი, დასრესილი სახითაც შეგიძლიათ ნიღბები გაიკეთოთ.

5. ლიმონი. ლიმნის წვენი წარმოუდგენელ ეფექტს ახდენს კანზე, თუ მის წვენს წაისვამთ სახეზე, ის არამარტო დაგიჭიმავთ კანს, ასევე მოგაცილებთ სახიდან ასაკთან ერთად გაჩენილ პიგმენტურ ლაქებს. გაიჩერეთ ლიმონის წვენი სახეზე 10 წუთით, შემდეგ კი ჩამობანეთ ცივი წყლით.

6. ბანანი. ბანანი, რომელსაც ნუტრიენტების დიდი რეზერვი აქვს, ხდის კანს სრულყოფილს. ბანანის სახის ნიღბების რეცეპტები მასობრივია, თუმცა თუ ჩვეულებრივ ბანანს ჩამოფხიკავთ კოვზით, ფაფისებრი მასით დაიტანთ სახეზე ნიღბად, გაიჩერებთ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანთ ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით, ის მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენი კანის ფერს, ტონუსსა და ტურგორს (ქსოვილის დაძაბულობა და ელასტიურობა, რომელიც იცვლება მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე).
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ