Загрузка...

ეს საოცრებაა- ბოტოქსის მაგივრად გამოიყენეთ სახამებელი



ბოტოქსის საშუალებით ნაოჭების მოშორება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი პროცედურა მოიცავს დროს 20 წუთამდე და ხელმისაწვდომია, მე მიანც მინდა შემოგთავაზოდ ალტერნატიული გზა ნაოჭებთან საბრძოლველად და თანაც ბუნებრივად. სახის ნიღაბი კი ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ სახამებელს და ექსპერტები გვინმარტავენ, რომ ეფექტი ბოტოქსისგან არაფრით განსხვავდება. მანამ, სანამ გადავიდოდე ამ არაჩვეულებრივ ნიღაბზე, მინდა შეგახსენოთ თუ რას წარმოადგენს სახამებელი (კრახმალი): "სახამებელი მცენარის ძირითადი სამარაგო ნახშირწყალია, რომელიც წარმოიქმნება უჯრედის ორგანოიდებში (ქლოროპლასტებსა და ამილოპლასტებში) და გროვდება ძირითადად თესლში, ძირხვენებსა და ტუბერებში, აგრეთვე ფოთლებსა და ღეროებში. სახამებელი გროვდება მარცვლების სახით, რომელთაც ფენოვანი სტრუქტურა აქვთ და შეიცავენ მცირე რაოდენობით ცილებსა და ლიპიდებს. სახამებელის ზომა სხვდასხვაა. სახამებელი ორი პოლისაქარიდის — ხაზოვანის — ამილოზის და განტოტვილის —ამილოპექტინის ნაზავია; მათი საერთო ფორმულაა (C6H10O5)n; როგორც წესი, სახამებელი შეიცავს 10—30% ამილოზას, 70—90% ამილოპექტინს.
იტვირთება...
loading...
სახამებელი მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტების ძირითადი ნაწილია (ფქვილში 75—80%, კარტოფილში — 25%), კუჭ-ნაწლავში ადვილად შეიწოვება, აქვს მაღალი კალორიულობა — დაახლოებით 4 კკალ/გ. სახამებელს და მის წარმოებულებს იყენებენ ქაღალდის, ქსოვილების, წებოს და სხვა წარმოებაში. როგორც სამკურნალო საშუალება, სახამებელი შედის სხვადასხვა ფხვნილში, მალამოსა და პასტაში. სახამებლის 1% ხსნარს იყენებენ როგორც ინდიკატორს, იოდის აღმოსაჩენად".
სახამებლის ნიღაბის გამოყენებით შესაძლებელი გექნებათ მოიშოროთ სახიდან ფერიჭამელები, ნაოჭები და დაიტენიანოთ მშრალი კანი.
ნიღაბის მომზადება და გამოყენება:
1 ჭიქა კარტოფილის სახამებელს დაამატეთ იმავე ჭიქით ნახევარი წყალი, მოათავსედ ჭურჭელში, დაასხით 0, 5 მლ ადუღებული წყალი და წამოადუღეთ შესქელებამდე. მიღებულ მასას დაუმატეთ 5 სუფრის კოვზი- სტაფილოს ახლადგამოწურული წვენი და 1 სუფრის კოვზი არაჟანი. ეს ყველაფერი კარგად შეაზავეთ და გააგრილედ, შემდეგ კი თხელ ფენად წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20-25 წუთის განმავლობაში. სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაიტანეთ დამატენიანებელი კრემი. ეფექტის მისაღებად კი ნიღაბი უნდა გაიმეოროდ სამი დღე ზედიზედ- დღეში ერთხელ.
დარჩენილი მასა შეგიძლიათ შეინახოდ მაცივარში და გამოიყენოდ მხოლოდ სამი დღის მანძილზე.

P.S. მიაღწიედ ჯანმრთელობას და სილამაზეს ბუნებრივი გზით. წარმატებებს გისურვებთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ