Загрузка...

თაფლი ნაოჭების წინააღმდეგ



თაფლის სასწაულმოქმედ ძალაში არაერთი თაობა იყო დარწმუნებული.თურმე, თვით ლეგენდარული კლეოპატრაც კი იყენებდა ამ პროდუქტს სილამაზის შესანარჩუნებლად . თაფლი კარგად ასუფთავებს და კვებავს სახის კანს, აღწევს რა მის ღრმა ფორებში, აქვს ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი ეფექტებიც.იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მიკროელემენტებს.
იტვირთება...
loading...
აი რამოდენიმე ნიღაბი რომელიც მზადდება თაფლისგან:

 1)ავიღოთ 2 სუფრის კოვზი ცივი კონცენტრირებული მწვანე ჩაი, 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ნახევარი სუფრის კოვზი თაფლი .შევურიოთ ერთმანეთს კარგად და დავიდვათ სახეზე 15 წუთით და ჩამოვიბანოთ ნიღაბი ცივი წყლით.

2) ავიღოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.ნარევი შევათბოთ ორთქლის აბაზანაზე და დავიდოთ სახეზე 15 წუთით.ნიღაბი ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

 3) ავიღოთ სუფრის კოვზი სტაფილოს წვენი, 1 კვერცხის გული და ჩაის კოვზით თაფლი. კარგად ავურიოთ და მიღებული მასა დავიდოთ სახეზე 15 წუთით. მოვიშოროთ ნიღაბი თბილი წყლით.
 
4) წყლის აბაზანაზე 100 გრამი თაფლი ოდნავ შეავთბოთ, დავუმატოდ 25 გრამი სპირტი და 25 გრამი წყალი.კარგად ავურიოთ და სახეზე დავიდვათ.გავიჩეროთ 20-25 წუთი და გრილი წყლით ჩამოვიბანოთ.ეს ნიღაბი ადეზინფექცირებს სახეს.

5) 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, 1 კვერცხის გული და ერთი ჩაის კოვზი თაფლი ერთმანეთს შევურიოთ და დავიდვათ სახეზე.ეს ნიღაბი რეკომენდირებულია მშრალი და ნორმალური კანისათვის, იგი აახალგაზრდავებს კანს და ნაადრევი ნაოჭების პროფილაკტიკას იწვევს. 

6) 2სუფრის კოვზი თაფლი ერთ სუფრის კოვზ შავი ჩაის მაგარ ნაყენს დავასხათ, დავუმატოთ ორი სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი და ცოტა ხნით ორთქლის აბაზანაზე გავაჩეროთ.მიღებული მასა სახეზე 20 წუთით დავდვათ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოვიბანოთ.ნიღაბი სასარგებლოა ნაოჭებიანი კანისთვის. გაითვალისწინეთ ! თუ თქვენ ალერგიული ხართ, არ ღირს ამ რჩევებით ისარგებლოდ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ