Загрузка...

ყველი დაბერების პროცესს აფერხებს



ყველი არა მხოლოდ გემრიელი და სასარგებლო საკვები პროდუქტია (მდიდარი კალციუმითა და B12 ვიტამინით), ის თურმე დაბერების პროცესსაც აფერხებს.

ერთ-ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში სპეციალისტებმა ამ პროდუქტის (კერძოდ, ობიანი ყველის) გარკვეული შენაერთების ეფექტი შეამოწმეს. საუბარია სპერმიდინზე – ნაერთზე, რომელიც მნიშვნელოვნად უხანგრძლივებდა სიცოცხლეს ჭიებსა და ჭუპრებს.
იტვირთება...
loading...

ამჯერად მკვლევარებმა ნაერთის ეფექტურობა ვირთაგვებზე შეამოწმეს. ცხოველების ერთ ჯგუფს ისინი წყლითა და სპერმიდინით კვებავდნენ, მეორეს კი მხოლოდ წყალს ასმევდნენ. შედეგად პირველი ჯგუფის ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა, მაშინაც კი, როცა ცხოველები სპერმიდინს სიცოცხლის შუა ეტაპზე იღებდნენ. აღნიშნული ნივთიერება

აქვეითებდა არტერიულ წნევას და აუმჯობესებდა გულის ფუნქციას.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, სპერმიდინი მნიშვნელოვნად ააქტივებს აუტოფაგიის (თვითშთანთქმის) პროცესს, რომლის წყალობითაც უჯრედები ტოქსინებისაგან იწმინდება (თავისუფლდება) და ინელებს თავის დაზიანებულ ნაწილებს. აუტოფაგია ერთმნიშვნელოვნად ზრდის უჯრედთა სიცოცხლის ხანგრძლივობას ანუ აფერხებს დაბერების პროცესს.

სპეციალისტებმა 800 იტალიელიც გამოკითხეს საკვები რაციონისა და მისი გავლენის შესაფასებლად. სპერმიდინის (ანუ ყველის) ინტენსიურად და რეგულარულად მომხმარებლებს დაბალი არტერიული წნევა აღმოაჩნდათ. გარდა ამისა, მათთან გულის უკმარისობისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების რისკი 40 %-ით იყო დაქვეითებული.

მორიგი კვლევებით ისიც დადასტურდა, რომ ყოველდღიურად 80 გრამი ცხიმიანი ყველის მიღება ზრდის "სასარგებლო ქოლესტერინის" დონეს. თურმე, ყველის მოყვარულთა ორგანიზმში იზრდება იმ ნივთიერებათა კონცენტრაცია, რომლებიც სწრაფ მეტაბოლიზმთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, ამ პირებთან მავნე ქოლესტერინის დონე დაკლებულია და სიმსუქნის რისკი დაქვეითებული.
ასე რომ, შეიყვარეთ და რეგულარულად მიირთვით ყველი!
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ