Загрузка...

დაემშვიდობეთ აკნეს და პიგმენტურ ლაქებს - სახის ნიღაბი ასპირინით და ლიმონით


პირველ რიგში, ამ საოცრება-ელექსირისთვის მნიშვნელოვანია სწორედ ასპირინი. ამიტომ ის არ უნდა ჩაანაცვლოთ სხვა რამით, თუნდაც იბუპროფენით. ასპირინის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ის შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც არაჩვეულებრივად სასარგებლოა კანისთვის, წერს Acne Skin Site.
იტვირთება...
loading...

რა დაგვჭირდება ამ ნიღაბისთვის:

– 1 ცალი ლიმონი;– 6 აბი ასპირინი;– 2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი;
– სოდა;– დანა ( ასპირინის აბების დასაფშვნელად).

მამზადების წესი:


დასრისეთ ასპირინის აბები დანით, კოვზით ან სხვა მაგარი ზედაპირით.
მოათავსეთ მცირე ზომის ჯამში, დაამატეთ დაახლოებით 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. ასპირინი მასში უნდა გაიხსნას.
აურიეთ. დაუმატეთ თაფლი და დაიდეთ სახეზე. გაიჩერეთ და შეიშრეთ სახეზე 20 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაიწმინდეთ სახე თბილ, ნოტიო ნაჭერზე დაყრილი სოდით. შეგიძლიათ წაისვათ დამატენიანებელი კრემი.
რატომ არის ეს ნიღაბი ასეთი ეფექტური აკნეს წინააღმდეგ?-----ასპირინში შემავალი აცეტილსალიცილის მჟავა ნომერ პირველ ინგრედიენტს წარმოადგენს სახის ნიღბებში და სკრაბებში.
------ლიმონის წვენს ანტიბაქტერიული თვისება აქვს, რაც ეხმარება აკნეს გაქრობაში და ტონუსში მოჰყავს კანი.
------თაფლი ამშვიდებს კანს და ებრძვის აკნეს წარმომქმნელ ინფექციებს ისე, რომ არ ქოლავს კანის ფორებს!
------ჩვეულებრივი სოდა კი იოლად ედება კანზე და გეხმარებათ ნიღაბის სრულად მოშორებაში, ტოვებს რა სირბილის შეგრძნებას.

მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ კანმა შესაძლოა სხვადასხვაგვარად მოახდინოს რეაგირება. ნიღაბის ტესტირება სხეულზე კანის პატარა მონაკვეთზე სცადეთ, თუ გაღიზიანდა- შეწყვიტეთ მისი გამოყენება.

ნიღაბი ყოველდღე არ უნდა გამოიყენოთ მისი საკმაოდ ძლიერი ეფექტის გამო. სრულიად საკმარისია კვირაში ორჯერ.
თქვენ გიცდიათ ასეთი ნიღბის გაკეთება?
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ