Загрузка...

ვიცით კი სახლის პირობებში თავის მოვლა ისე რომ ფულიც დავზოგოთ და დროც?საჭირო რჩევები


როგორ მოვუაროთ სახლის პირობებში თავს?ეს კითხვა ბევრჯერ დაგვისვამს საკუთარი თავისთვის ან კიდევ ბევრჯერ წაგვიკითხავს რჩევები, მაგრამ ან გვეზარება ან კიდევ ისეთი ინგრედიენტებია ჩამოთვლილი ვერ ვყიდულობთ სიძვირის გამო ან უბრალოდ არ იყიდება ჩვენთან.მოკლედ მე შემოგთავაზებთ თავის მოვლის ისეთ ინგრედიენტებს, რომელიც შეიძლება მაცივარშიც ან კიდევ სამზარეულოს თაროზეც კი გვქონდეს ყოველ დღიურად.
იტვირთება...
loading...
მოკლედ რჩევას იქიდან დავიწყებ თუ გავიგებ ჯერ რისი მოვლა გადაწყვიტეთ?მე ვერ გავიგებ თქვენ რისი მოვლა გინდათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ თმის მოვლაც და სახის კანის მოვლაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.მაშინ დავიწყოთ.
თაფლი. თაფლი? დიახ თაფლი.ჩვენ ვიცით ამ პროდუქტის უნიკალურობა, ამიტომ თაფლს თუ სახეზე წავისვამთ და თითებით დავიმასაჟებთ, მაშინ კანი უფრო გამოცოცხლდება, მაგრამ ეს ყველაფერი სუფთა კანზე უნდა გავიკეთოთ და რა თქმა უნდა ალერგიული არ უნდა ვიყოთ.
მკვებავი ლოსიონი თაფლით:
1 ჩაის კოვზი თაფლი გავხსნათ 150 გრამ თბილ რძეში, ასევე 1 ჩაის კოვზი ჟოჟობას ზეთსაც თუ დავუმატებთ ძალიან კარგია.(რაც შეეხება, ჟოჟობას ზეთს, ყველგან იყიდება და ძვირიც არ ღირს) ეს მასა გავინაწილოთ სახის კანზე თანაბრად და 5 წუთით დავიტოვოთ, შემდეგ კი ნაზად, თბილი წყლით, ჩამოვიბანოთ.
ნიღაბი წვრილი ნაოჭების საწინააღმდეგოდ:
1 ჩაის კოვზი ნებისმიერი სახის მკვებავი შევურიოთ მწვანე ჩაის, მწვანე ჩაი კი საკმარისია 50 გრამიც.ამ ნიღაბს 15 წუთი ვიჩერებთ სახის კანზე და შემდეგ გრილი წყლით ჩამოვიბანთ.
ეს რჩევები რაც მე შემოგთავაზეთ, შეგიძლიათ გაიკეთოთ კვირაში ერთხელ .
ახლა რაც შეეხება თმის მოვლას.
წინა სტატიაში მე გაგაცანით თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა შამპუნს ვყიდულობთ.ამ სტატიაში კი გირჩევთ თუ როგორ მოვუაროთ თმას მინიმალური თანხით.
ეს ნიღაბი თმას აძლევს ბზინვარებას და კვებავს.
1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და 1 სუფრის კოვზი თბილი ზეითუნის ზეთი ერთმანეთში ავურიოთ, და 30 წუთი თმაზე გავიჩეროთ და შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოვიბანოთ.ეს ნიღაბი შეგიძლიათ გაიკეთოთ კვირაში ერთხელ.
თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი:
1 ცალი ხახვი გავფცქვნათ და გავხეხოთ წვრილ სახეხზე, შევურიოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი.შემდეგ ეს ნიღაბი წავისვათ თმაზე, შევიფუთოთ და გავიჩეროთ 3 საათი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოვიბანოთ.
ეს არის ის რჩევები რომელიც არის უსაფრთხო და რაც მთავარია სასარგებლო.გისურვებთ ლამაზ კანს და ჯანსაღ თმას.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ