Загрузка...

რაში მდგომარეობს ლამაზი თმის საიდუმლო?


თმა, ფრჩხილბისა და კანის მსგავსად, ძალიან ხშირად მეტყველებს ადამიანის შინაგან ჯანმრთელობაზე. თითოეული უჯრედი, რომლისგანაც თმის ღერი შედგება, საჭიროებს მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების მუდმივ მარაგს ორგანიზმში. ამისათვის აუცილებელია ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვების მიღება.
იტვირთება...
loading...
თმის უდიდესი ნაწილი შედგება ცილებისაგან. სწორედ ამიტომ გასათვალისწინებელია საკვებში ხორცის, რძის ნაწარმის, მარცვლეულის, პარკოსნებისა და თხილეულის ჩართვა. ცილის ნაკლებობისას თმა სუსტდება, იწყებს გამოშრობას და ხდება მტვრევადი. ხშირად, ეს ხდება თმის ცვენის ძირითადი მიზეზი.
რკინა ერთ-ერთი ყველაზე მნშვნელოვანი მინერალია ჯანსაღი თმისთვის, ვინაიდან ის განაპირობებს ჟანგბადის სწორ მიწოდებს თმის ფოლიკულებში. იმისათვის რომ რკინის მოქმედება ეფექტური იყოს, აუცილებელია C და B ჯგუფის ვიტამინების შესაბამისი რაოდენობით არსებობა სხეულში. ვეგანებისა და ვეგეტარაინელებისათვის კი კიდევ უფრო მეტად მნიშნველოვანია რკინის შესაბამისი შემცველობა საკვებში, ვინაიდან ეს ადამიანები არ იღებენ ხორცს.როდესაც საქმე ჯანსაღ თმას ეხება, აუცილებელია თუთიისა და სელენის აღნიშნვნა. ამ მინერალების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა. მათი კარგი წყაროა საუზმისთვის განკუთვნილი მარცვლეულის ფაფები, დაუმუშავებელი მარცვლეულის პური, კვერცხი, წითელი ხორცი და ა.შ.
კოლაგენი ჯანსაღი თმის კიდევ ერთი აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია. ის ყველაზე მეტად გავრცელებული ცილაა მთელს ორგანიზმში და განაპირობებს სხეულის მოქნილობას, სასხსროვანი სისტემის გამართულ მუშაობას, კანის ელასტიურობასა და თმის სიძლიერეს.
თმას (და არა მარტო მას) ხშირად ზიანს აყენებს ისეთი ფიქსატორები, რომელიც შეიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს. ასეთ დანამატებს შეუძლია გამოიწვიოს თმის ცვენა, სკალპის გამოშრობა და ქავილი, კანისა და ლორწოვანი გარსების ალერგიული რეაქციები.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ