Загрузка...

აქვს თუ არა მცენარეს ინტელექტი? ეს საინტერესოა!


დედამიწაზე, მცენარეები რომ არ იყოს – რთული სათქმელია, როგორი იქნებოდა ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე. ეს მდუმარე მეგობრები, მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, მეგზურობას უწევენ ადამიანებს და ყოველგვარი ანგარების გარეშე, აძლევენ მას საკვებს, სითბოს და მედიკამენტებს.
ადამიანები ოდითგანვე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ მცენარეებს. ზოგიერთ ქვეყანაში ითვლებოდა, რომ მცენარეებს სული ჰქონდათ და ამიტომ, ხეებს ტყუილ-უბრალოდ ტოტებს არ ატეხდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც კორომი (ტყით დაფარყლი ზოლი, რეგიონი) წმინდა ადგილად ცხადდებოდა და დიდ ცოდვად ითვლებოდა ხეებისთვის ზიანის მიყენება. ზოგიერთი რელიგიური მსოფლმხედველობის მიხედვით, ადამიანის სული, გარდაცვალების შენდეგ, რომელიმე ხეში გადადის სიცოცხლის გასაგრძელებლად. მაგ., ბუდისტები თვლიან, რომ ვიდრე ბუდა ადამიანის სახით მოევლინებოდა ამ ქვეყანას, მისმა სულმა 23 სიცოცხლე სხვადასხვა მცენარეში გაატარა. ავსტრალიის აბორიგენებს კი ზუსტად შეუძლიათ იმ მცენარის მითითება, რომელშიც მათი ახლად გარდაცვლილი ნათესავის სული ჩასახლდა. ხოლო ჩინელები სასაფლაოზე ხეებს რგავენ, რომ მიცვალებულის სულებმა თავშესაფარი იპოვონ.
იტვირთება...
loading...
დროთა განმავლობაში, ცივილიზაციის განვითარების კვალდაკვალ, ადამიანების დამოკიდებულება მცენარეებისადმოი შეიცვალა. მცენარემ სამომხმარებლო დანიშნულება მიიღო და დაიწყო ტყეების მასობრივი ჩეხვა, ხოლო მათ ადგილზე სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების შენება. და ამ ფონზე, მეცნიერები, რომლებიც მცენარეებს იკვლევენ, მათში უჩვეულო თვისებების და ფაქტების აღმოჩენას ახდენენ, რაც გვაფიქრებინებს, რომ მცენარე – სიცოცხლის განსაკუთრებული ფორმა არის, რომელსაც თავისებურად შეუძლია ფიქრი, ურთიერთობა და გრძნობებიც კი აქვს. 
კვლევებს საფუძველი, მცენარეების გონიერების შესახებ, ამერიკელმა მეცნიერმა და კრიმინალისტიკის სკოლის დამფუძნებელმა კლაივ ბაქსტერმა (ცსს ექსპერტ-კრიმინალისტი, მცენარეების აღქმის უნარის ჰიპოთეზის ავტორი) ჩაუყარა. მას აზრად მოუვიდა და სიცრუის დეტექტორის სენსორები, ლაბორატორიაში მდებარე, ფილოდენდრონს დაამაგრა ფოთლებზე. თავიდან, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა – ჩამწერი უმოძრაოდ იყო. მაგრამ, როდესაც ყვავილის სიახლოვეს კვერცხი გატეხეს – სენსორებმა მცენარის რეაქცია დააფიქსირა და ჩამწერი ამუშავდა. იგივე სიტუაცია განმეორდა, როდესაც ლაბორატორიის თანამშრომლებმა კრევეტების მომზადება გადაწყვიტეს – ხელსაწყოს მაჩვენებლების მიხედვით, მცენარე ყოველთვის «შიშისგან კრთებოდა», როდესაც ცოცხალ არსებას მდუღარე წყალში აგდებდნენ. მიზეზი უცნობია, მაგრამ მცენარე ტელეპატიურ დონეზე გრძნობს იმას, რაც მასზე მზრუნველ ადამიანს ემართება. იგივე ფილოდენდრონმა, მაშინაც «გამოხატა გრძნობები», როდესაც ბაქსტერმა ხელი გაიჭრა და იოდი წაისვა ჭრილობაზე – ხელსწყოს ჩამწერმა, იმ დროს, ქაღალდზე ორი დიდი პიკი დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარე პატრონს თანაუგრძნობდა!
სულ ცოტა ხნის წინ, ჩატარებული კვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მცენარეებს ლაპარაკი შეუძლიათ! მაღალმგრძნობიარე ხელსაწყოების საშუალებით, სპეციალისტებმა შეძლეს და მოისმინეს 220 ჰც სიხშირეზე, წყალში ჩადებული, სიმინდის ფესვების მიერ გმოცემული «წკაპუნი». ამასთან, როდესაც მსგავსი სიგნალი ფესვებს გაუგზავნეს, მისი ზრდის მიმართულება შეცვალა და იმის ნაცვლად, რომ ქვევით წასულიყო, ფესვებმა ზევით, ხმის წყაროს მიმართულებით დაიწყო ზრდა.

მცენარეებს, ისევე როგორც ადამიანებს, აქვთ გრძნობები, აქვთ ტკივილის შეგრძნება, შეუძლიათ ვინმე შეიყვარონ ან პირიქით, შეიძულონ, მათ შეუძლიათ გარკვეული მოვლენები დაიმახსოვრონ კიდეც. 
უძველესი დროიდან ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მცენარეებს ესმოდათ ადამიანის ენა და ელაპარაკებოდნენ მათ. სოფლებში დღესაც მოჭრით ემუქრებიან «ზარმაც» ხეებს, რომლებიც რაღაც მიზეზის გამო, ნაყოფს არ იძლევიან. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მუქარა ამართლებს და მომდევნო წელს შეშინებული ხე ნაყოფს ისხავს.

აქვს თუ არა მცენარეს ინტელექტი? ბევრი თვლის რომ ამის დაშვება უბრალოდ სისულელეა. ტუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ. ყველამ იცის რომ ლიანისებურ მცენარეებს საყრდენის გარეშე დგომა არ შეუძლიათ. უბრალო ცდა დაგვარწმუნებს იმაში, რომ მცენარეები მხოლოდ კი არ აზროვნებენ, ხედავენ კიდეც (რა თქმა უნდა თავისებურად). საკმარისია ლიანის ყლორტის სიახლოვეს ჯოხის ჩასმა და უახლოეს მომავალში, მცენარე მას «შენიშნავს» და მისკე დაიწყებს სწრაფვას. თუ ცდას გავართულებთ და მცენარეს საყრდენად ორ ჯავს შევთავაზებთ – ერთს მოღუნულს და მეორეს სწორეს, მცენარე მოღუნულს აირჩევს, რადგან მასზე ჩამოკიდება ბევრად უფრო მარტივი და საიმედო არის.
მცენარის გონიერებაზე მიუთითებს დროზერაზე (მწერიჭამია მცენარე) ჩატარებული ექსპერიმენტიც: როდესაც მცენარის სიახლოვეს ნემსზე დამაგრებული მწერი მიჰქონდათ, მცენარე ფოთლებს და ულვაშებს ნემსისკე აბრუნებდა, ხოლო თუ იგივე ნემსზე მისთვის საკვებად გამოუყენებელი რამე იყო დამაგრებული, არ ინძრეოდა. 

ამ ერაპზე, მცენარეების ნეირობიოლოგები სამეცნიერო და ექსპერიმენტალური კვლევის გზით, მცენარეების უნარებთან დაკავშირებით ისეთ აღმოჩენებს აკეთებენ, რაც ზეთანამედროვე აპარატურის გამოყენების გარეშე, ისედაც ცნობილი იყო ჩვენი წინაპრებისთვის – რომ მცენარე სიცოცხლის განსაკუთრებული ფორმა არის, რომელსაც იგივე გრძნობები გააჩნია, რაც ადამიანს. მცენარეებს შეუძლიათ აზროვნება, მოსმენა და პატიება. ამიტომ, მათ მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება დაუშვებელია. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი მხოლოს ჩვენი კეთილდღეობისთვის არიან შექმნილები.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ