Загрузка...

რატომ ღირს შაფრანი ოქროზე ძვირი? 5 ყველაზე ძვირი საკვები პროდუქტი მსოფლიოში



შაფრანი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საკვები ინგრედიენტია მსოფლიოში, რომელიც ოქროზე ძვირი ღირს.კიდევ რომელი პროდუქტები უწევს კონკურენციას ზაფრანას? რატომ ღირს ასე ძვირი ან ნამდვილად ღირს მასში დიდი თანხის გადახდა?

1)შაფრანი-(სახეობა Crocus sativus)თუ თქვენი ბრინჯი ოქროსფრად ბზინავს, მაშინ დიდი ალბათობით იგი ზაფრანითაა მომზადებული, ზაფრანას მეტსახელი "წითელი ოქროა", მრავალწლოვან ბალახოვანი მცენარე ზამბახისებრთა ოჯახიდან. გორგლ-ბოლქვიანი მცენარეა. მიწისზედა ღერო არ აქვს და ყვავილი პირდაპირ გორგლისებრი ბოლქვიდან ამოდის. 80-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში.ერთი გრამი შაფრანის სახეობა Crocus sativus-ი ერთ გრამ ოქროზე ძვირია, მაინც რატომ?
იტვირთება...
loading...
შაფრანის კროსკუსები ყვავის შემოდგომით ორ წელიწადში ერთხელ მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, მისი დაკრეფა ძალზე შრომატევადი საქმეა, უნდა დამუშავდეს მხოლოდ ხელით, ყოველ ყვავილს მხოლოდ სამი ფოჩი აქვს, ერთი კილოგრამი ზაფრანის კროსკუსის შეგროვებას სჭირდება ორი ფეხბურთის მოედანი, ანუ 300 000 ყვავილი.
2)შავი ხიზილალა- ხიზილალა ზუთხისები ოჯახიდან ერთ-ერთ ყვლაზე ძვირფას დელიკატესად ითვლება მსოფლიოში, მისი დამუშავება და შეფუთვა საკმაოდ რთულია და რაც ყველაზე მთავარია, ძალზე მცირე რაოდენობით მოიპოვება, ყველაზე ძვირფასი მათ შორის სვიას ხიზილალაა ზუთხისებრთა ოჯახიდან, რომელიც ძირითადად კასპიის, აზოვის და შავ ზღვაში ბინადრობს.
რადგან სვია გადაშენების პირასაა, ლეგალურად შესაძლებელია მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის ხიზილალას გაყიდვა, სვიას ხიზილალა რომ მიიღო ორი ათეული წელია საჭირო, შემდეგ კი თევზი უნდა მოკლა.
კიდევ უფრო იშვიათად გვხდება ბუნებაში ზუთხი-ალბინოსი, "გინსესის რეკორდების წიგნის თანახმად"ყველზე ძვირად გაიყიდა 100 წლის სვია-ალბინოსის ხიზილალა-1კგ.თეთრი ხიზილალა 35, 5 ათას დოლარად.
3)ხამანწკები-წლების წინ ხამანწკები თავზე საყრელი იყო, ახლა კი დელიკატესად იქცა მდიდართა კლასისთვისაც კი. XIX საუკუნეში ხამანწკები კარტოფილივით იაფი ღირდა, ჭამდა უბრალო მუშათა კლასი და სოფლელები, მისგან ღვეზელებსაც ამზადებდნენ, თუმცა მრეწველობის განვითარებამ და გარემოს დაბინძურებამ გამოიწვია მათი კატასტროფულად შემცირება, დეფიციტმა კი მისი ფასი გაზარდა.მაგალითად ლონდონის რესტორნებში პორციას 65 დოლარად შემოგთავაზებენ, ხოლო ცნობილი ბოროს ბაზრობაზე 8 ცალი ხამანწკა 13 დოლარი ღირს.
4)თეთრი ტრიუფელი-ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მიწის სოკო მსოფლიოში, მისი პოვნა ძალზე ძნელია, ის იზრდება მხოლოდ ჩრდილოეთ იტალიაში პემონტის რეგიონში, ზოგიერთი სახეობის ხის ძირში, თეთრი ტრიუფელს განსაკუთრებული გემო და არომატი აქვს, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მომხმარებლისთვის, ამასთანავე მისი კულტივირება და ხელოვნური გზით მოყვანა შეუძლებელია.
2007 წელს კაზინოს მფლობელმა მაკაო სტენლი ჰომ, 1, 5 კილოგრამ თეთრ ტრიუფელში რეკორდული თანხა-330 000 დოლარი გადაიხადა.
5)იბერიული ხამონი-არის ხამონი -( გარეული ტახის შებოლილი ბარკალი), მაგრამ არის იბერიული ხამონი-ესპანეთის და პორტუგალიის გარკვეულ რაიონებში ამზადებენ შებოლილ ხორცს, სადაც მუხის ტყეებში ბინადრობენ იბერიული გარეული შავი ღორები.ამ რაიონს ეწოდება დეხეზა, აქ ღორები თავისუფლად დანავარდობენ.
იბერიული ხამონის კლასიფიკაცია ძალზე მკაცრია-ხამონი "შავი ლეიბლით"საუკეთესოდ ითვლება და მზადდება მხოლოდ სუფთა სისხლის იბერიული ღორისგან.
ძვირფასი ლორი 36 თვის განამავლობაში გამოყავთ, "გინესის წიგნის რეკორდების" მიხედვით ყველაზე ძვირფასი იბერიული ხამონის ბარკალი "Manchado de Jabugo"4080 დოლარი ღირს.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ