Загрузка...

იცით რას ნიშნავს ასეთი ტერფები? - ამით ბევრი რამის გაგება შეიძლება!



ადამიანის ტერფის ფორმას გაცილებით მეტის თქმა შეუძლია პიროვნებაზე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ამისათვის უბრალოდ უნდა დააკვირდეთ ტერფის ფორმას.

ეგვიპტური ტერფი
პირდაპირი ხაზი თანაბრად მიდის დიდიდან ნეკა თითისკენ და ყოველი მომდევნო თითი წინაზე პატარაა. ასეთი ტერფები აქვთ გულჩათხრობილ და საკუთარ თავში ჩაკეტილ, ცვალებადი ხასიათის ადამიანებს.

რომაული ტერფიეს ყველაზე გავრცელებული ტიპია. ამ ფორმის ტერფის მქონე ადამიანიები, როგორც წესი, მეგობრულები და კომუნიკაბელურები არიან. ანტიკური ხანის ქარიზმატულ საზოგადო მოღვაწეებს ამგვარი ტერფი სხვებთან შედარებით უფრო ხშირად ჰქონდათ. აქედან წარმოდგა მისი სახელწოდებაც.
იტვირთება...
loading...

გლეხური ტერფიროცა ფეხის ყველა თითი ერთმანეთის ტოლია, ტერფს კუთხოვანი მოყვანილობა აქვს. ასეთი ფორმის ტერფის მქონე ადამიანები არიან მშვიდები, ჭკვიანები და პრაქტიკულები. ჩვეულებრივ, მათზე შეიძლება იმედის დამყარება - დაპირებას ყოველთვის ასრულებენ. 

ბერძნული ტერფიმეორე თითი სხვებზე დიდია - ამგვარი ტერფის მქონე პირები, უმეტეს შემთხვევაში, ატრისტულები და ემოციურები არიან, მიდრეკილება აქვთ ლიდერობისკენ. ხშირად გვხვდება სპორტსმენებთან. 

ნეკა თითი, რომელიც არ ინძრევათუ ნეკა თითის განძრევა მხოლოდ ხელით შეგიძლიათ და არა თითისავე კუნთებით, სავარაუდოდ თქვენ მშვიდი, გაწონასწორებული ცხოვრება გიყვართ. ხართ კონსერვატორი, შრომისმოყვარე და ძალიან მშვიდი. 

ნეკა, რომლის განძრევაც შეგიძლიათმათ კი, ვისაც შეუძლია ფეხის ნეკა თითის ამოძრავება, წინა პუნქტში აღწერილის საპირისპირო ხასიათი აქვთ. ისინი თავქარიანები, ავანტურისტები და ცვლილებების მოყვარულები არიან. ხშირად ამას შედეგად მოსდევს ცხოვრების მოუწესრიგებლობა. 
სამაგიეროდ, ამგვარი ადამიანებისთვის ხასიათის გამოკეთება ადვილია - ამისთვის საკმარისია ნებისმიერი მორიგი გიჟური თავგადასავლის შეთავაზება.

ზედმეტად მოკლე ნეკა თითიასეთი პატარა ნეკის მქონე ადამიანები, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ საზოგადოებრივი აზრის საპირისპირო ქმედებებს და ყველაფერს თავისებურად აკეთებენ. 

მესამე თითი გადახრილიაასეთი ადამიანები არჩევენ ყველაფერი წინასწარ დაგეგმონ. არიან ძალიან ორგანიზებული და ყველაფერს აკონტროლებენ ნებისმიერ სიტუაციაში. 

მეორე და მესამე თითებს შორის დარჩენილი ადგილიასეთი ტერფის პატრონებს კარგად შეუძლიათ ლოგიკისა და ემოციის ერთმანეთისგან გარჩევა. მათ მიდრეკილება აქვთ ანალიზის, დიპლომატიისა და ვაჭრობისადმი.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ