Загрузка...

იცოდით, რომ ცხვირის ფორმა განსაზღვრავს თქვენს ხასიათს?



ცხვირი ასრულებს სუნთქვით, ყნოსვით, რეზონატორულ და დამცველობით ფუნქციებს. შესუნთქული ჰაერი გაივლის რა ცხვირის სავალებს, ნესტიანდება და თბება. თმების ფილტრის საშუალებით მტვრის ნაწილაკები და ბაქტერიები კავდებიან ცხვირის შესასვლელში, ილექებიან ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ნაწილობრივ მოციმციმე ეპითელიუმის მეშვეობით ხვდებიან ცხვირხახაში, საიდანაც შემდგომ ხდება მათი მოცილება ყლაპვის, დაცემინების და ამოხველების გზით. იმ ბაქტერიების გაუვნებელყოფა ხორციელდება ცხვირის ლორწოს ლიზოციმების მეშვეობით, რომელთაც გააჩნიათ ბაქტერიოციდული მოქმედება.
მაშასადამე, ცხვირი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაწილია, თუმცა ალბათ არც დაფიქრებულხართ, რომ მათი ფორმათა განსხვავება ამა თუ იმ ინდივიდში თვისობრივ ხასიათს გამოხატავს.
იტვირთება...
loading...
ისრაელმა მეცნიერმა ავრაამ ტამირმა, რომელიც მოღვაწეობს დავიდ ბენ-გურიონისა და ნეგევის სახელობის კვლევით უნივერსიტეტში, ჩაატარა რიგი კვლევებისა, სადაც ხდებოდა ცხვირის ფორმების შესაბამისად ადამიანებზე დაკვირვება და დადგინდა, რომ რვა ძირითადი ფორმის ცხვირი არსებობს და თითოეული მათგანი, ადამიანის ბუნებასა და ხასიათს განსაზღვრავს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ერთ-ერთ მაღალ რეიტინგულ ჟურნალში "Journal of Craniofacial Surgery", მე კი ის თქვენთვის ვთარგმნე და ეხლავე შემოგთავაზებთ.

უბრალოდ დააკვირდით ფოტოს, ამოიცანით თქვენი ცხვირი ამ რვა ძირითადი მახასიათებლიდან და წაიკითხეთ მოცემული შედეგი.

1. მოგრძო ფორმის ცხვირი სწორი და დაგრძელებული წვერით, ზოგადად მეგობრულ და კომუნიკაბელურ ადამიანზე მიუთითებს. ამ ცხვირის მატარებელი ადამიანი ცნობისმოყვარეა და მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობს რაღაც ახლის შემეცნებას.
2. ბერძნული წარმოშობის ცხვირი, რომელიც ხასიათდება სწორი და გრძელი ფორმით, ძირითადად ძველ ანტიკურ ქანდაკებებში შეგვიძლია ამოვიცნოთ. ასეთი ცხვირი პრაქტიკულ ადამიანებს აქვთ, რომლებიც დიდი ერთგულებით გამოირჩევიან. ძალიან კრიტიკულები არიან მეგობრების არჩევის პროცესში, თუმცა მათი გულისთვის მზად არიან ყველაფერზე.
3. ჩიტის ნისკარტის ფორმის ცხვირი მიუთითებს ამ ადამიანის უდიდეს შემოქმედებით პოტენციალზე. ასევე ფანატიკურად ერთგულნი არიან საკუთარი საქმიანობის მიმართ.
4. თუ ცხვირი მოკაუჭებულია, თუმცა წვერი გააჩნია, მიუთითებს ადამიანზე განსაკუთრებული ორგანიზაციული უნარებით, რომელიც ძალზედ პატიოსანია და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა, ამიტომ მათ ნებისმიერ რთულ სიტუაციაში შეგიძლიათ დაეყრდნოთ.
5. "პაჭუა" და აბზეკილი ცხვირი, ადამიანის ექსცენტრიულობას მიუთითებს. მათ უყვართ სპონტანურად მოქმედება, არ ახასიათებთ ზედმეტი განხილვები და მაშინვე გადადიან პირდაპირ საქმეზე.
6. სწორი ცხვირი მომრგვალებული წვერით, აქვთ ძლიერი ხასიათის მქონე ადამიანებს, ნათელი, ტემპერამენტიანი და ვნებიანი ბუნებით. ადვილად ივიწყებენ ყველა სირთულესა თუ წყენას.
7. ცხვირი ოდნავ ჩაზნექილი კეხით მიუთითებს კეთილ ადამიანზე, რომელიც არის ძალიან მგრძნობიარე და მასთან საუბრის დროს აუცილებლად გმართებთ სიტყვების სწორად შერჩევა, რათა ადვილია მათი წყენინება.
8. მიხედავად იმისა, რომ გაღუნული ცხვირი ნაკლებად საყვარელი და მოსაწონია, მისი მფლობელი ადამიანები ძალიან თბილები არიან. კეთილები და სარგებელის მომტანები, რომელთაც შეუძლიათ პრაქტიკული რჩევების გაცემა სხვათა დასახმარებლად.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ