Загрузка...

რომელია ყველაზე საშიში სისხლის ჯგუფი? ეს უნდა იცოდეთ!



სისხლი განსაკუთრებული თხევადი ქსოვილია და გულის მეშვეობით ცირკულირებს სისხლის მიმოქცევის სისტამაში. ასრულებს სხვადასხვა სატრანსპორტო დამაკავშირებელ ფუნქციას, რითაც უზრუნველყოფს სხეულის სხვა ქსოვილების ფუნქციონერებას. ზრდასრულ ადამიანს დაახლოებით 5 ლიტრი სისხლი აქვს, იგი სისხლძარღვთა ჩაკეტილ სისტემაში მოძრაობს და ადამიანის წონის დაახლოებით 1/3–ს შეადგენს. სისხლი თხევად, შემაერთებელ ქსოვილს განეკუთვნება, მისი თხევადი ნაწილია პლაზმა. პლაზმაში მრავალი უჯრედია. სისხლი შეიცავს 45% პლაზმას და 45% ფორმიან ელემენტებს, საკუთრივ პლაზმა შეიცავს 90% წყალს 10%- ცილებს, ცხიმებს, ნახირწყლებსა და მინერალურ მარილებს. პლაზმის ფუნქციაა: ნივთიერების გადატანა და სისხლის შედედება. ფორმიანი ელემენტები კი შეიცავენ ერითროციტებს, ლეიკოციტებს და თრომბოციტებს. ერითროციტებს წითელ შეფერილობას ცილა - ჰემოგლობინი აძლევს.
იტვირთება...
loading...

სისხლს ერთმანეთისგან გამოარჩევს იმუნოლოგიური მახასიათებლები — ერითროციტებში განსაზღვრული ანტიგენების, აგრეთვე პლაზმაში შესაბამისი ანტისხეულების არსებობა ან არარსებობა. სისხლის ორი ტიპი არსებობს: რეზუს-დადებითი და რეზუს-უარყოფითი. ადამიანთა უმრავლესობას პირველი ტიპის სისხლი აქვს. დადებითი ნიშნავს განსაკუთრებული ცილის — რეზუსის შემცველობას სისხლის პლაზმაში. თითოეულ ამ ტიპს კიდევ ოთხ ჯგუფად ყოფენ ჰემაგლუტინაციის რეაქციის მეშვეობით (ABO სისტემა). ადამიანში სისხლის 4 ძირითადი ჯგუფია: O, A, B, AB ანუ I, II, III, IV. სისხლის ჯგუფი, სიცოცხლის განმავლობაში არ იცვლება. სისხლის დაკარგვისას მიღებულია მხოლოდ ერთი და იგივე ჯგუფის სისხლის გადასხმები, თუმცა ასევე შესაძლებელია სხვა იგივე რეზუს–ფაქტორიანი ადამიანის სისხლის გადასხმა გარკვეული წესით.
image
ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (NIH) ამერიკელი ექსპერტებისა და აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტის სამწლიანი კვლევების შედეგად დადგინდა ურთიერთობა სისხლის ჯგუფსა და გარკვეულ დაავადებებს შორის, რომლებიც ხშირად გვხვდება ადამიანებში კონკრეტული მიზეზების გარეშე. მუშაობის მსვლელობისას კვლევებისთვის გამოიყენეს 30000-ზე მეტი ჯანმრთელი მოხალისე- იტყობინება გამომცემლობა Bel Marra Health.
კვლევების შედეგად დადგინდა ყველაზე საშიში სისხლის ჯგუფი- მეოთხე (AB). ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისიდან 495-ს, რომელთაც სისიხლის მეოთხე ჯგუფი ჰქონდათ, დაეწყოთ მეხსიერებისა და აზროვნების პრობლემები, რომლებიც ითვლება ფსიქიკური დეგრადაციის საწყის ეტაპად. მეცნიერებმა ხაზგასმით თქვეს, რომ ამ ჯგუფის სისხლი 82%-ით ზრდის ინტელექტუალური დარღვევების განვითარების რისკს. ეს ფაქტი აიხსნება იმით, რომ მეოთხე ჯგუფის სისხლში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ცილის შემცველობის დონე, რომელიც აჩქარებს სისხლის კოაგულაციას. შედეგად, სისხლის მიმოქცევის სისტემა ძალიან მგრძნობიარეა თრომბის ფორმირებისა და სისხლძარღვთა ცუდად გამტარიანობის მიმართ.
კვლევების შედეგად ასევე დადგინა ყველაზე უსაფრთხო სისხლის ჯგუფი. Vermont University- ის ექსპერტების აზრით ყველაზე "უსაფრთხო" ჯგუფია პირველი (O). ამ სისხლის ჯგუფის მატარებლებს არ გააჩნიათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი, ასევე საუკეთესოდ არიან დაცულნი ფსიქიკური დეგრადაციისგან.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ