Загрузка...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხები კითხვებზე - კარგია თუ არა ყავა და როგორ გავზარდოთ მისი საშუალებით სიცოცხლის ხანგრძლივობა


ყავა კარგია თუ ცუდი?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექიმი ყავის მოხმარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, იგი მაინც განსაკუთრებული სასარგებლო თვისებებით ხასიათდება. ამაში თავადაც დარწმუნდდებით, თუ ყურადღებით გაეცნობით სტატიას.

ყავა შეიცავს აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია


ყავის მარცვლები მდიდარია აუცილებელი ნუტრიტებით.

სტანდარტული 240 მლ ყავა შეიცავს:
იტვირთება...
loading...
ვიტამინი B2 - 11%
ვიტამინი B5 - 6%
ვიტამინი B3 - 2%
ვიტამინი B1 - 2%
ვიტამინი B9 - 1 %
მანგანუმი - 3%
კალიუმი - 3%
მაგნიუმი - 2%
ფოსფორი - 1%

დასავლელი დიეტოლოგების დასკვნით, უფრო მეტ ანტიოქსიდანტს(ქიმიკალი, რომელსაც შეუძლია თავისუფალი რადიკალისგან გამოწვეული დაზიანება შეაჩეროს ან ზიანის ოდენობა მინიმუმამდე დაიყვანოს) ვიღებთ ყავიდან, ვიდრე ხილიდან და ბოსტნეულიდან.

ყავა შეიცავს კოფეინს, სტიმულატორს, რომელიც აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას და ხელს უწყობს მეტაბოლიზმის პროცესს


სხვადასხვა სასმელი, ჩაი და შოკოლადი შეიცავს კოფეინს, მაგრამ მისი ძირითადი წყარო ყავაა.
კოფეინი, როგორც სტიმულატორი თრგუნავს/ბლოკავს ტვინში ნეიროტრანსმიტერის ინჰიბიტორს(ადენოზინს). დათრგუნული ადენოზინის გამო, კოფეინი აქტიურდება და ათავისუფლებს სხვა ნეიროტრანსმიტერს, ნორეპინეფრინისა და დოპამინის მსგავსს.
ეს იწვევს დაღლილობის შეგრძნების მოხსნას და უფრო ''ფხიზელ'' მდგომარეობაში გვაყენებს

კოფეინი ასევე ასტიმულირებს მეტაბოლიზმის პროცესებს და მას 3-11%-დან 11-12% - მდე ზრდის.
თუმცა, თუ კი თქვენ ყოველ დღე დალევთ ყავას, ორგანიზმი შეეჩვევა მას და სტიმულატორი ნაკლებად ძლიერმოქმედი გახდება.

ყავა იცავს თავის ტვინს ალცჰაიმერისა და პარკისონის დაავადებისგან
ალცჰაიმერი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელსაც ხშირად გართულებულ ''სკლეროზს'' უწოდებენ.
კვლევებმა აჩვენა, რომ ყავის მსმელებში ალცჰაიმერის განვითარების რისკი 65%-ით მცირდება
პარკისონი კი რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული ნეიროდეგენერაციული დაავადებაა მსოფლიოში და ძირითად გამოწვეულია დოპამინის მასტიმულირებელი/მატარებელი ნეირონის კვდომით.
ყავის მომხმარებლებში პარკისონის განვითარების შანსი 32-60% -ით დაბალია.

ყავის მსმელებში ყველაზე დაბალი შანსია განვითარდეს მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი


მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი სისხლში შაქრის მომატებითაა გამოწვეული, რაც ინსულინის მოქმედების პრობლემურობასთან არის დაკავშირებული. ეს დაავადება მსოფლიოში 300 მილიონამდე ადამიანს აწუხებს.
ახლახანს ჩატარებული კვლევების მიხედვით ყავის მიღება 23-67%-ით ამცირებს დიაბეტის განვითარებას.
18 კვლევის შეჯამებით, რომელშიც ჯამში 457, 922 ადამიანი მონაწილეობდა მხოლოდ 7 პროცენტი აღმოჩნდა დიაბეტის განვითარების წინაშე. კვლევისთვის შეარჩიეს ის ადამიანები, რომლებიც ყოველ დღე სვამდნენ ფინჯან ყავას(რამდენჯერმეც კი).

ყავის მომხმარებლებში დეპრესიულობა და სუიციდის შემთხვევები ბევრად ნაკლებია


ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევებმა დაადასტურა, რომ ყავის მიღება 20%-ით ამცირებს დეპრესიულობას და ზოგადად გვიცავს დეპრესიისგან.
გარდა ამისა, 3 კვლევის შეჯამებით, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად 4 ან მეტ ფინჯან ყავას სვამდნენ ამცირებდნენ სუიციდის რისკს 53%-ით.

მრავალი კვლევის მიხედვით ყავა სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის


დიახ, ყავა სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის.
გრძელვადიანი კვლევა, რომელიც 50-71 წლის 402 260 ინდივიდს აერთიანებდა, ადასტურებს ამ ინდივიდთა სიცოცხლის ხანგრძლივობის 12-13 წლით გაზრდას, ყავის მიღების შემთხვევაში.
ყოველ დღე 3 ან 4 ფინჯანი ყავის მიღება ბუნებრივი სიკვდილის რისკს 12-16%-ით ამცირებს

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...
რედაქტორი გირჩევთ