Загрузка...

აუმჯობესებს თუ არა ყავა მეხსირებას?



ყავის მოყვარულები ხშირად ინტერესედებიან, აუმჯობესებს თუ არა კოფეინი მათ მეხსიერებას. ეს კი იმიტომ, რომ მათი უმეტესობა, ყავის მოხმარების შემდეგ თავს უფრო მობილიზებულად გრძნობს. ერთ–ერთი ყავის მოყვარული, რომელიც თავს გულმავიწყ ადამიანად მოიხსენიებს, დარწმუნებით აცხადებს, რომ მისი მეხსიერება ყავის მიღების შემდეგ უმჯობესდება.
იტვირთება...
loading...
მაგრამ მართლა არსებობს კავშირი ყავასა და მახსოვრობას შორის თუ ეს უბრალოდ ყავის მოყვარულების მიერ შეთხზული ამბავია?
მოდით დაწვრილებით განვიხილოთ.

როგორ მოქმედებს კოფეინი

კოფეინი მასტიმულირებელი პრეპარატია, რომელიც პირადპირ გავლენას ახდენს თავის ტვინზე. ცნობილი ფაქტია, რომ იგი სიფხიზლეს ნამდვილად ზრდის, თუმცა კოფეინის გავლენა მეხსიერებაზე ასეთი ცალსახა არაა.
ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კოფეინს გარკვეული ტიპის მეხსიერების გაუმჯობესება შეუძლია, განსაკუთრებით კი მეხსიერების გლობალური ასპექტების. უფრო სიღრმისეული კვლევები აჩვენებენ, რომ კოფეინის გავლენა მეხსიერებაზე უფრო დამოუკიდებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ კოფეინი მხოლოდ მაშინ აუმჯობესებს მეხსიერებას, თუ ის გამოყენებულია, როგორც ინფორმაციის მიღების, ისე გაცვლის პროცესში.
თუ კოფეინი არაა გამოყენებული ინფორმაციის გაცნობის პროცესში და ინდივიდი მას იღებს ინფრომაციის დამახსოვრებისას, მაშინ რეზულტატი საკმაოდ ცუდია. მეორეს მხრივ, თუ კოფეინი მიღებულია ინფორმაციის გაცნობისას და არა მისი დამახსოვრებისას შედეგები უარესდება.
სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ გარკვეული მესხიერების ამოცანებთან ერთად, კოფეინმა პერფორმანსი გააუარესა. ადამიანებმა ცრუ, არასწორი მოგონებები გაახმოვანეს, როდესაც ისინი კოფეინის ზემოქმედებას განიციდიდნენ. ამიტომ, ამ პრეპარატს შესაძლოა ჰქონდეს ისეთი ეფექტი თქვენს ტვინზე, რომ ასტიმულირებდეს არასწორ მოგონებებეს.

კოფეინის გავლენა ხანდაზმულების მეხსიერებაზე

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა რამდენიმე წამახალისებელი კვლევა, რომელთა მიზანიც იყო გარკვევა, მოქმედებდა თუ არა კოფეინი ბუნებრივად, ასაკის მატებასთან ერთად გამოწვეულ მეხსიერების დაქვეითებაზე. ერთ–ერთმა მათგანმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომელთა მეხსიერებაც დილით უკეთესია, ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში, შუადღითაც გაუმჯობესდა.
თუმცა, სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ხანდაზმულებში კოფეინი საერთოდ არ წარმოადგენს მეხსიერების გაუმჯობესების საშუალებას. კვლევისას, ადამიანები, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ კოფეინის შემცველი საკვები, ეპიზოდური მეხსიერების ტესტში უფრო ცუდ შედეგებს აჩვენებდნენ, ვიდრე დანარჩენები. სწორედ ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ არსებობს მოსაზრება თითქოს კოფეინი აუმჯობესებს მეხსიერებას, ის საერთოდ არ მოქმედებს ასაკით გამოწვეულ ნაკლოვანებებზე.
კოფეინი ისეთი ნივთიერებაა, რომელიც შეჩვევას იწვევს. ამიტომ სანამ მას რაიმე მიზნით გამოიყენებთ, კარგად დაფიქრდით. იგი ხელს უწყობს ძილის რეჟიმის დარღვევას, რაც პირდაპირაა დაკავშირებული მეხსიერების გაუარესებასთან.
ასე, რომ თუ მახსოვრობის პრობლემები ნამდვილად გაქვთ, გაესაუბრეთ ექიმს, მოძებნეთ მეხსიერების გაუმჯობესების სხვა საშუალებები და დაადგინეთ თქვენთვის მისაღები კოფეინის რაოდენობა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ