Загрузка...

სავსე მთვარის ზეგავლენა ადამიანზე


ღამის მნათობი ზეგავლენას ახდენს ყველაფერს მიწიერზე, ზღვებსა და ოკეანეებზე, ცხოველებზე. არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. ადამიანის ორგანიზმი 80% წყლისგან შედგება, ამიტომ მთვარის მიქცევა-მოქცევას ძალიან მკვეთრად ვგრძნობთ.
იტვირთება...
loading...
ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში შენიშნეს, რომ ახალი მთვარის დროს ადამიანთა უმეტესობა აპათიასა და ენერგიის უკმარისობას განიცდის. ეს დაახლოებით ერთი კვირა გრძელდება. შემდეგ (ისევ ერთი კვირა) შინაგანი აქტივობის პერიოდი დგება. სავსე მთვარიდან ერთი კვირის შემდეგ ენერგია თანდათან მიილევა და ქრება. მზის აქტივობაზე უფრო მეტად დამოკიდებულნი ვართ, ვიდრე მთვარის. სპეციალისტებმა 100 ათასი ავტოკატასტროფის მონაცემები გაანალიზეს და დაადგინეს, რომ უბედურ შემთხვევათა რიცხვი მზის აქტივობის გაძლიერებისას იმატებს. “ცუდ'' დღეებში ინფარქტების, სკანდალების, თვითმკვლელობების ალბათობა იზრდება.
მთვარის ერთი ფაზიდან მეორეში გადასვლისას ორგანიზმში სითხის დონე იცვლება. ახალი მთვარის დროს წყალი ინტენსიურად გამოიდევნება, ხოლო სავსე მთვარის დროს გროვდება. თუ გულის, თირკმლების ან სისხლძარღვების მუშაობასთან პრობლემები გაქვთ, სავსე მთვარის დროს შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლები სითხე მიიღოთ, რათა შეშუპება თავიდან აიცილიოთ.
სავსე მთვარის დროს მადა იღვიძებს. შიმშილთან ბრძოლა ძნელი იქნება. ამიტომ მაცივარი დაბალკალორიული პროდუქტებით აავსეთ.
ახალი მთვარის დროს კი პირიქით, მეტი სითხე სვით და სპორტს მისდიეთ. ის აპათიისგან დაგიცავთ.
განსაკუთრებით ყურადღებიანი იყავით მზის მომატებული აქტივობის დროს (მით უფრო, თუ საჭესთან ზიხართ). კონფლიქტების პროვოცირებას მოერიდეთ. ურთიერთობა 2 დღის შემდეგ გაარკვიეთ, როდესაც მზე “ხულიგნობას'' შეწყვეტს. შეეცადეთ, თავი მუშაობით არ გადაღალოთ და ბევრი ისეირნეთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ