Загрузка...

მინერალური წყალი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და შიმშილის გრძნობას თრგუნავს


სწორი კვება ნიშნავს საკვებიდან მიიღოთ ჭეშმარიტი სიამოვნება, შეინარჩუნოთ განწყობა, ადვილად გადაწყვიტოთ ჭარბი წონის პრობლემები.
იტვირთება...
loading...
დიეტოლოგთა აზრით, რაც ხძშირად ჭამთ, უკეთესია. სასურველია დაახლოებით ყოველ სამ საათში პატარ- პატარა ულუფებით წაიხემსოთ. ეს სასიკეთოდ აისახება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობასა და ნივთიერებათა ცვლაზე. ამასთან სისხლის მიმოქცევის სისტემა ძალიან არ დაიტვირთება და ორგანიზმი ვიტამინებსა და მინერალებს კარგად შეითვისებს. არც შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, მადას გააკონტროლებთ. შედეგად არ შეიძენთ ზედმეტ კალორიებს და ჭარბი წონისგანაც თავს დაიზღვევთ.
მსუბუქი წახემსებისთვის ყველაზე კარგია ვაშლი, ბანანი იოგურტი, სალათის ფოთლები, მოხარშული კარტოფილი, ფინჯანი ჩაი ან ყავა. დილით კარგია ნიგოზი, უცხიმო ხაჭო.
ჭამეთ ყველაფერი, რაც გნებავთ, მაგრამ ცოტ-ცოტა. საკვები ნელა და გულმოდგინედ ღეჭეთ. ლუკმის დიდხანს ღეჭვის დროს საკვები მოცულობაში გაიზრდება და კუჭში დიდ ადგილს დაიჭერს. დანაყრების შეგრძნებაც მალე დაგეუფლებათ. ჭამის დროს კითხვა, ტელევიზორის ყურება, გამაღიზიანებელი საუბარი არასასურველია.
ჭამის წინ ათი წუთით ადრე ერთი ჭიქა მინერალური წყალი დალიეთ. ის ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით ავსებს, საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და შიმშილის გრძნობას თრგუნავს.
უმჯობესია მიირთვათ ცივი საჭმელი. კუჭი არასდროს ამუშავებს საკვებს, რომლის ტემპერატურა სხეულის ტემპერატურაზე დაბალია, მას ჯერ გაათბობს, ამაზე კი ზედმეტი კალორიები იხარჯება.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ