Загрузка...

ახალი იმედები კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში


დღესდღეობით მსოფლიოში ადამიანთა სიკვდილიანობის დაახლოებით 1/4 კიბოთია გამოწვეული.ეს არის დაავადება, რომლის წარმოშობის ზუსტი მიზეზი მეცნიერებს ჯერ ვერ დაუდგენიათ.ზოგადად კი მიჩნეულია, რომ მისი გამომწვევი მრავალი შინაგანი და გარეგანი ფაქტორები შეიძლება იყოს, მაგალითად, ხანგრძლივი ფიზიკური და ქიმიური გაღიზიანება, ანთებითი პროცესები სხეულში, ჭარბი წონა, ნარკოტიკები, სასმელი და ა.შ.გამომდინარე იქიდან, რომ ამ მძიმე დაავადების განვითარების ზუსტი მიზეზები უცნობია, ჭირს მისი მკურნალობაც.განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს დაგვიანებით აღმოჩენილი დაავადება.
იტვირთება...
loading...
2013 წლის თებერვლის დასაწყისში შედგა კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის შეკრება, სადაც მეცნიერებმა განიხილეს აღნიშნული დაავადების შემცირების გზები და აღნიშნეს, რომ ცხოვრების ჯანმრთელი წესი, რაც პირველ რიგში გულისხმობს სიგარეტისა(და ზოგადად ნარკოტიკების) და ალკოჰოლის არგამოყენებას, და სხეულის წონის მკაცრი კონტროლი დაახლოებით სამჯერ შეამცირებს მსოფლიოში კიბოთი დაავადებას.
აღნიშნულ შეკრებაზე ასევე განიხილეს კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდები და ყველა მონაწილემ ერთხმად აღნიშნა, რომ თითოეულ დაავადებულ ადამიანს აქვს სიმსივნის უნიკალური ფორმა, რომელიც ასევე უნიკალურ მკურნალობას საჭიროებს.ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პრაქტიკიდან ამოიღებენ ქიმიო-თერაპიით მკურნალობას.მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ გამოკვლეულ უნდა იქნას ყოველი სიმსივნით დაავადებული ავადმყოფის გენეტიკა, შედგეს ამის შესაბამისი მონაცემთა ბაზა და მოხდეს შედეგების ანალიზი.ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამ მეთოდით შესაძლებელი გახდება სწორი მკურნალობის ჩატარება და მრავალი ადამიანის გადარჩენა, მაგრამ მწუხარებას გამოთქვამენ, რათა ეს პროცესი დიდ დროს მოითხოვს და არ შეუძლიათ მანამდე იხსნან ადამიანთა სიცოცხლე.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ