Загрузка...

რატომ კბენენ კოღოები ხალხის მხოლოდ განსაზღვრულ ნაწილს?


დათბა, ბევრის გული გაახარა გაზაფხულის დადგომამ, თუმცა, აბეზარი მწერების სეზონი მოდის და დროა, მათ წინააღმდეგ შეიარაღდეთ.
მეც და ალბათ თქვენც, არაერთხელ გაგჩენიათ კითხვა, თუ რატომ გკბენთ კოღოები თქვენ და თქვენ ახლობლებსა და მეგობრებს არა?
სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეათე ადამიანი, კოღოების სამიზნეა. არსებობს ბევრი თეორია თუ ვარაუდი, რომ ჭარბწონიან ადამიანებს, რომლებიც მეტად გამოყოფენ ოფლს; ადამიანებს, რომლებიც გამოყოფენ ნახშირბადის დიოქსიდს და ადამიანებს, რომელთაც უყვართ ლუდი, კოღოები უფრო ეტანებიან. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია დაზუსტებით - გენეტიკა და სხეულის ქიმია, გასაღები და მიზეზია ამ გაუგებრობის, რაც იზიდავს კოღოებს თქვენი სხეულისკენ.
იტვირთება...
loading...

რატომ ესხმიან კოღოები, ადამიანების, მხოლოდ განსაზღვრულ ნაწილს?

მოდით, უკეთ გავერკვეთ ამ სტატისტიკაში. მხოლოდ მდედრი კოღოები იკბინებიან, რადგან გამოსაკვები ყავთ პირმშო, ან ზრუნავენ კვერცხებზე. მამრი კოღოები კი, როგორც ამბობენ, მხოლოდ ბუნებრივი, თხევადი ნივთიერებებით იკვებებიან.
მდედრი კოღო ზრუნავს მომავალ თაობაზე და ირჩევს მხოლოდ საუკეთესო სისხლს, თითოეულ ჩვენგანს კი აქვს თავისი არომატი, რომელსაც მდედრი კოღო 30 მეტრიდან გრძნობს.
რაც არ უნდა ვინიღბოთ სხეულის სუნი სხვადასხვა ზეთებით თუ ძმრიანი და სპირტიანი საფენებით, გახსოვდეთ, რომ ჩვენ სხეულში დაახლოებით ასი ტრილიონი მიკრობია, რომლებიც გენეტიკური ფაქტორებით განისაზღვრება და ეს მიკრობები ჩვენი იმუნური სისტემის ძირითადი ნაწილია.

სისხლის ჯგუფი, მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ჩატარებული ექსპერიმენტების დასკვნის შედეგად, ადამიანებს, რომელთაც აქვთ I ჯგუფის სისხლი, ორჯერ მეტჯერ ესხმიან კოღოები თავს, ვიდრე ადამიანებს II ჯგუფის სისხლით. დანარჩენებს კი იშვიათ შემთხვევაში.
როგორც უკვე აღვნიშნე, მნიშვნელოვანად იზიდავს კოღოს თქვენი სხეულის არომატი. საგრძნობლად ეცვლება სხეულს და კანს სუნი, თუ რძის მჟავა დაგროვდა. მის დაგროვებას ხელს უწყობს ფიზიკური აქტივობა, იოგურტის, ყველის, სოიოს, მარილიანი ბოსტნეულის მიღება, რომლებიც ხელს უწყობს რძის მჟავას ფორმირებას და დაგროვებას კანის ზედაპირზე. სწორედ ეს არომატი იზიდავს სისხლისმწოველ აბეზარებს.
კოღოებისგან თავის დასაღწევი საშუალებები არ არსებობს, თუმცა, თუ სურნელოვან ზეთებს, მწერების საწინააღმდეგო აეროზოლებს გამოიყენებთ, დაიფარავთ ტანსაცმლით სხეულის დიდ ნაწილს, ამით საგრძნობლად შეამცირებთ მათ თავდასხმას.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ