Загрузка...

არმინე არუთინიანი სკანდალის შემდეგ თბილისშია - ვინ მოიწვია სომეხი მოდელი და რომელ ცნობილ ადგილებს ესტუმრა ის?


რამდენიმე კვირის წინ ქართული სოციალური ქსელები სრულიად მოიცვა სომეხი გოგონას ფოტომ, პოსტებში თუ სხვადასხვა სტატიებში ვკითხულობდით რომ გოგონა "გუჩის" სახედ იქნა არჩეული. მას ფესიბუქზე გარეგნობას უწუნებდნენ და "გუჩისაც" კი აკრიტიკებდნენ. 23 წლის არმინე კიბერბულინგის მსხვერპლიც გახდა, ქართველებმა არ დააყოვნეს და მის ინსტაგრამის არაერთ ფოტოზე დამცინავი კომენტარები დაუტოვეს ქართულ ენაზე. მოგვიანებით გაირკვა რომ გოგონა თბილისშიც იყო ნამყოფი და ინტერვიუებში ჩვენი ქვეყნისთვის ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენთვის საამაყო პასუხები ჰქონდა გაცემული და კეთილგანწყობილი იყო საქართველოს მიმართ.მოგვიანებით კი გაირკვა რომ გოგონა გუჩის სახე არ გამხდარა, მან უბრალოდ კომპანიის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, ჩვენება მენტალურ პრობლემებს და არსებულ სტიგმას ეხებოდა, როგორც ცნობილია თავად მოდის სახლის დიზაინერსაც აქვს მენტალური პრობლემები და ეს კომპანიისთვის სენსიტიური თემაა.არმინე არუთინიანს სკანდალის მიუხედავად საქართველო ძალიან უყვარს, ის თბილისში მერსედეს ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში ჩამოვიდამ კაფე "სტამბაში" დაჩექინდა მეგობრებთან ერთად და ფილარმონიაში "დალოოდის" ჩვენებაზე გამოჩნდა, როგორც ცნობილი გახდა ის თბილისში სწორედ "დალოოდის" დამფუძნებელმა - დიზაინერმა მაკა კვიციანმა დაპატიჟა
იტვირთება...
loading...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ