Загрузка...

რა იწვევს ბავშვებში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომს?


ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი არის დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება ყურადღების დეფიციტი და ხასიათის ცვალებადობა დროის მოკლე შუალედებში.
მსოფლიო მასშტაბით ბავშვების დაახლოებით 2-10%-ში გვხვდება ეს სინდრომი. ის აღინიშნება ძირითადად სკოლის ასაკის ბავშვებში და მოზარდებში. თუმცა ეს სინდრომი არ უნდა ავურიოთ ჩვეულებრივ ბავშვურ სიცელქეში. არსებობს რამოდენიმე კრიტერიუმი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი.
იტვირთება...
loading...
რა სიმპტომებია?
  • წრიალი;
  • მოუსვენრობა;
  • ჰიპერაქტიურობა;
  • ყურადღების კონცენტრირების სირთულე;
  • იმპულსურობა;
  • საერთო უყურადღებობა ან ფოკუსირების უუნარობა;
რა არის გამომწვევი მიზეზი?
გენეტიკა - ADHD ყველაზე ხშირად იმ ბავშვებს ახასიათებთ, ვისი მშობლებიც ამ სინდრომის მატარებელია. ტყუპებში და დედმამიშვილებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ ADHD-ის სინდრომი 4-ჯერ და 5-ჯერ უფრო ხშირია ასეთ ბავშვებში.
თავის ტვინის ფუნქციები - ზოგიერთი მკვლევარი თვლის რომ, ADHD ნეიროტრანსმიტერების (ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც გადააქვს ნერვული სიგნალები თავის ტვინში) ბალანსის დარღვევით არის გამოწვეული. ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის ის რომ თავის ტვინს არ შეუძლია იმ უზარმაზარი ინფორმაციის გაფილტვრა, რასაც ყოველწამს, მუდმივად იღებს ადამიანი. სხვა კვლევის თანახმად, თავის ტვინის წინა წილები ისე კარგად ვერ ფუნქციონირებს როგორც ეს საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისთვის (ფიქრისთვის) და დოფამინისა და ნორ-ადრენალინის ბალანსის დარღვევა. (ჰორმონები).
ტოქსინების ექსპოზიცია ორსულობის დროს - არსებობს კავშირი ADHD-ს სინდრომის ჩამოყალიბებასა და ორსულობის დროს სიგარეტისა და ალკოჰოლის მიღებას შორის.
საკვების აუტანლობა და კვებითი დანამატები - საკვების აუტანლობა ADHD-ს არ იწვევს მაგრამ შეიძლება არსებობდეს კავშირი ბავშვთა ADHD-სა და ისეთ საკვებ ალერგენებს შორის, როგორიცაა რძე, ხორბალი და თხილი.
საუზჰემპტონის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა ზოგიერთ საკვებ დანამატსა (საღებავი, არომატიზატორი) და ADHD-ს შორის. ეს დანამატებია:
  • E110
  • E104
  • E122
  • E129
  • E102
  • E124
დამატებითი ინფორმაცია:
ADHD არაა მხოლოდ ერთი კონკრეტული დაავადება, ის ხშირად დაკავშირებულია სხვა პრობლემატურ ქცევასთან. ბავშვები ამ სინდრომით ხშირად ჭირვეულობენ, აქვთ ძილის პრობლემები, აწუხებთ სწავლის პრობლემები (დისლექსია), დეპრესია და მღელვარება.
ცხოვრების წესი და კვების რაციონი
  • გახადეთ თქვენი ცხოვრება “ორგანული’’ - ორგანული საკვები დამზადებულია პესტიციდების, მავნე დანამატებისა და ტოქსინების გარეშე. ესაა ნივთიერებები, რომლებიც ამძიმებენ და ხშირად იწვევენ ADHD-ის სიმპტომებს.
  • უარი თქვით თევზზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ვერცხლისწყალს. ზოგიერთი მკვლევარი ირწმუნება, რომ უმცირესი დოზის ვერცხლისწყალსაც კი შეუძლია შეზღუდოს ბავშვის ფიქრისა და კონცენტრირების უნარი. ამასთანავე, ბავშვებისთვის უფრო პატარა დოზაა ზემოქმედებისთვის საჭირო, ვიდრე ზრდასრულებისათვის.
  • უარი თქვით კოფეინზე. კოფეინის სულ მცირე რაოდენობასაც კი შეუძლია ADHD-ის სიმპტომების 240%-ით გაძლიერება. ამჟამად უამრავი სასმელი არსებობს კოფეინის შემცველობის გარეშე, რაც კიდევ უფრო ამარტივებს უკოფეინო დიეტის დაცვას.
შეამოწმეთ გლუტენზე მგრძნობელობა. მიუხედავად იმისა რომ მოსახლეობის დაახლოებით 1%-ია გლუტენის მიმართ მგრძნობიარე, ADHD სინდრომის მქონე ბავშვებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია. თუ გლუტენზე მგრძნობელობა დადასტურდა, საკვები რაციონიდან ამოიღეთ ყველაფერი რაც შეიცავს გლუტენს. შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ. დაიმახსოვრეთ რომ ასეთი დიეტის დანიშნვნა ბავშვებში უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ