Загрузка...

პარაბენების მავნე ზეგავლენა ჯანმრთელობაზე


ჩვენ იშვიათად ვუკვირდებით რას ვყიდულობთ და კიდევ უფრო იშვიათად ვკითხულობთ ანოტაციებს/შემადგენლობებს. ძირითადად გვგონია რომ ფასი განაპირობებს ხარისხს და თუკი ძვირს გადავიხდით, შესაბამისად გარანტირებულად დაცული ვიქნებით მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან. სამწუხაროდ ესეთი მიდგომა ყოველთვის არ ამართლებს.
იტვირთება...
loading...
ეს არის პარაბენის, უფრო ზუსტად კი მეთილპარაბენის (E218) მოლეკულური სტრუქტურა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი რამეა. თვითონ სიტყვა პარაბენი გამომდინარეობს პარა-ჰიდროქსიბენზოის მჟავისგან (para-hydroxybenzoic acid), რომელიც აერთიანებს მეთილპარაბენს (E218), ეთილპარაბენს (E214), პროპილპარაბენს (E216), ბუთილპარაბენს და ჰეპტილპარაბენს (E209). ყველა მათგანს ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება, ანუ პროდუქტში სადაც ისინი მოხვდებიან, აღარ ხდება მიკროორგანიზმების გამრავლება. დაახლოებით 80 წელია რაც პარაბენებს აქტიურად გამოიყენებენ სხვადასხვა სახის მრეწველობაში - იქნება ეს კოსმეტიკა, ბავშვის მოვლის საშუალებები თუ საკვები. გამომდინარე მათი ანტიბაქტერიული მოქმედებიდან, პარაბენები ახანგრძლივებენ პროდუქციის ვადას. სხვანაირად რომ ვთქვათ, ისინი გამოიყენება როგორც შემნახველი ნივთიერებები.
კოსმეტიკაში პარაბენების გამოყენება დაშვებულია 0, 01-0, 3%-მდე კონცენტრაციით. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, დღეს არსებული კოსმეტიკის 70% შეიცავს პარაბენებს, ზოგიერთი კი უფრო დიდ რიცხვსაც ასახელებს. ძალიან ძნელად თუ შეხვდებით მხოლოდ ერთ მათგანს პროდუქტში - როგორც წესი, მინიმუმ ორი მათგანი მაინც გვხვდება ხოლმე ერთად.
არსებობს ეჭვი, რომ პარაბენებს შეუძლიათ მკერდის კიბოს გამოწვევა. ამ მოსაზრებას ბოლოდროინდელი კვლევებიც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც საოფლე ჯირკვლების ზუსტად ის ნაწილი არის ხოლმე დაავადებული ადამიანების უმრავლესობაში, სადაც ანტიპერსპირანტებს გამოვიყენებთ ყველაზე დიდი დოზით. ამის გამო დანია იყო პირველი ქვეყანა, სადაც აიკრძალა ორი ტიპის პარაბენის გამოყენება ბავშვის მოვლის პროდუქციაში.
არსებობს კიდევ ესელესები (SLS - Sodium Lauryl Sulfate ან SLES - Sodium Laureth Sulfate), რომელიც სითხეს გარდაქმნის ქაფად. ისინი აქტიურად გამოიყენება შამპუნებში, საპნებში, კბილის პასტებში და სარეცხ საშუალებებში. მის ტოქსიკურობაზეც არსებობს ეჭვი, ვინაიდან მოქმედებაში შედის სხვა კომპონენტებთან. ხშირად იწვევს სკალპის გაღიზიანებას, თვალის და კანის წვას. ახასიათებს ალერგიული რეაქციები.
როგორ ავიცილოთ თავიდან პარაბენები? ეცადეთ დააკვირდეთ შემადგენლობას და ყურადღებით წაიკითხოთ ის. თუკი ზემოთ ჩამოთვლილი 5 პარაბენიდან ერთი მაინც შეგხვდათ, ე.ი. თქვენს ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებთ. გარდა ამისა, თუ რომელიმე კომპონენტი ბოლოვდება სიტყვაზე “პარაბენ'', ეს ნიშნავს რომ მასში ნამდვილად არის პარაბენი. ეს მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ, სამაგიეროდ თქვენ თავს და გარშემომყოფებს დაიცავთ არასასურველი დიაგნოზებისგან.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...
რედაქტორი გირჩევთ