Загрузка...

რამდენად საშიშია ბავშვთა მოვლის პროდუქტების არასწორად შერჩევა?


მშობლებისთვის არაფერია იმის ცოდნაზე მნიშვნელოვანი რომ მათ ბავშვებს ყველაფერი აქვთ ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვობისათვის. ეს მოიცავს ჯანსაღ საკვებს, რომელიც შეიცავს ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელ ყველა საჭირო ელემენტს და ისეთ მოვლის საშუალებებს, რომელიც არ გამოიწვევს ალერგიულ რეაქციებსა და საშიშ დაავადებებს.
ბავშვის კანი მოზარდებისგან განსხვავებით ბევრად უფრო მგრძნობიარეა. ეს იმას ნიშნავს რომ ყოველდღიური მოვლის პროდუქტები არაა უსაფრთხო ჩვილებისა და პატარებისათვის. ბავშვის კანი თხელი და დელიკატურია. გარეგან გამღიზიანებლებზე ის იჩენს უფრო მეტ მგრძნობელობას. სწორედ ამიტომ ბავშვებისთვის საჭიროა სპეციალური მოვლის საშუალებები.
იტვირთება...
loading...
ჩვილების კანი იმდენივე ანატომიური ფენას მოიცავს, რამდენსაც ზრდასრული ადამიანის კანი. თუმცა მისგან განსხვავებით, პატარების კანის სისქე დაახლოებით 5-ჯერ მცირეა. კანის ასეთი თხელი საფარველი ორგანიზმში კიდევ უფრო ამარტივებს სხვადასხვა ნივთიერების მოხვედრას.
ჩვეულებრივ, ბავშვთა მოვლის პროდუქტები შეიცავს პარფიუმს და მავნე ქიმიურ ნივთიერებებს. პედიატრები გვირჩევენ უპირატესობა ისეთ ჰიგიენურ საშუალებებს მივანიჭოთ, რომელიც შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს - ქოქოსი, ნუში, ზეთისხილი, შეას კარაქი. გარდა ამისა, არსებობს განსაზღვრული ინგრედიენტების სია, რომელთა გამოყენებაც შეზღუდულია ბავშვთა მოვლის ორაგანულ პროდუქციაში.
რომელია ეს ინგრედიენტები და რა საშიშროების წინაშე აყენებენ ისინი ბავშვებს?
  • მინერალური ზეთები - ესენია ზეთები, რომელიც მიიღება სანავთობო მრეწველობისაგან. ისინი გვხვდება დაბალი ხარისხის დამატენიანებლებში, თმის მოვლის საშუალებებში, ზეთებში, საფენის ქვეშ წასასმელ ლოსიონებსა და საბავშვო ხელსახოცებში. ასეთი მინერალური ზეთები პირველ რიგში ბლოკავს კანის ფორებს და ხელს უშლის კანის “სუნთქვს’’ - ირღვევა კანის მთლიანი ფუნქცია.
  • პარაბენები - ესენი არიან ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლიან სხვადასხვა ბაქტერიის გამრავლებას და მათ ფართოდ იყენებენ კვებისა და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში. პარაბენები ახანგრძლივებენ პროდუქტის შენახვის ვადას. ეს ნივთიერებები აღიზიანებენ კანს და ირღვევა ჰორმონების ფუნქცია. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ კავშირს პარაბენების ხშირ გამოყენებასა და მკერდის კიბოს შორის.
  • ესელესები - სინთეტიკური ნივთიერება, რომელიც აუმჯობესებენ ქაფის წარმოქმნას. ისინი დამატებულია შამპუნებსა და ტანის დასაბან საშუალებებში. ესელესები იწვევენ თმის ცვენას, კანის სიწითლეს, სკალპის გაღიზიანებას, ქერტლს და ალერგიულ რეაქციებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამღიზიანებელი ნივთიერება, რომელიც მარტივად შეიწოვება ცოცხალი ორგანიზმის სხეულში.
  • პოლიეთილენ გლიკოლი (დიოქსინი) - ხშირად აღნიშნულია როგორც “ PEG’’ და დატანილი აქვს ციფრი; რაც უფრო დაბალია ციფრი, მით უფრო მარტივად შეიწოვება კანში. ამ ინგრედიენტს ხშირად იყენებენ დამატენიანებელ კრემებში. ის აუმჯობესებს სხვა, როგორც კარგი, ისე ცუდი ნივთიერებების შეწოვას. ამიტომ ადვილად შეუძლია გააღიზიანოს ბავშვის მგრძნობიარე კანი. ერთ-ერთი ყველაზე საშიში კარცეროგენია.
  • ტრიკლოსანი (ტრიკლოკარბანი) - მოვლის ისეთი საშუალებები, რომლებზეც მითითებულია “ანტიბაქტერიული’’ თითქმის ყოველთვის შეიცავს ამ ინგრედიენტს. მას აქვს ბაქტერიებისა და სოკოს საწინააღდეგო მოქმედება, თუმცა ის არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში კანცეროგენული ნივთიერება (ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნას).
  • ფორმალდეჰიდი - კიდევ ერთი შემნახველი ნივთიერება, რომელიც გამოიყენება პროდუქტის ვადის გასახანგრძლივებლად. ის იწევს ასთმას, სიმსივნეს და ნერვული სისტემის დაავადებებს. მასთან ასევე დაკავშირებულია შფოთვითი დარღვევები.
  • ფტალატის მჟავა (ფტალატები) - ეს ნივთიერებები პროდუქტს უფრო მეტად მოქნილს ხდის. მათ ხშირად იყენებენ მზისგან დამცავ კრემებსა და ლოსიონებში. ბავშვებში იწვევს ენდოკრინული სისტემის დარღვევებს და ნაყოფის თანდაყოლილ ანომალიებს.
  • ტყვია (და სხვა მძიმე მეტალები) - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნეიროტოქსინია (ნივთიერება, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას). შედეგად, ბავშვებში ყალიბდება ქცევითი და სწავლის პრობლემები, მცირდება მათი IQ.
  • პეტროლატუმი - სანავთობო მრეწველობისგან მიღებული კიდევ ერთი ნივთიერება, რომელიც ფართოდ არის გამოყენებული ბავშვთა მოვლის საშუალებებში. ის არღვევს ენდოკრინული სისტემის მოქმედებას და ითვლება კარცეროგენულ ნივთიერებად. ამასთანავე, კეტავს კანის ფორებს და ხელს უშლის კანს “სუნთქვაში’’. ძირითადად, დამატებულია საბავშვო ლოსიონებში.
  • დიეთანოლამინი (DEA) - ეს არის ნივთიერება, რომელიც არღვევს ჰორმონების მოქმედებას. ძირითადად გამოიყენება ასაქაფებლად და დამატებულია შამპუნებში, აბაზანის ქაფებსა და ტანის დასაბან საშუალებებში. ბავშვებში იწვევს კანისა და სასუნთქი გზების ალერგიულ რეაქციებს. მისი გამოყენება აკრძალულია კანადასა და ევროკავშირში.
  • ტალკი - ის ძალიან პოლულარული მინერალია, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბავშვთა მოვლის საშუალებებსა და დეოდორანტებში. დადასტურებულია, რომ ტალკი შეიცავს ასბესტს. ასბესტი კი იწვევს საკვერცხეების სიმსივნეს.
  • სინთეტიკური საღებავები - ეს ნივთიერებები ცვლიან კოსმეტიკური საშუალებების ფერს. მათი შემადგენლობა ბოლომდე დაზუსტებული არაა. ბავშვებში იწვევს კანის გაღიზიანებას, თვალებისა და სასუნთქი გზების ალერგიულ რეაქციებს.
გირჩევთ უპირატესობა მიანიჭოთ ბუნებრივ მოვლის საშუალებებს, რომელიც იცავს და კარგად ატენიანებს ჩვილების კანს. ასეთი პროდუქტები არ შეიცავს პატარებისთვის საშიშ მავნე ინგრედიენტებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ სხვადასხვა ალერგიული რეაქციები და დაავადებები.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...
რედაქტორი გირჩევთ