Загрузка...

პროდუქტები, რომლებიც იმუნიტეტს აგიმაღლებთ, აუცილებლად მიირთვით!


შემოდგომა და ზამთარი - ესენი ის პერიოდებია, როდესაც გაციების ალბათობა ძალზედ დიდია, ამიტომ აუცილებელია აქტიურად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე და ავიმაღლოთ იმუნიტეტი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი, დილაობით კი უნდა ვივარჯიშოთ.
ასევე მნიშვნელოვანია, საკვები, თუ რას მივირთმევთ ყოველდღიურად, როდესაც ადამაინის იმუნიტეტი მტკიცეა, იგი ადვილად უმკლავდება გაციებას და არამარტო გაციებას, არამედ სხვადასხვა ბევრ დაავადებასაც კი, ჩვენს გარემოში, არ აქვს მნიშვნელობა ეს ქუჩა იქნება თუ რაიმე დაწესებულება არის ბევრი ბაქტერიები და ვირუსული მიკროორგანიზმები, ჩვენი იმუნური სისტმა არის ძალიან, რთული მექანიზმი, რომლის ჩავარდნამაც შესაძლოა დიდ პრობლემებამდე მიგვიყვანოს, თუ თქვენ ხშირად სვავთ ალკოჰოლურ სასმელებს, ეწევით სიგარეტს და ჭამთ უსარგებლო საკვებს, ეს ყოველივე შეასუსტებს თქვენს იმუნიტეტს და ხშირად მოგიწევთ მკურნალობა. ჩამოთვლილი პროდუქტები დაგვეხმარება, რათა ავიმაღლოთ იმუნიტეტი და ყოველგვარი ავადმყოფობის გარეშე დავძლიოთ ზამთარი და არამარტო ზამთრის ცივი პერიოდი.
იტვირთება...
loading...
და ბოლოს, რომელი პროდუქტები უწყობს ხელს იმუნიტეტის ამაღლებას? რა თქმა უნდა ყველა ჯანსაღი და ბუნებრივი საკვები ეხმარება ორგანიზმს დაავადებებთან ბრძოლაში, რადგან ისინი სავსენი არიან მინერალებით და სხვადასხვა სახის ვიტამინებით, მაგრამ არსებობს უფრო ეფექტური და იმუნომასტიმულირებელი საკვები, რომლებიც აუმჯობესებენ და აძლიერებენ ადამიანის იმუნურ სისტემას, რაც შეიძლება სწრაფად. გავიგოთ თუ, რომელი პროდუქტები არიან ესენი.

1. ხახვი
ერთ-ერთი ცნობილი იმუნიტეტის ასამაღლებელი პროდუქტი. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს საკმაოდ მკვეთრად გამოხატული სუნი და გემო, მისი მირთმევა ყოველთვის სავალდებულო არ არის, მაგრამ თუ შეამჩნევთ, რაიმე გაციების ნიშნებს თქვენს თავს სასურველი იქნება იკვობოთ მისგან დამზადებული კერძით, ან თუნდაც მხოლოდ ის მიირთვათ.

2.ნიორი
ნიორს ყველა მზარეული დიდ პატივს სცემს, რადგან ის ნებისმიერ საკვებს განსაკუთრებულ გემოს აძლევს, ასვე ფაქტია, რომ ნიორი კონცენტრირებულია სხეულის ჯანმრთელობაზე, ამავე დროს ნიორმა გადაარჩინა ევროპა სასიკვდილო ჭირისგან. ნიორის შემადგენლობა წინააღმდეგობას უწევს, სხვადასხვა სახის ანთებას და სისმსივნურ დაავადებებს, ასევე მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას, თუ არ შეგიძლიათ მისი ცოცხლად მიღება, მაშინ დაამატეთ, რომელიმე მოხარშულ კერძს და მიიღეთ მასთან ერთად.

3. პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ C ვიტამინსასკორბინის მჟავა ანუ ვიტამინი C ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთიერებაა ჩვენი ორგანიზმისთვის, მისი ნაკლებობა იწვევს ქრონიკულ დაავადებებს. მისი თავიდან აცილება არის ძალზედ ადვილი, რადგან იგი ორგანიზმში ძალიან სწრაფად შეიწოვება. თუ თქვენ გიყვართ და რეგულარულად მიირთმევთ სხვადასხვა სახის ციტრუსებს და ხილს, მაშინ თქვენ დაზღვეული ხართ გაციებისაგან, მაგრამ თუ მაინც გაცივდით, აუცილებლად მიიღეთ ლიმონი, რადგან იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას და დაგეხმარებათ ადვილად დაძლიოთ გაციება. გაითვალისწინეთ, რომ ლიმონი უნდა იყოს ახალი.

4. ჯანჯაფილის კოჭაჯანჯაფილის კოჭა, შესანიშნავად აძლიერებს იმუნიტეტს, ცნობილია, რომ ძველ
ჩინეთში, ჯარში დაჭრილ სამხედროებს ჯანჯაფილით მკურნალობდნენ. მასში შედის ბევრი მინერალი, ვიტამინები და ეთერზეთები. კოჭა ძალიან მდიდარია B და C ვიტამინებით, ასევე ნივრისგან განსხვავებით აქვს სასიამოვნო სუნი.

5. სოკოერთ-ერთი უგემრიელესი საკვები, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს, მისი სამკურნალო თვისებები ძალზედ ცნობილია, მისგან მზადდება ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის და კიბოს საწინააღმდეგო წამლები. მისგან მივიღებთ საჭირო მინერალებს, როგორებიცაა ნახშირწყლები და ცილები.

6. თაფლიგემრიელი და ჯანსაღი პროდუქტი, აძლიერებს იმუნიტეტს. თაფლი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა დაავადებების სამკურნალოდ. მას შეუძლია მოაშუშოს ჭრილობები, გაგათავისუფლოთ სტრესისგან და გიხსნათ გაცეიებისგან. თაფლი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახეობის და ჯიშის, იმისთვის, რომ ცივ სეზონში არ გავცივდეთ, საჭიროა ყოველდღე მივირთვათ თაფლი. ასევე სასარგებლოა თაფლის ჩაი.


7. კეფირიკეფირი გამოიყენება დაავადებების დროს, როგორებიცაა: საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ხშირი გაციება, კეფირით კვებავენ ასევე სუსტ და განუვითარებელ ბავშვებს. შეიცავს D ვიტამინს და კალციუმს, რომელიც ეხმარება სისხლს ფორმირებაში და კარგად აძლიერებს ძვლებს.


პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას შესაძლოა გაგრძელდეს უსასრულოდ, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები გახლდავთ ყველასთვის ხელმისაწვდომი და იაფი და მათი მიღება შესაძლებელია ყოველდღე, რადგან მათ არანაირი ზიანის მოტანა არ შეუძლიათ თქვენთვის. 
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ