Загрузка...

რა ვქნათ, თუ თევზის ძვალი ყელში გაგვეჩხირა


მდინარის თევზი ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, მაგრამ ხდება ხოლმე, შეიძლება მისი პატარა ძვლები ყელში გაგვეჩხიროს. რაც ძალიან სახიფათოა. განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში.
იტვირთება...
loading...
რა არ უნდა გავაკეთოთ:

. არ დავარტყათ ზურგზე, კისერზე, არ გავუკეთოთ ჰეიმლიხის ხერხი – ამით ტრამვას გავართულებთ.
. არ ეცადოთ მივაყოლოთ პური ან სხვა საჭმელი, ამით შეიძლება ძვალი უფრო ღრმად წავიდეს ან გადატყდეს, რაც კიდევ უფრო გაართულებს მის ამოღებას.
მიმართეთ ექიმს თუ:
. ტკივილი გაუსაძლისია, თქვენ დახრჩობის შეგრძნება გაქვთ, არის სისხლდენა.
. თუ დაზარალებული ბავშვია
. თუ ძვალი საათობით არ იძვრის ადგილიდან
რა უნდა გავაკეთოთ:. ვიმოქმედოთ პანიკის გარეშე, მშვიდად.
. ფრთხილად დავახველოთ, თუ ძვალი ახლოსაა შეიძლება ამოვარდეს, თუკი დახველება ტკივილს აძლიერებს, ხველება შევწყვიტოთ.
. თუკი გრძელი პინცეტი გაქვთ (15–20 სანტიმეტრი), შეეცადეთ ძვლის ამოღებას.
. დალიეთ წყალი. არ შეგეშინდეთ, ძვალს კუჭი გადაამუშავებს.
. მიიღეთ რაიმე რბილი, მაგალითად ბანანი, მოხარშული ბრინჯი, კარტოფილის პიურე.
. დალიეთ გამთბარი ზეთი, ამით ძვალს გაუადვილდება ადგილიდან დაძვრა, თანაც ზეთი ყელს მოუხდება.
ძვლის გამოღების შემდეგ:. შეიძლება ძვლის ამოღების შემდეგაც გეჩვენებოდეთ, რომ ძვალი ისევ ადგილზეა, მაგრამ ეს დროებითია.
. დადექით თბილი შხაპის ქვეშ. ეს ადუნებს კუნთებს და ხსნის დაძაბულობას.
. ყელში გამოივლეთ ნებისმიერი ანტისეპტიკი, რათა ჭრილობა არ გამიზეზდეს.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ