Загрузка...

სცადეთ, უსახელო თითი 20 წამით გამართოთ


რეფლექსოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ხელისგულებზე (ასევე ტერფებსა და ყურებზე) განთავსებულ და მთელი ორგანიზმის მმართველ ბიოაქტიურ წერტილებს სწავლობს.

ცერა თითი
შფოთვა, თავის ტკივილი - ამ პრობლემების გადაჭრაზე პასუხისმგებელი ცერა თითია. ის ადამიანების გრძნობებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, კერძოდ, შფოთვასთან, დეპრესიასთან, გაზრდილ ნერვიულობასთან. ცერა თითის წერტილი კუჭთან და ლორწოვანთან მჭიდროდაა დაკავშირებული.
იტვირთება...
loading...
თუ გაწუხებთ თავის ტკივილი და უმიზეზო ნერვიულობა, დაღლილი ხართ და თავს სუსტად გრძნობთ, მაშინ ცერა თითს დააწექით. ოღონდ ძლიერად არა! არ გსურთ საკუთარ თავს ტკივილი მიაყენოთ? ვარჯიში 3-5 წუთით გააგრძელეთ.

საჩვენებელი თითი
თუ შინაგან ორგანოებზე ვსაუბრობთ, ეს თითი პირდაპირ თირკმლებს უკავშირდება. მინესოტის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, თირკმლების დაავადების მქონე პაციენტებს მდგომარეობა რეფლექსური მკურნალობის შემდეგ გაუუმჯობესდათ. გარდა ამისა, საჩვენებელი თითის მასაჟი კუნთების ტკივილს და სხეულის დისკომფორტს შეამცირებს.

შუა თითი
თუ დაღლილობას გრძნობთ, შუა თითის მასაჟი სცადეთ.. შუა თითი სიბრაზესთან და გაღიზიანებასთანარის დაკავშირებული. გარდა ამისა, ამ თითის მასაჟი ღვიძლის პრობლემებს მოგაშორებთ. მსგავსი ვარჯიში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და შფოთვას აქრობს.

უსახელო თითი
ნეგატიური ემოციები, ნაწლავების აშლილობა. თუ გრძნობთ, მთელი ენერგია ამოგეწურათ, ყურადღება უსახელო თითს მიაქციეთ. ამ თითზე ზომიერი დაწოლა საჭმლის მომნელებელ სისტემასა და სასუნთქ ფუნქციებზე დადებით გავლენას ახდენს. ვარჯიშის შესრულების დროს ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და სუნთქვას ყურადღება მიაქციოთ.

ნეკა თითი
ნეკა თითი პასუხისმგებელია ჩვენს აღქმაზე, თუ რა ადგილი გვიჭირავს სამყაროში და თავს როგორ ვგრძნობთ. მარტივად რომ ვთქვათ, საქმე თვითშეფასებას ეხება. შეიძლება, საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად კრიტიკული ხართ? ნეგატიური ემოციები მოიშორეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და ნეკა თითი დაიმასაჟეთ! ეს ვარჯიში დადებით გავლენას მოახდენს, თუ სხეულის ტკივილს გრძნობთ ან გაზრდილი ნერვიულობა გაწუხებთ.

ხელისგული
ერთი ხელის თითები მეორე ხელისგულს დაადეთ. სამი ნელი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა გააკეთეთ. ასევე წრიული მოძრაობა შეგიძლიათ შეასრულოთ. ხელისგული ბევრ შინაგან ორგანოს მუშაობაზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ხელისგულის მასაჟი თავბრუსხვევის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროს დაგეხმარებათ.

ხელები
ხელისგულები შეაერთეთ, რომ დამშვიდდეთ და რაღაც მნიშვნელოვანზე კონცენტრირება მოახდინოთ. ასეთი ვარჯიში აზრების და გრძნობების წესრიგში მოყვანაში დაგეხმარებათ, ამასთან სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება. კარგი სისხლის მიმოქცევა კი ორგანიზმის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ნიშანია.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ