Загрузка...

ტვინს კვება სჭირდება! - რა არის ამისთვის საჭირო?


ტვინს კვება სჭირდება!


ტვინს კვება სჭირდება! - რა არის ამისთვის საჭირო?
ტვინს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება რომ არ გაუჭირდეს, მცირე დახმარება ჰომეოსტაზის გარდა, ჩვენიდანაც სჭირდება, რომელიც ძირითადად კვებაში გამოიხატება.
იტვირთება...
loading...

ტვინის სიჯანსაღისთვის განსაკუთრებით აუცილებელია:

⦁ E ვიტამინი
⦁ B6 ვიტამინი
⦁ რკინა
⦁ კალციუმი
⦁ მაგნიუმი
⦁ ქრომი
⦁ პოლიუჯერი ცხიმები და ომეგა-3 ნაერთები
⦁ კოფეინი

E ვიტამინი საგრძნობლად აქვეითებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტვინის ფუნქციების სტიმულირებაში. ამ ვიტამინს შეიცავს კაკალი, ხილი, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, კვერცხის გული. 
E ვიტამინის დღიური ნორმის მისაღებად საკმარისია 2, 5 ს/კ სუფთა ზეთის მიღება.
E ვიტამინის დღიურ ულუფას შეიცავს:
⦁ 0, 5 კგ ინდაურის ფილე
⦁ 1 კგ სკუმბრია
⦁ 60 გ ნუში
⦁ 80 გ ხორბლის მარცვალი

B6 ვიტამინი დადებითად მოქმედებს ინტელექტუალურ პროცესებზე. მას შეიცავს ბანანი, კარტოფილი, შვრია, თინუსი, ქათმის ხორცი.
დღიური ნორმა შეიძლება მიიღოთ 200გ საქონლის ხორცისა ან 50 გ შვრიის ფანტელისგან.
რკინის დღიური ნორმაა 2 მგ. რკინას შეიცავს ხორცი, პარკოსნები, წიწიბურა, ღვიძლი, პური, ვაშლი, ბროწეული.

კალციუმის დღიური ნორმაა 1-1, 5გ. მას შეიცავს რძის ნაწარმი, ჩირი, ბროკოლი, ნუში, ქაშაყი.

მაგნიუმის დღიური ნორმაა 300-400 მგ. მას შეიცავს კარტოფილი, ბროკოლი კაკაოს მარცვლები, ბანანი, თაფლი, ნუში, თევზი, ლობიო, მუხუდო, კაკალი, მდოგვის ზეთი, ხორბლის მარცვალი.

პოლიუჯერი ცხიმები და ომეგა-3 ნაერთების დღიურ ულუფას შეიცავს:

⦁ 30 გ სკუმბრია
⦁ 30 გ ქაშაყი
⦁ 70 გ ორაგული
⦁ 1 ს/კ მცენარეული ზეთი
ქრომის დღიური ნორმაა 50-200 მგ. ქრომით მდიდარია სიმინდი, შავი პური, შავი ჩაი, ხორციანი კერძები.

აუცილებელია კოფეინის მიღებაც ყავის, ჩაის ან შავი შოკოლადის სახით
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ