Загрузка...

ის, რაც ჭინჭარზე დღემდე არ იცოდით


ჭინჭარი (ლათ. Urtica) არის ერთი ან მრავალწლიანი მცენარე ჭინჭრისებრთა ოჯახისა. ფოთლები დიდი, კვერცხისებრ-გულისებრი აქვს, ღეროები სიმაღლით 50-100 სმ-ს აღწევს; ყვავილები წვრილი, მწვანე, ერთსაფარიანი, შეკრებილია უბეებში თავთავისებრ ყვავილედებად. ფოთლები დაფარულია მსუსხავი ბუსუსებით და ხაოებით, რომლებიც დამსხვრევისას და შეხებისას წვრილი ბოლოთი აზიანებენ კანს, გამოყოფენ მომწამვლელ სითხეს, რომელიც იწვევს მწარე ტკივილს, ქავილს და მსუბუქ ანთებით პროცესს.
იტვირთება...
loading...
მიუხედავად იმისა, რომ მისი ეს მახასიათებლები კარგათ იცოდით, საკვებად ბევრი თქვენგანი გამოიყენებს ამ უგემრიელეს და ძალზედ სასარგებლო მცენარეს, გარდა ამისა კი უებარია მისი ნახარში თმის გასამაგრებლად, თუმცა დღევანდელ სტატიაში რასაც მასზე წარმოგიდგენთ, ბევრმა თქვენგანმა დარწმუნებული ვარ არ იცოდა.1. თქვენ წარმოიდგინეთ და ჭინჭარი ერთადერთი საარსებოა ზოგიერთი სახეობა პეპლისთვის.

2. ჭინჭრის ნემსები შეიცავს ჭიანჭველის მჟავას, რომელიც წვავს კანს.

3. ჭინჭრისგან იქსოვებოდა ყველაზე ძლიერი იალქნები. ამომავალი მზის ქვეყნებში კი ჭინჭრის სამკაულები და ასევე ჭინჭრისგან ნაქსოვი სამურაების აბჯარი ერთადერთი მაწარმოებელი მცენარე იყო.

4. ჭინჭრის ოჯახი 60-მდე გვარსა და ათასობით სახეობა მცენარეს მოიცავს, რომლებიც ძირითადად ტროპიკებში იზრდებიან.

5. ჭინჭრის ყველაზე ღირებული ნაწილია ფოთლები, რომლებიც შეიცავს C, B და K ვიტამინებს, ასევე გვხდება ტანინები და ცილები.

6. ჭინჭრის ფოთლებს ასევე შეუძლია მალე ფუჭებადი პროდუქტების შენახვა, როგორიცაა მაგალითად: ხორცი, თევზი და ა.შ.

7. კვების მრეწველობაში ჭინწარს გამოიყენებენ, როგორც საღებავი.

8. მიუხედეავად მისი სასარგებლო ღირებულებებისა, ჭინჭრის მირთმევა აკრძალულია ორსულებისა და გულის დაავადებების მქონე პირთათვის.

9. დიდი ბრიტანეთში ჭინჭრისგან ღვინოს ამზადებენ. იმისათვის, რომ 3 ათასი ლიტრა ღვინო რომ მიიღონ, საჭიროა მხოლოდ 40 კგ ჭინჭრის ფოთოლი.

10. ტროპიკული ჯიშის ჭინჭარი მავნეა ჯანმრთელობისთვის, ზოგიერთი მათგანი კი იწვევს სიკვდილს.

11. დიდი ბრიტანეთის სოფელ Marshvud-ში კი 20 წელზე მეტია იმართება ჭინჭრის ფესტივალი, თუ ვინ უფრო მეტ ჭინჭრის ფოთოლს შეჭამს. (უმათ თუ მომზადებულს, სამწუხაროდ წყაროში არ იყო მითითებული)
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ