Загрузка...

რა არის ალერგია და რა იწვევს მას?


ალერგია არის ორგანიზმის დამცველობით რეაქცია რაიმე უცხო სხეულზე, რომელიც ჩვეულებრივ მავნე არაა ცოცხალი ორგანიზმისთვის. ასეთ უცხო სხეულებს ეწოდებათ ალერგენები. ისინი გვხვდება საკვებში, ყვავილების მტვერსა და ცხოველებში.

ჩვენი იმუნური სისტემის მოვალეობაა ორგანიზმის დაცვა მავნე პათოგენებისგან. როდესაც სხეულში იჭრება საშიში ნივთიერება, იმუნური სისტემა იწყებს მის განადგურებას. ალერგენის ტიპის მიხედვით, ალერგიული რეაქცია შეიძლება იყოს ცემინება, ხველა, ანთებითი პროცესი, გამონაყარი ან სხვა სიმპტომების ერთობლიობა.
იტვირთება...
loading...

იმუნური სისტემის მოვალეობაა ადამიანს გარემოსთან შეგუებაში შეუწყოს ხელი. როდესაც ჩვეულებრივი ადამინის ორგანიზმში ხვდება ყვავილის მტვერი, იმუნური სისტემა ხვდება, რომ ის საშიში არააა. ხოლო ალერგიული ადამიანის შემთხვევაში, იმუნური სისტემა ყვავილის მტვრის ნაწილაკების განადგურებას იწყებს და ცემინების საშუალებით გამოდევნის მას ორგანიზმიდან.

ალერგიისსიმპტომები
ალერგიის სიმპტომებს რამოდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია, რამდენად ძლიერია ალერგია და რა ტიპის ალერგია გაქვთ.
თუ ალერგიულ რეაქციამდე მიიღებთ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტს, მაინც შეიძლება იყოს ალერგია მცირედ გამოხატული.

საკვებისმიერიალერგიები
საკვებისმიერმა ალერგენებმა შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება, ჭინჭრის ციება (გამონაყარი), ღებინება, დაღლილობა და სხვ. ზოგჯერ, წლები შეიძლება გავიდეს, სანამ ადამიანი მიხვდება, რომ საკვებისმიერი ალერგია აქვს. ასეთ ალერგიას რაიმე კონკრეტული გამოხატული სიმპტომი არ გააჩნია და დიდი ხნის მანძილზე ფარულად შეიძლება მიმდნარეობდეს (მაგ, რძისა და რძის პროდუქტების ალერგია). თუ რაიმე სიმპტომი გაქვთ რომელიმე საკვებზე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რომ ზუსტად დადგინდეს, რაზე აქვს სხეულს ალერგია.

ძლიერიალერგია
ძლიერმა ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსია. ესაა მდგომარეობა, რომელიც ლეტალურად (მომაკვდინებლად) შეიძლება დამთავრდეს. მას თან ახლავს სუნთქვის გაძნელება და გონების დაკარგვა. თუკი ასეთ რეაქციას გრძნობთ ალერგენთან შეხების შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარებას.

ალერგიისმიზეზი
მკვლევარებმა ზუსტად არ იციან, რა იწვევს ალერგიულ რეაქციას. თუმცა ხშირად, ალერგია გენეტიკურად გადადის მშობლიდან შვილზე. ეს არ ნიშნავს რომ აუცილებლად იმ კომპონენტებზე იქნებით ალერგიული, რაზეც თქვენი მშობლები, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ალერგიული რეაქციის სიძლიერე თქვენც გექნებათ თქვენი მშობლის მსგავსად გამოხატული - სუსტი ან ძლიერი.

ალერგენების ტიპები:
  • ცხოველური პროდუქტები -ცხოველის მტვერი, მტვრის ტკიპის ცხოველმყოფელობის ნარჩენები და ტარაკნები.
  • მედიკამებტები -პენიცილინი და სხვა ტიპის სულფამიდინები.
  • საკვები -ხორბალი, თხილეული, რძე, მოლუსკები, კვერცხი და სხვ.
  • მწერის ნესტარი -კრაზანის, ფუტკარის ან კოღოს ნაკბენი.
  • ობი -ასეთი სოკოს სპორებს შეუძლიათ ალერგიული რეაქციების გამოწვევა.
  • მცენარეები -ბალახი, ყვავილები, ხეები, სარეველა და ზოგჯერ ხის ფისიც.
  • სხვა ალერგენები -ლატექსის ხელთათმანები, ლატექსის პრეზერვატივები, ნიკელი და ზოგიერთი სხვა მეტალი.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ