Загрузка...

თმის ცვენა მამაკაცებში


თმა იზრდება ადამიანის მთელს სხეულზე ხელისგულისა და ტერფის გარდა. მათი უმრავლესობა იმდენად მცირეა, რომ ვიზუალურად არ ჩანს. თმის ღერის წარმოქმნა ხდება კერატინის ცილების საშუალებით, რომელსაც თმის ფოლიკულები გამოიმუშავებს. თმის ღერს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, სინამდვილეში კერატინის მკვდარი უჯრედების ჯაჭვია. მოზრდილ ადამიანს დაახლოებით 100000-დან 150000-მდე თმის ღერი აქვს, ხოლო 100 მათგანს ყოველდღიურად კარგავს.
იტვირთება...
loading...
ყოველი ადამიანის სკალპზე ყოველდღიურად თმის ფოლიკულებში ხდება თმის ღერის ზრდა. თითოეულ ფოლიკულას სიცოცხლის ინდივიდუალური ციკლი აქვს და მასზე გავლენას ახდენს ასაკი, დაავადებები, სტრესი, გენეტიკა, საკვები, შამპუნი და სხვ. ზოგიერთი ფაქტორის ზემოქმედება ადამიანის ძალებს აღემატება (მაგ, გენეტიკური ფაქტორები), ზოგიერთ მათგანს კი მხოლოდ ადამიანი აკონტროლებს.

მაშ ასერა იწვევს მამაკაცებში ყველაზე ხსირად თმის ცვენას და როგორ შეიძლება მისგან თავისდაცვა?
ასაკის მატებასთან ერთად იმატებს თმის ცვენა. მისი ერთ-ერთი მიზეზია სკალპის დაბერება. დიახ, სკალპიც ისევე ბერდება როგორც სახის კანი და მისი მოვლაც საჭიროა დაბერების საწინააღმდეგო შამპუნით, შრატით, კრემით, ელექსირით და სხვ.

თუ ადამიანი თმის ცვენისკენ გენეტიკურად არის მიდრეკილი, მასთან გამკლავება ძალიან რთულია. თუმცაღა სწორი კვებით შესაძლებელია მდგომარეობის შენარჩუნება და გაუარესების თავიდან აცილება. სწორი კვება გულისხმობს ცილების დიდ შემცველობას საკვებში, ჭარბ ალკოჰოლზე უარის თქმას, ვიტამინების და მინერალების შესაბამის არსებობას, ბოსტნეულს, ხილს, მარცლეულს, პარკოსნებს და დაბალანსებულ კვების რეჟიმს.
აუცილებელია ძილის მოწესრიგებული რეჟიმი, ვინაიდან ამ დროს ადამიანის ორგანიზმი აღიდგენს სასიცოცხლო ძალებს, ხდება უჯრედების სწორად გაყოფა და გამრავლება.

ჰორმონები - იმ მამაკაცებში, რომელთა ორგანიზმში დარღვეულია ტესტოსტერონის რაოდენობა, უფრო მეტად არიან თმის ცვენისკენ მიდრეკილნი. კიდევ ერთი ჰორმონი, რომელსაც აქცევენ ყურადღებას არის ანდროგენული ჰორმონი.
მედიკამენტები - სისხლის გამათხელებლები, ქიმიოთერაპია, წნევის მაკონტროლებელი წამლები, ყველა მათგანი უარყოფით გავლენას ახდენს თმის ფოლიკულებზე.

სტრესი, ავადმყოფობა, კანის ინფექციები - ხშირად ეს მიზეზები ყველასთვის შეუმჩნევლად იწვევს თმის ცვენას.
აუტოიმუნური დაავადებები - ისეთი გავრცელებული დაავადება, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გადიდება (ჩიყვი), შეიძლება აღმოჩნდეს თმის ცვენის მიზეზი.

თუ ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს ყურადღებას დაუთმობთ და გაითვალისწინებთ, თქვენ ნაკლებად შეგაწუხებთ თმის ცვენა.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ