Загрузка...

რა არის ვეგანიზმი და რატომ აუმჯობესებს ის ჯანმრთელობას?


უკანსკნელი კვლევების თანახმად, ვეგანურმა დიეტამ, რომელიც მოიცავს მხოლოდ მცენარეულ საკვებს, მნიშვნელოვნად შეიძლება გააუმჯობესოს ადამიანის ჯანმრთელობა.
იტვირთება...
loading...

მსოფლიოს გარშემო უამრავ ადამიანს აწუხებს ჭარბი წონა, დიაბეტი და მისგან გამოწვეული სხვა პათოლოგიები. ამ დაავადების მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორია მეტობოლური სინდრომი, რომელიც გულისხმობს შენელებულ მეტაბოლიზმს და წონის მომატებას.
აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 3/4 ნაწილი არ იღებს ხილსა და ბოსნეულს იმ რაოდენობით, რაც საჭიროა ჯანსაღ დღიურ რაციონში. ამას კი ემატება ჭარბი რაოდენობით მოხმარებული რაფინირებული შაქრები, ტრანს ცხიმები (მარგარინი და სპრედები), ფასტ ფუდი და ნახევრად ფაბრიკატები.

ვეგანიზმის კიდევ ერთი პლიუსი ის გახლავთ, რომ ასეთი კვების რეჟიმის დროს ადამიანი არ იკვებება რძის პროდუქტებით და ხორცით. უმსხვილესი კომპანიები, რომლებიც ამზადებენ რძის პროდუქტებს, წარმოებაში იყენებენ ჰორმონებს და ანტიბიოტიკებს, რაც ისევ საკვების სახით ხვდება ადამიანის სხეულში. აღმოჩნდა, რომ რძის ერთ-ერთი ცილა, კაზეინი, მკერდის, საკვერცხეებისა და სწორი ნაწლავის სიმსივნის ყველაზე დიდი მაპროვოცირებელი ფაქტორია.

იგივე შეიძლება ვთქვათ ხორცის პროდუქტებზე, რომელთა მასიური წარმოებაც მიმდინარეობს და ხანგრძლივი დროის მანძილზე ხდება გაყინულ მდგომარეობაში შენახვა.

ვეგანურ დიეტას შეუძლია დააბალანსოს ადამიანის წნევა, ჰორმონები და შეამციროს დაბერების პროცესი.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ