Загрузка...

ამერიკელმა მეცნიერებმა კვერცხის უნიკალური თვისება აღმოაჩინეს


უკანასკნელმა კვლევებმა ცხადყო, რომ კვერცხი მხოლოდ იოლად მოსამზადებელი და სასარგებლო საუზმე არ არის. კვერცხს უამრავი საოცარი თვისება აქვს.


იტვირთება...
loading...
⦁ შეიცავს А, В1, В2, D, Е, К, РР ვიტამინებს

⦁ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ მინერალურ ნივთიერებებს

⦁ არეგულირებს ფოსფორის დონეს ორგანიზმში

⦁ ცილა მდიდარია გლუკოზით, უამრავი ფერმენტითა და В ჯგუფის ვიტამინებით

⦁ კვერცხი ძვლებსა და კბილებს ამაგრებს

⦁ სასარგებლოა მხედველობისა და გულისთვის

⦁ იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური დაავადებებისგან

ამ სიას კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება მიემატა - ტაფტსის უნივერსიტეტის გამოკვლევამ დაადგინა, რომ კვერცხის რეგულარული მოხმარება მეხსიერებას აუმჯობესებს, ანელებს გონების დაბერების პროცესს და იცავს ასაკობრივი ჭკუასუსტობისგან. 

ექსპერიმენტები 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მასში მონაწილე მოხალისეების ნახევარი ყოველდღე მიირთმევდა 2 ქათმის კვერცხს. მეორე ნახევარი კი ჩვეულებრივად იკვებებოდა, თუმცა კვერცხის გარეშე.

კვლევის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ მოხალისეებმა მეხსიერების ტესტი ჩააბარეს. აღმოჩნდა, რომ კვერცხის მჭამელები ყველა მაჩვენებლით უსწრებდნენ დანარჩენებს.

კვერცხის სასიკეთო გავლენა თავის ტვინზე მეცნიერებმა მასში შემავალი ანტიოქსიდანტებით ახსნეს. ეს ლუტეინი და ზეაკსანტინია. უფრო ადრინდელი კვლევებით დადასტურებულია, რომ ეს ორი ნივთიერება ინტელექტსა და მეხსიერებაზე სასიკეთოდ მოქმედებს.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ