Загрузка...

კოღოს ნერწყვის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე


კოღოს ნაკბენი რომ კანს აღიზიანებს და საშინელ, აუტანელ ქავილს იწვევს, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მაგრამ, როგორც ექსპერიმენტების შედეგად დაადგინეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კოღო დაავადების გადამტანი არ არის, მისი ნერწყვი, ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში ერევა, თან პირველივე კბენის შემდეგ. 
მიუხედავად იმისა, რომ ზვიგენის და ნიანგის თავდასხმა ყველას თავზარს სცემს, ყველაზე სახიფთო და მომაკვდინებელი, კოღოს ნაკბენია. კოღოები უამრავ დაავადებებას ავრცელებენ, მათ შორის მალარიას და დენგეს ციებ-ცხელებას. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის მესამედი ამ დაავადებებით ინფიცირების რისკის შემცველ რეგიონებში ცხოვრობს. 
იტვირთება...
loading...
ბეილორის სამედიცინო კოლეჯის (Baylor College of Medicine) პროფესორის, ტროპიკული ზოონოზების (ინფექციური დაავადებები, რომლებიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის) სპეციალისტის რებეკა რიკო–ჰესის (Rebecca Rico-Hesse) მონაცემებით, ყოველწლიურად 10 მლნ-მდე ადამიანი ავადდება ტროპიკული ციებ-ცხელებით და ათობით ათასი შემთხვევა ლეტალურად მთავრდება. მეცნიერის სიტყვებით, ვირუსის მსხვერპლი მხოლოდ ადამიანები ხდებიან, რაც ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას არ იძლევა. 
ამიტომ, რიკო–ჰესის ჯგუფმა კვლევებში ლაბორატორიული თაგვები გამოიყენა, რომლებსაც მათი სახეობისთვის დამახასიათებელი იმუნური სისტემა დაბლოკილი ჰქონდათ. ამასთან, ექსპერიმენტის წინ, ღეროვანი უჯრედების საშუალებით, თაგვებს ადამიანისთვის დამახასიათებელი იმუნური სისტემა გაუაქტიურეს. შედეგად, ცხოველების ორგანიზმში ადამიანის იმუნური სისტემის ზოგიერთი კომპონენტი განვითარდა და შესაძლებელი გახდა მათზე ზოგიერთი «ადამიანური» ექსპერიმენტის ჩატარება. 
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მეცნიერებმა იმის დამტკიცება შეძლეს, რომ ვირუსით ინფიცირება კოღოს კბენის შედეგად და შპრიცით ინექცია, ერთი და იგივე არ არის. რომ ორგანიზმში დაავადების შემდგომი განვითარება, მასში მოხვედრის ხერხზე არის დამოკიდებული – კოღოს კბენის შემდეგ, დაავადება უფრო რთულ ფორმებს იღებს, ვიდრე მასში ინექცით მოხვედრის შემთხვევაში. ასეთმა შედეგმა, მეცნიერები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ კოღო მხოლოდ «ფრთიანი შპრიცი» კი არა, ვირუსის ხელშემწყობიც არის. ამიტომ, მათ ინფექციების კი არა, კონკრეტულად კოღოს ნაკბენის შესწავლა დაიწყეს. ამისთვის, 4 კოღოს ანესთეზირებული თაგვების დაკბენის საშუალება მისცეს. შემდეგ, სისხლის ანალიზი და ქსოვილის ნიმუშები, 6 და 24 საათის და 1 კვირის შემდეგ აიღეს. 
მიღებული ანალიზის შედეგები, საექსპერიმენტო ჯგუფის ცხოველების, კოღოების კბენამდე აღებულ ანალიზის შედეგებს შეადარეს და აღმოჩნდა, რომ კოღოს ნერწყვი თავისთავად, ორგანიზმის იმუნურ სისტემაში, მთელ რიგ რეაქციებს იწვევს. კერძოდ, ზრდის ანთების სასიგნალო მოლეკულების, ციტოკინების დონეს; ახდენს Т-ჰელპერის (ლიმფოციტი) აქტივირებას, რომელიც პასუხისმგებელია ალერგიებზე და ორგანიზმში მიმდინარე ანტივირუსულ რეაქციებზე და ეს ყველაფერი არ არის... კვლევა ამი მიმართულებით დღესაც გრძელდება. 
აღნიშნული ცვლილებები ორგანიზმში, კოღოს კბენიდან, 1 კვირის მანძილზე შეინიშნება და მეცნიერები თვლიან, რომ კოღოს ნერწყვის ეფექტი, ორგანიზმში ინფექციური დაავადების მიმდინარეობაზე აისახება – ადამიანის ორგანიზმი, კოღოს კბენის შემდეგ, უფრო მგრძნობიარე ხდება ვირუსული ინფექციებისადმი, დაავადება უფრო რთულად მიმდინარეობს და გამოჯანმრთელების პროცესი დროში იწელება.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ