Загрузка...

ჩაის აბაზანები ფეხებისთვის, რომელიც ყველამ უნდა მიიღოს!


ჩაი შესანიშნავი საშუალებაა, რომელიც არა მხოლოდ გამოფხიზლებაში გეხმარებათ, არამედ ენერგიით აგავსებთ. ჩაი არის სასმელი, რომელიც დაგეხმარებათ კონცენტრაციის მოკრებაში.
იტვირთება...
loading...
კოსმეტოლოგიაში საკუთარ თავს კარგი რეკომენდაცია გაუწია მწვანე ჩაიმ, რომელიც გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას. მაგრამ კოსმეტოლოგიაში არა მხოლოდ მწვანე ჩაი გამოიყენება. შავი ჩაი არანაკლებ სასარგებლოა, მას შეუძლია თქვენი კანი ვიტამინებით დაასაჩუქროს და დაატენიანოს იგი. ჩაის აბაზანები შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ხელისთვის, ასევე ფეხისათვის. ზამთრის პერიოდში ძალიან სასარგებლოა ჩაის აბაზანები ფეხისთვის, მათთვის ვინც ბევრს დადის. ჩაის ანტიოქსიდანტები კუნთებს მოდუნების საშუალებას აძლევს, იგი ასევე კანს შესანიშნავად არბილებს. უმჯობესია, თუ ჩაის აბაზანებს ძილის წინ მიიღებთ, ამ აბაზანის შემდეგ კანზე მკვებავი კრემი წაისვით.
ჩაის აბაზანები ასევე ეფექტურად მკურნალობს სხვადასხვა დაავადებებს. თუ უძილობა გაწუხებთ, ეს დაგეხმარებათ, მარტივად გადაჭრათ აღნიშნული პრობლემა. რა თქმა უნდა, ერთი პროცედურა დიდ შედეგს ვერ მოგიტანთ, მაგრამ მისი სიტემატური ჩატარების შემთხვევაში გასაოცარ შედეგებამდე მიგიყვანთ.
გააცხელეთ წყალი, ჩაყარეთ მასში 5-6 ჩაის პაკეტი და 20-25 წუთის განმავლობაში ჩაყავით ფეხები, უმჯობესი იქნება, თუ ამ პროცედურას საღამოს საათებში, ძილის წინ ჩაიტარებთ. რამოდენიმე პროცედურის შემდეგ შედეგი გასაოცარი იქნება :)
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ