loading...

რით განსხვავდება ერთმანეთისაგან, თითიდან და ვენიდან აღებული სისხლი?


არსებობს ორი ძირითადი მეთოდი სისხლის სინჯისთვის: კაპილარული (თითიდან)
და ვენური (ვენიდან). ძირითადი განსხვავება არის ქიმიურ შემადგენლობაში, ვენიდან
Загрузка...
აღებული სისხლი “უკეთესი ხარისხისაა“, ვიდრე თითიდან. მდიდარი ქიმიური შემადგენლობა იმას ნიშნავს, რომ ანალიზი კეთდება უფრო ზუსტი. თითიდან აღებული სისხლი გამოიყენება ზოგადი (კლინიკური) სისხლის ტესტისთვის, რომელითაც დგინდება მასში შემავალი კომპონენტების რაოდენობა: სისხლის თეთრი უჯრედები, სისხლის წითელი უჯრედები, თრომბოციტები, ჰემოგლობინი. ის გამოიყენება სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებისას, ასევე ორგანიზმის ინფექციაზე გასინჯვის დროს, სისხლის საერთო ანალიზის ჩატარებას სთხოვენ ყველა ადამიანს, რომელიც მიმართავს ექიმს კონკრეტული ჩივილებით ან სულაც კონსულტაციის მიზნით. თავის მხრივ ვენიდან აღებული სისხლი, საშუალებას იძლევა გამოიკვლიონ მრავალი სახის ინფექციები, რომლის გარკვევაც ვერ მოხერხდა თითიდან აღებული სისხლით.ვენიდან აღებული სისხლი გამოიყენება უფრო სპეციფიკური გამოკვლევებისას: ბიოქიმიური ანალიზისთვის, ნარკოტიკებზე და ჰორმონებზე გამოკვლევისას, დაავადებების გამომწვევი მიზეზების დასადგენად, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისას. ვენიდან აღებული სისხლით შეგვიძლია
ასევე, გამოვიკვლიოთ ანემია, ლეიკემიის პირველი სტადიები, დეჰიდრატაცია, აუტოიმუნური დაავადებები, თრომბოზის რისკი, ჟანგბადის უკმარისობა, ალერგია, თირკმლის
უკმარისობა, იმუნიტეტის დაქვეითება, გულსისხლძარღვთა პრობლემები და სხვა დაავადებები. ასევე, ვენიდან აღებული სისხლით ტესტი უტარდებათ ადამიანებს, რომლებსაც
დაუნიშნეს სხვადასხვა გამოკვლევები, ამისათვის კი სისხლის საკმარისი რაოდენობაა საჭირო, თითიდან აღებული სისხლით ეს შეუძლებელია.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...