loading...
წყალი ჭამამდე უნდა დავლიოთ თუ ჭამის შემდეგ? - გაითვალისწინეთ, ექიმები გვაფრთხილებენ!
რჩევები 07-Jan, 19:36 574
0
წყალი ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. იგი სასარგებლო და აუცილებელია, თუმცა არანაკლებ აუცილებელია მისი სწორი მოხმარება.
ადამიანის რგანიზმზე წყლის გავლენის შესახებ კვლევები დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა დიდი ხნის მანძილზე მეცნიერები ვერ სცემდნენ ერთმნიშვნელოვან პასუხს მთავარ შეკითხვაზე: ჭამის წინ უნდა დავლიოთ წყალი თუ ჭამის შემდეგ? 

ქვემოთ გთავაზობთ მეცნიერების მიერ მოყვანილ რამდენიმე არგუმენტს, რომლებსაც, კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ.
წყალი ჭამამდე (10-15 წუთით ადრე)

1. ჭამამდე წყალის მიღება ხელს უწყობს ორგანიზმის დანაყრებას და ჭამის დროს ნაკლები კალორიების მიღებას. მარტივად რომ ვთქვათ, თუ კუჭს წყლით ავივსებთ, ნაკლებ საჭმელს შევჭამთ.

2. ჭამის წინ ერთი ჭიქა წყლის მიღება ორგანიზმს ასუფთავებს ტოქსინებისგან, ხელს უწყობს ლიმფური სისტემის ფორმაში შენარჩუნებას, აჩქარებს მეტაბოლიზმს, ასევე ეფექტურად წმენდს კუჭსა და ნაწლავებს.

3. წყალი ორგანიზმს სითხით ავსებს. ძილის შემდეგ, ჩვენი ორგანიზმი, როგორც წესი, გაუწყლოებას განიცდის, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი დილით გაღვიძებისას, უზმოზე წყლის დალევა. ამასთან, ჭამამდე ერთი ჭიქა წყლის მიღებას შეუძლია ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება და ორგანიზმის მთელი დღის მანძილზე საჭირო ენერგიით ავსება.

წყალი ჭამის დროს
დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ ჭამის დროს წყალი ხელს უშლის მონელების პროცესს. მაგრამ ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს პირიქითაა, ჭამის დროს მიღებული წყალი საკვების მონელების პროცესს ხელს უწყობს. თუმცა ძალიან ცივი წყლის (ყინულით, მაცივრის) მიღება ჭამის დროს, მართლაც არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით თუ საკვები თბილია. უკვე დიდი ხნის წინ დამტკიცდა, რომ თუ თბილ საკვებს ცივ წყალს მივაყოლებთ, კუჭში სავების გაჩერების ხანგრძლივობა შემცირდება 4-5 საათიდან 20 წუთამდე. შედეგად, შიმშლის გრძნობა ძალიან სწრაფად დაბრუნდება, რაც გაზრდის წონაში მატების რისკს. ამას გარდა, საჭმლის "დაჩქარებული" მონელება ორგანიზმს სარგებელს ვერ მოუტანს.

წყალი ჭამის შემდეგ
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წყალის მიღება შეიძლება ჭამამდეც და ჭამის დროსაც, მაგრამ ჭამის შემდეგ, ერთი საათის მანძილზე, აღარ არის რეკომენდებული. წარმოიდგინეთ: სადილის დროს მიღებული სუპი იკავებს კუჭის მოცულობის 200 მლ-ს, ხორციც ასევე 200 მლ-ს, გარნირი - 100 მლ-ს, თუ ამას დაამატებთ კიდევ 2 ჭიქა ჩაის ან წყალს, შედეგად კუჭი გაფართოვდება და შემდეგ ჯერზე მეტ საკვებს შეჭამთ. საბჭოთა წლებში მიღებული კომპლექსური სადილი - "პირველი, მეორე, მესამე და კომპოტი" - უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე არაეფექტურად გამოცხადდა.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...