Загрузка...

როგორ დავლიოთ წყალი სწორედ და რა რაოდენობის სხეულის წონის გათვალისწინებით


წყალი ნებისმიერი უჯრედის შემადგენელი ნაწილია, სისხლისა და ლიმფის საფუძველს წარმოადგენს.
ორგანიზმში ის მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს:
• მასში ბევრი ქიმიური ნივთიერება იშლება;
• აქტიურად მონაწილეობს გაცვლით პროცესებში;
• მისი დახმარებით ორგანიზმიდან მატაბოლიზმის საბოლოო პროდუქტების გამოყოფა ხდება.
წყალს დიდი თბოტევადობისა და თბოგამტარობის უნარი აქვს, რაც ხელს უწყობს თერმორეგულაციის პროცესებს.

წყლის განაწილება ორგანიზმში:
• ფილტვები, გული და თირკმელები – 80%
• ჩონჩხის კუნთები და ტვინი – 75%
• კანი და ღვიძლი – 70%
• ძვლები – 20%
• ცხიმოვანი ქსოვილი – 10%

აქედან იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ გამხდარ ადამიანებს ორგანიზმში ნაკლები ცხიმი, მეტი კუნთი და მეტი წყალი აქვთ.
იტვირთება...
loading...
მამაკაცების სხეულის მასის 60% წყალი შეადგენს, ქალების – 50%.
ხანშიშესულ ადამიანებში: მამაკაცების სხეულის– 50%, ქალების – 45%.
ახალშობილებში ეს მაჩვენებელი სხეულის მასის 65 – 80% შეადგენს.
წყლის საერთო მოცულობა ორგანიზმში მოიცავს წყალს, რომელიც უჯრედის შიგნითაა – ის შეადგენს 40% ე.ი. ორგანიზმში არსებული წყლის 2/3 და არაუჯრედოვანი სითხე 20% ანუ 1/3, რომელიც ავსებს სისხლძარღვებს (5%) და უჯრედშორის სივრცეს (15%).
ამგვარად, მამაკაცებში, რომელთა წონა 70 კგ. წყლის საერთო მოცულობა დაახლოებით 42 ლ. ამასთან, უჯრედები 28 ლ. შეიცავს, არაუჯრედოვანი სითხე კი – 14 ლ.
ინტერსტიციული (უჯრედთაშორისი) წყალი შეადგენს 10.5 ლ., ინტრავასკულური (სისხლის პლაზმა) – 3.5 ლ. ნორმის ფარგლებში სისხლის პლაზმა შედგება 93% წყლისგან და 7% ცილების, ლიპიდებისა და სხვა ნივთიერებებისგან. პლაზმის მოცულობა – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია სისხლის ნორმალური ცირკულაციის უზრუნველსაყოფად. რაც ნიშნავს ყველა ქსოვილისა და ორგანოსთვის სისხლის ნორმალურ მიწოდებას.
წყლის ბალანსი ორგანიზმში
წყლის ნორმალური შემცველობა ორგანიზმში მიღებისა და გამოყოფის ბალანსის შენარჩუნების ხარჯზე ხდება.
საშუალოდ, ზრდასრულებში სითხის მიღება შემდეგნაირად უნდა ხდებოდეს:
• დაახლოებით 1600 მლ. წყალი;
• 700 მლ. საკვები პროდუქტების მეშვეობით; 
• 200 მლ. ნახშირწყლებისა და ცხიმების დაშლის ხარჯზე წარმოიქმნება;
საერთო ჯამში – 2500 მლ. დღე-ღამეში.
საშუალოდ, სითხის გამოყოფა ამგვარად ხდება:
• 1 500 მლ. – თირკმელებიდან;
• 500 მლ. – კანიდან ( 400 მლ. ორთქლდება და 100 მლ. ოფლის სახით); 
• 300 მლ. – ფილტვებიდან; 
• 200 მლ. – საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან;
საერთო ჯამში – 2500 მლ. დღე-ღამეში
სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვა ხდება:

• ჭარბი ოფლიანობისას; 
• ხშირი სუნთქვისას (ვარჯიშის დროს);
• დამწვრობისას; 
• დიარეის დროს;
• ღებინებისას; 
• ხშირი შარდვის დროს.
სხეულის მაღალი ტემპერატურა და მაღალკალორიული საკვები ხელს უწყობს წყლის გამოყოფას კანისა და ფილტვების მეშვეობით.
ბუნებრივია, რომ ორგანიზმიდან წყლის გაზრდილი რაოდენობის გამოყოფის შემთხვევაში, საჭიროა მისი შევსება. საშუალოდ კი ჯანმრთელმა ადამიანმა რეკომენდირებულია დღეში 1.5 – 2 ლ. წყალი მიიღოს.როგორ კონტროლდება ორგანიზმში წყლის განაწილება?
ჩვენს ორგანიზმში რეგულირების რთული სისტემა ფუნქციონირებს. თავის ტვინში, ჰიპოთალამუსის (ლათ. hypothalamus) — შუამდებარე ტვინის ნაწილი) მიდამოში განლაგებულია სენსორული რეცეპტორები. თუ წყლის დონე ორგანიზმში მცირდება, ეს იწვევს მარილების კონცენტრაციის ზრდას სისხლის პლაზმაში, რეცეპტორები კი ამის შესახებ მაშინვე სიგნალს იძლევიან.
ამას გარდა, არსებობს პირ-ხახის რეცეპტორები, რომელიც გვატყობინებს პირის ღრუს სიმშრალის შესახებ. მისი სიგნალები წყურვილის სახით აღიქმება ჩვენს მიერ. წყლის მიღებისას, წყურვილის შემცირება თავდაპირველად პირის ღრუს რეცეპტორების დასველების მეშვეობით ხდება, შემდეგ – სისხლის პლაზმაში მარილების კონცენტრაციის განზავების ხარჯზე.
ყველაზე მთავარი ჰორმონი, რომელიც წყლის ბალანს არეგულირებს, ანტიდიურეზული ჰორმონია (ბერძ. Anti – წინააღმდეგ, diuretikos – შარდმდენი). ის ამცირებს შარდის წარმოქმნას (თირკმელებში განაპირობებს წყლის ფილტრაციას, რათა დაბრუნდეს სისხლში. ამ გზით ხდება შარდის რაოდენობის შემცირება). ამ ჰორმონის გარეშე, დღე-ღამეში, დაალოებით 18 ლ. სითხე დაიკარგებოდა შარდის სახით, რაც მკვეთრად გამოხატულ გაუწყლოებამდე მიიყვანდა ორგანიზმს. 
ორგანიზმში კარგი წყალ-მარილოვანი ცვლისთვის მნიშვნელოვანია თირკმელების ნორმალური ფუნქციონირება.
საკმარისი რაოდენობის წყალი – ერთადერთი საშუალებაა ორგანიზმის ყოველი უჯრედის მკვებავი ნივთიერებებით უზრუნველსაყოფად!

როგორ დავლიოთ სწორედ და რამდენი?

დილით, გაღვიძებისთანავე მიიღეთ 2 ჭიქა წყალი, იმ მიზნით რომ ძილის დროს დაკარგული სითხის კომპენსირება მოახდენოთ.
წყლის მიღების ოპტიმალური დრო: 1 ჭიქა ჭამამდე 20-25 წუთით ადრე და ჭამიდან 1 – 1, 5 საათის შემდეგ – ეს წყლის ის მინიმუმია, რომელიც ორგანიზმისთვისაა აუცილებელი. ნუ მიიღებთ წყალს ჭამის დროს. მხოლოდ ისეთი სასმელი მიირთვით, რომელიც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს.
წყლის მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმა: 30 - 40 მლ. წყალი სხეულის წონის 1 კილოგრამზე ყოველდღიურად.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ