Загрузка...

7 რამ, რაც ღამით უნდა გააკეთოთ


ღამეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დღე-ღამეში და ჩვენს მიერ აღიქმება, როგორც დასვენების დრო. თუმცა, ეს პერიოდი ზოგიერთი რამის გასაკეთებლად უფრო შესაფერისია, ვიდრე დღის საათები.

ძილი
ღამე იდეალური დროა ძილისთვის. ამ დროს სხეული სრულიად მოდუნებულია, ტვინის უჯრედები ნაკლებად რეაგირებენ გარეგან გამომწვევ მიზეზებზე და ამუშავებენ ინფორმაციას, ხდება ცირკადული რიტმის ცვლილება, ტვინიდან გამოიყოფა ტოქსინები, ღვიძლი კი ორგანიზმს შლაკებისგან ასუფთავებს. დროული და სწორი ძილი იმის გარანტიას იძლევა, რომ მთელ დღეს მხნედ და ჯანსაღად გაატარებთ.
იტვირთება...
loading...

ხანმოკლე გასეირნება
შესაძლოა ხშირად აღმოჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც სტრესული ზემოქმედების გამო გაგიჭირდეთ დაძინება. ამ პრობლემის შესანიშნავი მოგვარების საშუალება – ღამით სასეირნოდ გასვლაა. ბევრი ფსიქოლოგი ურჩევს იმ ადამიანებს, რომლებიც უძილობითა და ფოტოფობიით (სინათლის შიში) იტანჯება, ხშირად გავიდნენ სასეირნოდ – სიბნელე ხსნის გაღიზიანებას და ამშვიდებს.

გეგმების დაწყობა მეორე დღისთვის
დაახლოებით შუაღამისთვის ტვინი ემზადება ძილისთვის და დღის მანძილზე დაგროვილ ინფორმაციას ამუშავებს. ამ დროს საუკეთესოა თუ ხვალინდელი გეგმებს დააწყობთ.

საოცარი იდეები
არასდროს შეგიმჩნევიათ, რომ ყველაზე გენიალური იდეები ძილის წინ მოგდით? ამ ფენომენის შესახებ დაწერა ნევროლოგმა ჯეკ ლუისმა წიგნში "ტვინი: მოკლე მიმოხილვა." ნახევრად მძინარე მდგომარეობაში თავში მოულოდნელი და საინტერესო აზრები ჩნდება.

ცაში ვარსკვლავების ყურება
ღამე – ყველაზე მოსახერხებელი დროა, იმისთვის რომ დააკვირდეთ ვარსკვლავებსა და ასტრონომიულ მოვლენებს (კომეტებს, ვარსკვლავთცვენას). ამას ასევე პოზიტიური ზეგავლენა აქვს ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

ეკონომია
ზოგიერთ ქვეყანაში მობილური ოპერატორები და ინტერნეტ პროვაიდერები შეღავათიან ტარიფებს სთავაზობენ თავიანთ მომხმარებლებს ღამის საათებში. ეს მათთვის ჩვეულ პრაქტიკას წარმოადგენს. ასევე კარგი დროა სხვადასხვა, თქვენთვის საინტერესო მასალების გადმოსაწერად: ინტერნეტის სიჩქარე მატულობს. ამასთან, ზოგიერთი ინტერნეტ–მაღაზია აწყობს ღამის sale–ებს.

ღამის რეისით მგზავრობა
თუ გზაში კარგად გძინავთ, ღამე შესანიშნავი დროა მგზავრობისთვის, თუ ერთდღიანი სამუშაო ან ტურისტული ვიზიტით მიემგზავრებით. ამით თქვენ დროის ეკონომიას გააკეთებთ დღისით და ყველა დაგეგმილი საქმის განხორციელებას მოახერხებთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ