Загрузка...

როგორ ავიცილოთ თავიდან სმენის დაკარგვის საფრთხე, მუსიკის ყურსასმენებით მოსმენის შემთხვევაში. ექიმის რჩევები


თანამედროვე ცხოვრების წარმოდგენა მუსიკის გარეშე შეუძლებელია. ხოლო, სადაც მუსიკაა, იქ ყურსასმენებიც არის, რომელიც ნებისმიერ ადგილზე, საყვარელი მელოდიების, მოსმენის საშუალებას იძლევა, ირგვლივ მყოფი ადამიანების შეწუხების გარეშე. სამწუხაროდ, როგორც ექიმები ამტკიცებენ, ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა დიდ ზიანს აყენებს სმენის ორგანოებს. ეს განცხადება უბრალო სიტყვებად რომ არ დარჩეს, დეტალურად უნდა გავარკვიოთ, თუ რა და როგორ ხდება და რა უნდა გავაკეთოთ, რომ სმენა არ დავკარგოთ.

სიამოვნება და სმენის დაკარგვის საშიშროება – 2 – 1-ში
იტვირთება...
loading...
image
ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ყურის ნიჟარა საუკეთეზო რეზონატორია. ბგერა, თავდაპირველად სწორედ ნიჟარაზე ხვდება, ძლიერდება, გადის ხმის გამტარ მილში და აღწევს შიგნითა ყურამდე. ყურის ანატომიური აგებულების თავისებურების გათვალისწინებით, ხდება ხმაურის დონის განსაზღვრა ადამიანისთვის: დასაშვები დონე ჩვენი სმენის აპარატისთვის 55 დბ არის, 55-120 დბ – შემაწუხებელია, ხოლო უდრო მაღალი – ტკივილს იწვევს და შეიძლება ადამიანმა გონბეა დაკარგოს.image



ყურსასმენებით მუსიკის მოსმენისას, რა თქმა უნდა, სიამოვნებას განვიცდით. მაგრამ, რა ემართება ჩვენს სასმენ აპარატს? განსაკუთრებით იმ მაშინ, თუ ყურსასმენს წაწვეტებული ფორმა აქვს და უშუალოდ სასმენ მილში ჯდება? ასეთ შემთხვევაში, ყურის ნიჟარას არ შეუძლია ხმის გაძლიერება, მაგრამ ამის გაკეთება ხელოვნურად, ხმის მარეგულირების მეშვეობით შეიძლება. და ყველაფერი კარგად იქნებოდა, მუსიკის მოსმენის ხმა რომ არ აღემატებოდეს ადამიანის ყურისთვის დაშვებულ ნორმას. იმის გამო, რომ უმრავლესობას მუსიკის ხმამაღლა მოსმენა უყვარს, დროთა განმავლობაში, ამ ჩვევის შედეგი აუცილებლად აისახება სმენის ორგანოების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: ხდება სმენის დაქვეითება და ხშირ შემთხვევაში, ეს თანდათანობით კი არა, უეცრად, პრაქტიკულად რამდენიმე დღეში ხდება.
სმენის შესანარჩუნებლად...
image
არსებობს უნივერსალური რეკომენდაციები, რომლებიც სმენასაც იცავს და ამავდროულად, ყურსასმენების გამოყენების საშუალებასაც იძლევა:
image
1. აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა აუცილებლად გამოიწვევს სმენის დაქვეითებას. რაც უფრო ხმამაღალი იქნება მუსიკა და რაც უფრო ხანგრძლივი იქნება ყურსასმენების გამოყენების დრო, მით უფრო საგრძნობი იქნება სმენის დაქვეითება.
2. ყურსასმენების ნებისმიერი სახეობა, დროთა განმავლობაში, სმენის დაქვეითებას იწვევს. მაგრამ, სმენის ორგანოებისთვის ყველაზე მეტას საზიანო ე. წ. «საცობები» არის, რადგან მისი გამოყენებით, ბგერის ხმა პირდაპირ სასმენ მილში გადადის, ყურის ნიჟარის გავლის გარეშე.

3. ყურსასმენებით მუსიკის მოსმენის მავნებლობის შეფასების საფუძვლად 2 მახასიათებელს იყენებენ. ყურსასმენებს ზიანი მოაქვს, თუ:
I. მუსიკის მოსმენის დროს არ გვესმის საკუთარი ხმა;
II. ვერ ვარჩევთ ირგვლივმყოფების მიერ წარმოთქმულ სიტყვებს.
ეს კრიტერიუმები ზუსტად მიუთითებს, რომ მუსიკის ხმა მეტისმეტად მაღალია და ის დამანგრევლად მოქმედებს ჩვრნს სასმენ აპარატზე და საჭიროა ხმის შემცირება.

4. ოტოლარინგოლოგები გვირჩევენ, რომ შეზღუდული დროით მოვუსმენოთ მუსიკას ყურსასმემებით – დღეში არაუმეტეს 60 წუთი (რაც ნაკლები – მით უკეთესი). ამასთან, მუსიკის ხმა არ უნდა აღემატებოდეს მოწყობილობის მაქსიმალური ხმის 60 %-ს.

5. შეძლებისდაგვარად, საჭიროა მოსმენის ბუნებრივ რეჟიმზე გადასვლა, ყურსასმენების გამოყენების გარეშე.
image
მიუხედავად ხარისხისა და მოსახერხებულობისა, საჭიროა იმის დამახსოვრება, რომ მუსიკის მოსმენა ყურსასმენებით, აუცილებლად გამოიწვევს სმენის დაქვეითებას. ხოლო მის დასაბრუნებლად, სერიოზული და ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება იქნება საჭირო (ნემსები, სხვადასხვა სახის პროცედურები). და იმისთვის, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს, ჯანმრთელონის გაფრთხილება არის საჭირო.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ