Загрузка...

ორგანიზმი ამ პროდუქტების გადამუშავებას ვერ ახერხებს, თუ ნაღვლის ბუშტი არ გაქვთ


ნაღვლის ბუშტი საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთი ელემენტია, მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია პირველ რიგში სრულყოფილი მონელებისთვის და სასარგებლო ნივთიერებების შეთავსებისთვის.
მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო გავრცელებული გახდა ნაღვლის ბუშტში ქვების პრობლემა.
ნაღვლის ბუშტი მცირე ზომის ორგანოა, რომელიც ღვიძლის ქვეშ მდებარეობს, რომელიც ინახავს ნაღველს, ასევე საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცხიმების დაშლაზე არის პასუხისმგებელი.
იტვირთება...
loading...
როცა თქვენ ცხიმის შემცველ პროდუქტს ღებულობთ, ნაღვლის ბუშტი ნაღველს ნაწლავში გამოყოფს, რომ ეს ცხიმები დაშალოს.
ნაღვლის ბუშტში ქვები წარმოიშვება მაშინ, როცა ნაღველი ნაღვლის ბუშტში გროვდება. ეს მდგომარეობა იწვევს ტკივილს მუცლის არეში, ასევე ინფექციის გავრცელებას, რომელიც იწვევს გასივებას, გაზებს, გულისრევას და ღებინებას.
ნაღვლის ქვების მოშორება მხოლოდ ქირურგიული გზით - ნაღვლის ბუშტის მოშორებით შეიძლება. ამის შემდეგ ადამიანის ცხოვრება მნიშვნელოვნად იცვლება, მისი კვების რეჟიმი იცვლება, რაც გამოიხატება გარკვეული პროდუქტების შეზღუდვით .
დღეს გამცნობთ, რომელ პროდუქტებზე უნდა თქვათ უარი, თუ ნაღვლის ბუშტი არ გაქვთ:

1.შემწვარი პროდუქტები
შემწვარი პროდუქტები, პირველ რიგში, ბევრ ზეთს შეიცავს. ნაღვლის ბუშტის გარეშე თქვენი ორგანიზმი მის სრულყოფილად გადამუშავებას ვერ მოახერხებს და ცხიმის დაგროვება მოხდება.

2.ცხიმიანი პროდუქტები
ყველა პროდუქტი, რომელიც ცხიმებით არიას გაჯერებული, ჯობს რაციონიდან გამორიცხოთ, ასევე ამ კატეგორიაში შედის ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: ჰამბურგერი, პიცა, ბეკონი, ყველის ბევრი სახეობა, ცხიმიანი ხორცი...

3.მცენარეული ზეთი
მცენარეული ზეთი მაღალმოლეკულურ ცხიმოვან მჟავა ომეგა-6-ს შეიცავს. თუ თქვენს ორგანიზმში ომეგა 6-სა და ომეგა 3-ს შორის ბალანსი არ არსებობს, სხეული ანთებასთან ბრძოლას ვერ ახერხებს.
ზეთები, რომელთაც ჯობს, თავი აარიდოთ:
სოიას ზეთი
მზესუმზირის ზეთი
კანოლის ზეთი
ალისარჩულის თესლის ზეთი
რაფსის ზეთი
სიმინდის ზეთი

4.ნახევრად მომზადებული პროდუქტები
ამ პროდუქტების უმეტესობა დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავა ომეგა 6-ს შეიცავს, პირველ რიგში ამ პროდუქტებში შედის ტკბილეულობა და ჩიფსები.

5.სხვა პროდუქტები, რომელთაც თავი უნდა აარიდოთ
ცხიმოვანი პროდუქტების გარდა სხვა პროდუქტებიც არსებობს, რომლებიც ორგანიზმს ზიანს აყენებენ. მაგ:
გლუტენი
რძის პროდუქტები
ალკოჰოლი
შაქარი
სოია
სიმინდი
სწორი კვება, ასევე ჯანსაღი პროდუქტების მოხმარება ჯანმრთელობის და სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, თუნდაც ნაღვლის ბუშტის გარეშე.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ